fbpx

“In Her Image”- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს


გააზიარე სტატია

სამეცნიერო ფანტასტიკის ქართველ მოყვარულებს სულ მალე რეჟისორ ნიკა ქევხიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის, In Her Image-ს ნახვის საშუალება ექნებათ.

წყარო: http://www.imdb.com/

თუმცა მანამ, სანამ ფილმს ქართველი აუდიტორია იხილავს, მისი პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, რომელიც წელს, 6 სექტემბერს დაიწყება და 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.

In Her Image – Trailer from Nikoloz Kevkhishvili on Vimeo.

ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, ზაალ ჩიქობავა და ლუკა ახვლედიანი ასრულებენ. ლუკა ახვლედიანისთვის, რომელიც ია სუხიტაშვილის შვილია, ეს დებიუტია და როგორც გადამღები ჯგუფი ამბობს, მან საკუთარ მოვალეობას თავი დიდებულად გაართვა.

ფილმის მთავარი პერსონაჟი მეცნიერი მაიაა [ია სუხიტაშვილი], რომელსაც ცხოვრებაში ერთი მთავარი მიზანი აქვს – ძალიან უნდა შვილი ჰყავდეს. ამ მიზნის განხორციელებაში კი მას თავისი მეგობარი, ზურა [ზაალ ჩიქობავა] დაეხმარება და ერთად ვირტუალურ ბავშვს შექმნიან.

მაია ბედნიერია, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, რადგან ის რეალობის აღქმას კარგავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეცნიერების მიერ შექმნილი ბავშვი რეალურ არსებად აქციოს.

სამეცნიერო ექსპერიმენტის ამბავს იმ კომპანიის მფლობელებიც იგებენ, რომელშიც ზურა და მაია მუშაობენ და გადაწყვეტენ, რომ პროგრამა, რომლითაც ბავშვი შეიქმნა, გაანადგურონ. რა თქმა უნდა, ამას ია სუხიტაშვილის პერსონაჟის დიდი წინააღმდეგობა მოსდევს და საბოლოოდ ირევა გზა არარეალურსა და რეალურს შორის, ეს ყველაფერი კი საშინელი კატასტროფისკენ მიგვანიშნებს.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.