1200 „რჩეული დრონი“ და მანათობელი საჰაერო ანიმაცია


გააზიარე სტატია

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა რამდენიმე ამბის გამო გახდა გამორჩეული:
ჯერ  იყო რუსული დოპინგ-სკანდალი, რომელმაც კინაღამ ყველა რუსი ათლეტი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, შემდეგ კი ორი მოსისხლე მტრის, ჩრდილო და სამხრეთ კორეის სპორტული გაერთიანება მოხდა.


თუმცა, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Intel-მა მოახერხა და ყველაფერი გადაფარა.
საქმე იმაშია, რომ ოლიმპიადის გახსნაზე, აქამდე ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა, Intel-ის დახმარებით, ისტორიაში პირველად “ციფრული ფეიერვერკი” შექმნეს.

პარასკევს, 9 თებერვალს, გახსნის ცერემონიის სტუმრებს თვალწინ ულამაზესი და განსხვავებული წარმოდგენა გადაეშალათ.

ღამის ფხენიანის ცაში 1218  მანათობელი დრონი ერთდროულად აფრინდა და ამ დღისთვის სპეციალურად შექმნილი სამართავი პროგრამის დახმარებით ცაზე სხვადასხვა მოძრავი ფიგურებისა და სიმბოლოების გამოსახვა დაიწყო.

სანახაობა გასაოცარი აღმოჩნდა. დრონებით აწყობილი ანიმირებული, სამგანზომილებიანი სნოუბორდერის სილუეტი სიმაღლეში 150 მეტრს აჭარბებდა და ამ სპორტის დამახასიათებელი ერთი ტრიუკიც კი შეასრულა.

გახსნის ცერემონიალს 28 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი ინტერნეტით თუ ტელევიზიით.

როგორც ოლიმპიადის ორგანიზატორები იუწყებიან, დაახლოებით მსგავსი სანახაობები კიდევ გველის წინ – მედლების გადაცემის ცერემონიებს ნაკლები რაოდენობის, მაგრამ არანაკლები სილამაზის დრონების შოუ გააფორმებს.

ამ წარმოდგენით Intel-მა მსოფლიო რეკორდიც მოხსნა. წინა რეკორდის დროს, რომელიც ასევე Intel-ს ეკუთვნის, ცაში ერთდროულად 500 დრონი დაფრინავდა კოორდინირებულად.

ამ მიმართულებით Intel დიდი ხანია მუშაობს.
მათ მიერ გაფორმებული წინა შოუებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ დრონების გამოყენება ფილმ “Wonder Woman”-ის პრემიერისთვის,

და Lady Gaga-ს მიერ შარშანდელი Super Bowl-ის გახსნაზე, როდესაც აშშ-ის ჰიმნის შესრულებისას მომღერლის უკან, ცაში მანათობელი დრონებით აშშ-ის დროშა გამოისახა.

 


რეკომენდირებული სტატიები
ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა
Google Brain-ის ინჟინრებმა 2017 წელს “ავტომატური მანქანური სწავლების” ხელოვნური ინტელექტი შექმნეს (AutoML). ამ ქმნილების დანიშნულება სხვა, შვილობილი ხელოვნური ინტელექტების შექმნა და მათთვის მასწავლებლობაა.
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.