fbpx

“პროექტი 12” – პეტრე ოცხელის 12 ინტერპრეტაცია


გააზიარე სტატია

პეტრე ოცხელის ხელოვნება ბოლო პერიოდში არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

რამდენიმე მნიშვნელოვანი კატალოგის, პუბლიკაციის და „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზირებული რეტროსპექტივის შემდეგ, ოცხელის ნამუშევრების კვალადაკვალ, „პროექტი 12“ მხატვარს, როგორც კულტურულ პოტენციალს ისე დააკვირდა.

ეს, ერთდროულად წარსულთან დიალოგის განახლების მცდელობას და ახალი ფორმების გაჩენასაც გულისხმობს.

პროექტი იმითაც არის საინტერესო, რომ ახალი მედიების თემას წინ წამოსწევს. რა არის მულტიმედია და როგორ შეგვიძლია მასთან ურთიერთობა? დღეს, მიუხედავად ეტაპობრივი ტექნოლოგიური განვითარებისა, ჩვენთვის ტექნოლოგია მაინც უცხო რჩება. როგორ გავხადოთ ის უფრო ადამიანური და ხელშესახები? როგორ შევქმნათ მისგან ახალი მნიშვნელობები? როგორ განვაახლოთ კომუნიკაცია წარსულთან ციფრულ ეპოქაში? ამ და სხვა კითხვებზე, „პროექტ 12“-ში მონაწილე არტისტები საკუთარ ხედვებს და ვერსიებს წარმოგვიდგენენ.

პროექტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ გვახედებს სარკეში. საკუთარი ისტორიული გამოსახულების დანახვა ხომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია? ამ კუთხით კი, დღეს ყველაზე არსებითი ინტერპრეტაციაა.

თუკი ჩვენ ვახერხებთ ჩვენი წარსულის ინტერპრეტირებას, მაშინ, ჩვენი რეალობაც სრულფასოვანი და მოწესრიგებული ხდება.

კიდევ ერთი, რასაც პროექტისგან უნდა ველოდოთ, ალბათ, ხელოვნების სოციალური როლის ძიებაა. ის, რაც ქართულ ხელოვნებაში მისი გაჩენიდან არაერთხელ ყოფილა წამყვანი თემა. როგორ შეიძლება, ოცხელის მსგავსად, თანამედროვე ხელოვნება ჩვენს ყოველდღიურ მეგზურად იქცეს? გამოფენა ამ კუთხით ერთ-ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

 

ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, თუ რა ხდის ოცხელის ხელოვნებას ასეთ მიმზიდველს და საინტერესოს? ალბათ, ის დაუღალავი ენერგია, რომელიც მისი სიმბოლური ხელოვნების მიღმაა ჩამალული და გამონათებას ელოდება. დღეს კი აშკარაა, რომ ოცხელი კვლავ ანათებს, ანათებს იმდენად, რამდენადაც კვლავ ასაზრდოებს საზოგადოებას და ხელოვნებას. როდესაც წარსული ჩვენთვის ხელახლა იხსნება, ისღა დაგვრჩენია, ისეთი ხალისით და სიხარულით მივიღოთ ის, როგორიც ოცხელის ხელოვნებაა, დამოუკიდებლად იმისა, რა ტრაგიკული ბედის მატარებელიც უნდა იყოს ის.

სინათლის ბიჭუნა საბჭოთა ბნელი წარსულიდან ალბათ კიდევ არაერთხელ გამოანათებს ქართულ ჰორიზონტზე, მანამდე კი, „პროექტ 12“-ის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანები წარსულის მოკაშკაშე ნაწილებთან დიალოგის აღდგენას შეეცდებიან.

გამოფენის ადგილი: გალაკტიონ ტაბიძის ქ. 1, თავისუფლების მოედანი
გახსნა: 19:00

ავტორი: დათო კოროშინაძე


რეკომენდებული სტატიები
დღეს: VAADS-ის სტუდენტების გამოფენა

დღეს: VAADS-ის სტუდენტების გამოფენა

დღეს: VAADS-ის სტუდენტების გამოფენა
23 იანვარს, 18:00 საათზე, არტარეას გალერეაში თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის გამოფენა გაიხსნება
კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს
კარლო კაჭარავამ პირველმა დაიწყო დასავლური ხელოვნების და მასთან მიმართებაში ქართული ხელოვნების შესწავლა და კვლევა. მანვე განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების ორიენტაციაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.