ლატარია ბლოკჩეინზე, საათში ერთხელ – 120 000 $ ჯეკპოტით


გააზიარე სტატია


გადაფხიკეთ და ვერ მოიგეთ?

ნივას აწყობდით კოკა-კოლას თავსახურებისგან და უკანა კარი არ ამოგივიდათ?

კიდევ სცადეთ?

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაიმე სახის ლატარია გითამაშიათ – გასართობად, ან იმის იმედით, რომ უცებ გამდიდრდებოდით.

ლატარია ბევრნაირი არსებობს და მათი უმეტესობა დასავლეთში, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერაა მონოპოლიზებული. მაგალითად, აშშ-ში ყოველი შტატის ლატარიის კომპანიას ამ შტატის მთავრობა მართავს. ამ ბიზნესის ოპერირებიდან შემოსულ თანხებს კი მუნიციპალური პროექტების დასაფინანსებლად იყენებს. ფინეთი უფრო შორს წავიდა – აქ აზარტული თამაშები მთლიანად სახელმწიფოს ხელშია, განათლების და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

საქართველოში ლატარია სახელმწიფოს ხელში არაა, თუმცა “საქართველოს ლატარიის კომპანია” მთავრობის მიერ შექმნილ მონოპოლიას წარმოადგენს. კანონის თანახმად, ნებისმიერი სახის ლატარიის მოწყობა მხოლოდ ამ კომპანიას შეუძლია. თუმცა, მიუხედავად ასეთი პრივილეგირებული მდგომარეობისა, 2009 წლიდან 2015-მდე ამ კომპანიას ბიუჯეტის მიმართ 216 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, ხოლო 2016 წელს სახელმწიფომ “საქართველოს ლატარიის კომპანია” ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა გასაყიდად, 1000-ლარიანი საწყისი ფასით.

ასეთი ჩავარდნების, გაუმჭვირვალე მექანიზმების და ეჭვების შემდეგ ლატარიის მოყვარულებს ალბათ გაუხარდებათ იმის გაგება, რომ ბლოკჩეინის ციებ-ცხელებამ არც ამ სფეროს ჩაუარა გულგრილად.

True Flip ბლოკჩეინზე დაფუძნებული, Open source კოდის მქონე ონლაინ ლატარიის კომპანიაა, რომელში მონაწილეობაც შეუძლია ყველას, დედამიწის მასშტაბით – მთავარია, კრიპტოვალუტა გქონდეთ.

კომპანიის ოპერირების ყველა საფეხური თუ მექანიკა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია, ყველას შეუძლია ნახოს რამდენი ბილეთი გაიყიდა, შემოსული თანხის რა პროცენტი სად წავიდა და რაში დაიხარჯა, რომელმა ბილეთმა რამდენი მოიგო და ა.შ.

ვებგვერდზე ამჟამად ლატარიის ორ ვარიანტს ნახავთ:

Flip’s Star – ამ თამაშში თქვენ უნდა გამოიცნოთ 5 რიცხვი 1-დან 49-მდე, ხოლო 1 რიცხვი 1-დან 26-მდე. ლატარია 24 საათში ერთხელ თამაშდება და დღევანდელი მოცემულობით ჯეკპოტი 404 ბიტკოინს შეადგენს (3 450 162 მილიონი დოლარი 19 მარტის მონაცემებით).

Rapid to the moon – აქ კი მოგიწევთ გამოიცნოთ 8 რიცხვი 1-დან 20-მდე და ერთი ციფრი 1-დან 4-მდე. ლატარიის ეს ვარიანტი ყოველ საათში თამაშდება და მისი ჯეკპოტი 14 ბიტკოინია (119 560 ათასი დოლარი 19 მარტის მონაცემებით).

გარდა ამისა, ყველა მსურველს შეუძლია ამ ბლოკჩეინ კომპანიის აქცია-ტოკენის შეძენა.



True Flip Coin
დღეს ბაზარზე 90 ცენტი ღირს. რატომ უნდა შეიძინოთ ეს კოინი? ზემოთ აღწერილი ორი ლატარიის გაყიდული ბილეთების 10-15% კომპანიის აქციონერებისთვის გამართული სეზონური ლატარიის ჯეკპოტში მიდის.

წელიწადში 4-ჯერ TFL კოინის ყველა მფლობელს აქვს შანსი, რომ სეზონზე გაყიდული ყველა ბილეთის ღირებულების 10-15% მოიგოს და ამ გათამაშებაში 1 TFL კოინი ერთ ბილეთს ნიშნავს. რაც მეტ კოინს შეიძენთ, მით მეტია ამ ჯეკპოტის მოგების შანსი.

რით სჯობს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ლატარია თქვენი უბნის პრესის კიოსკში ნაყიდი ლატარიის ბილეთს? TFL ავტომატიზირებული სისტემაა – მოგებული თანხა მყისიერად დაჯდება თქვენს ანგარიშზე, ხოლო გათამაშების პროცესზე ვერაფერი ახდენს გავლენას – ის გაგრძელდება ავტომატურად მანამ, სანამ კომპანია იარსებებს.

აქ ყველაფერი გამჭვირვალე და ნათელია – ზუსტად შეგიძლიათ ნახოთ, ვინ, რამდენი და როგორ მოიგო. აქ შეუძლებელია ვინმემ თქვენი მოტყუება სცადოს (როგორც არაერთხელ მომხდარა მთავრობების მიერ ლიცენზირებული კომპანიების შემთხვევაში) და აქ შეგიძლიათ ლატარიის კომპანიის თანამფლობელი გახდეთ.


რეკომენდირებული სტატიები
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.