fbpx

Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless 27 ივლისს თბილისში დაუკრავენ


გააზიარე სტატია

წლევანდელი Summer Set-ის ფარგლებში, 27 ივლისს Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless თბილისში დაუკრავენ.

ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის გვერდზე გამოქვეყნდა.

ღონისძიება თბილისის ზღვაზე ჩატარდება და ბილეთები პირველ ეტაპზე 40 ლარი ეღირება. ყველა შემსრულებლის სია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 2019 წლიდან Summer Set 2019 გუდაურში გადაინაცვლებს და შემდეგში ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება:

“ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, 2 სცენას, სპორტის 9 სახეობას, კარვების ქალაქს და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს აერთიანებს”, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.