fbpx

გათვლები


გააზიარე სტატია

ხალხური ფოლკლორის ერთ-ერთი ჟანრი საბავშვო გათვლებია – რითმული ტექსტები, რომლებსაც სხვადასხვა თამაშობების დაწყების წინ იყენებენ. გათვლებისთვის დამახასიათებელია უცნაური, „არარსებული“ სიტყვების გარითმვა, რომლებიც თითქოს რაღაც საკრალურ ტექსტებს ქმნიან. ეს ტექსტები ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემა და დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციას და ცვლილებებს განიცდის.

At.ge შეეცადა გაერკვია ამ პატარა ტექსტების ეტიმოლოგია, თუმცა დღევანდელ ენათმეცნიერებაში ამ თემის მკვლევარს ვერ მივაგენით. არც ადრინდელ კვლევებში გვხვდება ბევრი ინფორმაცია და ერთადერთი რაც მოვიძიეთ, არის 1938 წელს გამოცემული წიგნი (ავტორი ქსენია სიხარულიძე) “ქართული საბავშვო ფოლკლორი,” სადაც გათვლებს პატარა ქვეთავი ეთმობა, თუმცა მათი ეტიმოლოგიის შესახებ აქაც არაფერია ნათქვამი და მხოლოდ გათვლების რამდენიმე საინტერესო ნიმუშია წარმოდგენილი.

“გუნდური თამაშობანი იწყება კენჭის ყრითა და გათვლით. გათვლა ბავშვების საყვარელი ჟანრია და მისი დანიშნულება თამაშის დაწყების მოგვარება, რიგის დაწესებაა. გათვლაში ძირითადია რიტმი, სიტყვათა აზრიანობას მნიშვნელობა არა აქვს”

რას ნიშნავს ეს სიტყვები, დევს თუ არა სიტყვებს შორის რაიმე აზრი თუ ეს მხოლოდ გამოგონილი, გარითმული კომბინაციებია?

ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა თაობების ქართული გათვლები, რომლებიც განსაკუთრებულად უაზროდ და უცნაურად ჟღერს.

  • პუ აკელ დუკელ დუკლუზანი, ფარე ჩუტელ ჩუტლუზანი, ვახტანგ გოჩა ჭიანური, ჭუტ!
  • ენკლი ბენკლი სიკლისა, ენკლი ბენკლი სა, გა-ვი-და!
  • ათაქ თუთაქ თუთაქო, ჯონჯორიკის მუთაქო, აქო ბაქო ვის გაიყვან, თქვასო!
  • იწილო, ბიწილო, შროშანო, გვრიტინო, ალხო, მალხო, ჩიტმა გნახოს, შენი ფესვი, ფესვმადური, აბდა-უბდა, გადასკუპდა, ნეფე ჩაჯდა, კურკა ახტა, წალესა, წაპულესა, გადგა ესა! (ქსენია სიხარულიძის წიგნიდან)
  • დოლ, დოლ ბაია, ახჩა, ბახჩა ჩაიარ, თევზი მითალ მოთალა, ყალა ქოჩი, ქოთანა, ქოთანს ძირი გავარდა, მახუხი დაიღვარა! (ქსენია სიხარულიძის წიგნიდან)
  • ანანა, მანანა, თინათინი, თამარა, ლოლე, ჭყორე, მათეს ცოლე, ელიფე-მელიფე, ჩიტი მალაღურიფხე, ვაშკარაფე-ვარვარაფე, თეთრი ქალი ღვირღვილაფე, არ მომიკვდეს მარინე, აღარ მქონდეს მარილი! (ქსენია სიხარულიძის წიგნიდან)
  • ბუხტარ ბუხტარ ბუხტარ ბე, აბელ კაბელ კუმანე, ინკლი ბინკლი გრამა ცინკი ვიშლაძე, ვისი ხელი გინდა, შენ ამო-ირჩი-ე!
  • რერო რერო ფიქს, რერო რერო ფიქს, ელიკანტო რუნდოზე, ალო ელი ჩიქი-ჩიქი, ალო ელი ჩიქი-ჩიქი, რუნდოზე, რუნდოზე, სოლ-ფა-მი-რე, სოლ-ფა-მი-რე, ანა აკა დემა, აისევე რუმპა, რუმპა, რუმპა, პა!
  • ეკენ ჩუკენ, ჩარლის ჩუკენ, მიხტი კოჭენ, დამპალოჭენ, ჩა არლი ჩუ!

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.