iPhone-ის გამაოგნებელი აპლიკაციები


გააზიარე სტატია

გლობალურ ბაზარზე ყოველდღიურად ათასობით აპლიკაცია გამოდის და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი iOS საოპერაციო სისტემის აქსესუარებისთვისაა განკუთვნილი, ჩვენ კი პერიოდულად ამ აპლიკაციებიდან საინტერესო ნიმუშებს გთავაზობთ.

დღეს წარმოგიდგენთ AT_ის რეკომენდებულ 8 გამაოგნებელ ეპს, რომლებზეც iPhone-ის მფლობელებს დღემდე სავარაუდოდ არაფერი გსმენიათ:

 

Fabulous – ეს აპლიკაცია Duke University-ს ბიჰევიორული ეკონომიკის ლაბორატორიაში შეიქმნა და მისი მიზანია ახალი, სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმაროთ.

აპლიკაცია 4 “მოგზაურობისგან” შედგება. თითოეული მოგზაურობა ცდილობს ერთ სასარგებლო შედეგამდე მიგიყვანოთ – იქნება ეს “უკეთესი ძილი”, “წონის დაკლება”, “მეტად ენერგიულობა” თუ “ფოკუსი და კონცენტრაცია”. აპლიკაცია ამ მიზნებამდე გზას უმარტივეს ნაბიჯებად ყოფს. მაგალითად, თუ გინდათ მეტად ენერგიულობისკენ მიმავალი გზა აირჩიოთ, თქვენი პირველი დავალება დილით, გაღვიძებისთანავე, 1 ჭიქა წყლის დალევა იქნება.

 

Housecraft – სახლის ან ოფისის გადახალისება თუ მოგინდათ, ეს აპლიკაცია ნამდვილად გამოგადგებათ. თუ გინდათ ნახოთ, მოუხდება თუ არა თქვენს სივრცეს ესა თუ ის ავეჯი და დეკორაცია, ამ აპლიკაციის “დამატებითი რეალობის” ფუნქციით და ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანით, ყველაფერს მარტივად გადაწყვეტთ

 

 

AnyDo – ეს აპლიკაცია განსაკუთრებით არაორგანიზებულ ადამიანებს 2018 წელს საქმეების ბოლომდე მიყვანაში დაეხმარება. მარტივი და მეგობრული ინტერფეისი და to-do-list-ების გაზიარების ფუნქცია შეიძლება პროექტ-მენეჯერებსაც ძალიან გამოადგეს.

 

 

Slack – მართალია, სლეკი ახალი აპლიკაცია არაა, მაგრამ ქართულ ბაზარზე, სადაც ჯგუფური მესიჯინგისთვის Viber და Whatsapp გამოიყენება, ეს აპი შეიძლება სიახლეც კი იყოს.

Slack არის ყველაფერი, რასაც ნახავთ Viber-ში და ბევრად უფრო მეტიც. ამ მესინჯერ აპში ინტეგრირებულია უამრავი სხვა პლატფორმა, რომელიც ჯგუფური მუშაობისთვის და პროექტ-მენეჯმენტისთვის გამოიყენება.
მაგალითად, Slack-ს აქვს ფაილების შესანახი პლატფორმა DropBox-ის და Google Drive-ს, პროექტ-მენეჯმენტის აპლიკაცია Trello-ს და Jira-ს, პროექტების შიდა ძიების და სხვა მსგავსი ფუნქციებისა თუ აპლიკაციების მხარდაჭერა.   

 

Blackbox – გადაწყვეტილი გვქონდა, ამ სიაში არც ერთი თამაში არ შეგვეყვანა, მაგრამ Blackbox იმდენად განსხვავებული და უცნაური აპია, რომ გამონაკლისი დავუშვით. ჩვენი სმარტფონები უამრავი სენსორით აღჭურვილი, მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოებია. Blackbox კი სმარტფონის მთელი პოტენციალის გამოყენებით წარმოუდგენლად უცნაური და საინტერესო თავსატეხის შექმნის მცდელობაა – წარმატებული მცდელობა. ლეველიდან ლეველზე გადასასვლელად შეიძლება უბრალოდ რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგიწიოთ, კონკრეტული მიმართულებით, ან ლოგიკური თავსატეხის ამოხსნა. თამაში რომ წარმატებული გამოვიდა, ამაზე 100 000-მდე 5-ვარსკვლავიანი შეფასებაც მეტყველებს.

 

IFTTT – ამ აპლიკაციის სახელი ასე ითარგმნება – “თუ ეს, მაშინ მერე ის”. თუ ვერაფერს მიხვდით, გეტყვით, რომ ამ აპლიკაციით შეძლებთ თქვენს ციფრულ სამყაროში მიზეზ-შედეგობრივი კავშირები შექმნათ. მაგალითად, თუ სახლში “სმარტ-სახლის” ფუნქციები გაქვთ და Male.ge-ს აპლიკაცია გიჩვენებთ, როგორ მოაქვს კურიერს პიცა, შეგიძლიათ IFTTT-ში ასეთი “დავალება” შექმნათ: “როგორც კი კურიერი სახლს მოუახლოვდება, კართან შუქი აინთოს”.

ეს აპლიკაციაც და, ზოგადად, ეს სფეროც ჯერ ჩანასახოვან სტადიაშია, მაგრამ სულაც არაა ცუდი დასაწყისი, დაგვეთანხმებით.

 

Blockfolio – კრიპტო-ვალუტების ბუმის პერიოდში ჭკვიანი ინვესტორები საკუთარი კრიპტო-პორტფელის დივერსიფიკაციას აკეთებენ – ცოტ-ცოტა სხვა ალტკოინებსაც ყიდულობენ ხოლმე. პორტფელის დინამიკის კონტროლს Blockfolio გაგიადვილებთ.

შეიყვანეთ ამ აპლიკაციაში ყველა კრიპტო-ვალუტა, რაც გაქვთ, მიუთითეთ, როდის შეიძინეთ ისინი, რამდენს ფლობთ თითოეულს და შედეგად მიიღებთ ერთ გვერდზე გამოტანილ, ნათელ სურათს იმისა, თუ რამდენად გამდიდრდით დროის ამა თუ იმ პერიოდში. ძალიან მოსახერხებელია.  

 

Beatwave-ის დახმარებით შეძლებთ სმარტფონში საკუთარი მუსიკა შექმნათ. აპლიკაცია მთლად მარტივი გამოსაყენებელი არაა, თუმცა, 1-2 საათი ჩხირკედელაობის შემდეგ, თავს სრულყოფილ დიჯეიდ იგრძნობთ და საკუთარი სემპლებით მეგობრების გაოცებასაც მოახერხებთ.

 

 

 

თქვენ რომელ აპლიკაციას ურჩევდით ჩვენს მკითხველს? შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში.


რეკომენდირებული სტატიები
სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“

სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“

სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“
აპების ბაზარზე არსებულ უამრავ პროგრამას შორის შეგხვდებათ ისეთი სერვისებიც, რომლებიც ბევრი პლიუსის მიუხედავად ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ ცნობილი, თუმცა კი ნამდვილად იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას
ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე
საქართველოში სილიკონის ველი რომ არ გვაქვს ვიცით, მაგრამ AT_ მაინც შეეცადა თქვენთვის პატარა გზამკვლევი შეექმნა ქართული და მსოფლიო მობილური აპლიკაციების სამყაროს შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.