fbpx

ქართული საბავშვო პროდუქტები – სათამაშოები და გასართობები


გააზიარე სტატია


ბავშვებისთვის ყველას უნდა საუკეთესო, კარგი ფუნქციონალის, მიმზიდველი დიზაინისა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებული ნივთების შეძენა და არაერთი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს პატარებისა და მათი მშობლების გულის მოგებას.

შევეცდებით გაგიადვილოთ თქვენთვის ან თქვენი მეგობრების ბავშვებისთვის საჩუქრების შერჩევის პროცესი და გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომლებიც საბავშვო პროდუქტს აწარმოებენ.

კარაველა 

სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი კარვები, რომლებსაც მოყვება ლეიბი და საბნები.

ამბის ბუდე 

ხელნაკეთი ინტერაქტიული წიგნები, სადაც ბავშვს თავად შეუძლია გამოიგონოს თავისი ამბავი და განავითაროს მოვლენები.

მარიკიტა

მარიკიტას პროდუქცია ჰგავს ამბის ბუდის პროდუქტს. ხელნაკეთ ინტერაქტიულ წიგნებს აქაც შეხვდებით, დამატებით გთავაზობთ ბალიშებს და საბავშვო დეკორატიულ ნივთებს.

ჩიკატაი

ჩიკატაი განსაკუთრებული წეროა, განსაკუთრებული მისიით: ის ბავშვებისთვის მუსიკალურ სათამაშოებს ქმნის, აქვე, საქართველოში, რომლებიც ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, მელოდიას უკრავენ – „ვალსი მიმინოდან“ (ასევე ცნობილი, როგორც “ყვითელი ფოთლები”). და კიდევ, რაც ყველა პატარასთვის მნიშვნელოვანია – სათამაშოები იქმნება დიდი სიყვარულით, ანტიალერგიული და ნატურალური მასალებისგან!

პარარა

გასაფერადებლების პანოები, რომლებიც იქმნება ქართველი მხატვრების მიერ და გაფორმებულია სახალისო პერსონაჟებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებით და ღირსშესანიშნავი ადგილებით. პარარას მიზანია შექმნას ახალი სახალისო და შემოქმედებითი პროდუქტი მთელი ოჯახისთვის, რომელიც ბავშვებს და უფროსებს საშუალებას მისცემს ერთობლივად გააფერადონ და გაიხალისონ ცხოვრება.

თამაშობანა

თამაშობანა’ არის ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც შეიქმნა 2015 წელს და სთავაზობს მომხმარებელს საგანმანათლებლო და გასართობი თამაშებს ბავშვებისთვის და დიდებისთვის. თამაშობანას პროდუქციაში ნახავთ ისეთ თამაშებს, რომლებსაც ჩვენს ბავშვობაში ორგანიზების გარეშე მარტივად ვთამაშობდით ( მაგალითად, ქალაქობანა, რეზინობანა, ორდროშობანა და ა.შ) და ასევე ახალ, ორიგინალურ თამაშებს.

ეიკო

ხისგან დამზადებული განმავითარებელი სათამაშოები ბავშვებისთვის.

სოკომორო

ბავშვების ნახატების მიხედვით შექმნილი თოჯინები.


რეკომენდებული სტატიები
საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან

საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან

საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან
გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომელიც საბავშვო ტანსაცმელს აწარმოებს და რომლებმაც დაარსებიდან დღემდე მეტ-ნაკლებად შეძლეს ქართველი მომხმარებლების გულის მოგება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.