რა ვნახოთ ვენეციაში: პეგი გუგენჰეიმის კოლექცია


გააზიარე სტატია

ვენეციაში ყოფნისას თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს გრანდ კანალზე მდებარე პეგი გუგენჰეიმის კოლექციის ნახვას გირჩევთ.

პეგი გუგენჰეიმი ცნობილი ამერიკელი ხელოვანის – მაქს ერნსტის მეუღლე და სოლომონ გუგენჰეიმის ძმისშვილი იყო. კოლექცია მე-18 საუკუნის სასახლეში – Palazzo Venier dei Leoni-შია განთავსებული, სადაც პეგი 30 წელი ცხოვრობდა. 1951 წელს მან სეზონურად თავის პირად კოლექციაში დაცული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა დაიწყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 1979 წელს, კოლექცია სოლომონ რ. გუგენჰეიმის ფონდს გადაეცა, რომელმაც ერთი წლის შემდეგ კოლექცია სამუზეუმო ექსპონატად აქცია ვენეციაში.

კოლექცია ძირითადად ევროპელი ფუტურისტებისა და ამერიკელი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებისგან შედგება, რომლებიც სიურეალიზმის, კუბიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრები იყვნენ. სასახლის ეზოში კი ნახავთ სკულპტურებს, ინსტალაციებსა და ნეონარტს.

კოლექციაში დაცული ნამუშევრები და არტისტები

კოლექცია არ გამოირჩევა არტისტების ნამუშევრების სიმრავლით, თუმცა აქ თითქმის ყველა დიდი თანამედროვე ხელოვანის ერთ ნამუშევარს მაინც შეხვდებით.

ხელოვანების სია ასე გამოიყურება:
იტალია: დე კირიკო და სევერინი


საფრანგეთი: ბრაკი, გლეიზი, დუშამი, ლეგერი, პიკაბია


ესპანეთი: დალი, მირო, პიკასო


ევროპის სხვა ქვეყნები და ამერიკა: ბრანკუსი, ერნსტი, ჯაკომეტი, ფონტანა, როთკო, თვომბლი, გორკი, კანდინსკი, კლი, მაგრიტი, მონდრიანი, კალდერი, პოლოკი.

 

მუზეუმის გამორჩეული ნაწილია სასახლის ეზო, რომელსაც სკულპტურის ბაღს უწოდებენ. ეს სივრცეც მუზეუმია, სადაც გამოფენილია ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: ჰოლცერი, ნანუჩი, მური, ონო, არპი, ჯილარდი, მირკო, პალადინო, კაპური.

2017 წლიდან მუზეუმის დირექტორია პეგი გუგენჰეიმის შვილიშვილი კეროლ ვეილი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.