fbpx

10 ფაქტი მეცნიერებათა აკადემიის შესახებ


გააზიარე სტატია

1. მეცნიერებათა აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი სამეცნიერო კომისიები:

  • საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისია
  • საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისია
  • მიწის ფონდის მართვის მეცნიერული უზრუნველყოფის კომისია
  • ეროვნულ პრობლემათა შესწავლის კომისია

2. მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ წიგნებსა და მონოგრაფიებს შორის შეხვდებით ისეთ გამოცემებს, როგორიცაა:

  • შესანიშნავი შვიდეული;
  • დიდი იუბილე (ეძღვნება ილია მეორის 75 წლისთავს);
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამი პრეზიდენტი;

3. მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსებსა და უცხოელ საპატიო წევრებს შორის არიან ილია მეორე, მსოფლიოს პატრიარქი – ბართლომეოს I და პაატა ბურჭულაძე;

4. მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ენციკლოპედიის სამეცნიერო კომისიის ბოლო გამოცემა 2010 წელს გამოშვებული წიგნია “100 ქართველი უცხოეთში”, რომელიც ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ფონდი “ქართუს” მუდმივი და უანგარო მხარდაჭერით, „თიბისი ბანკისა“ და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძისა და ასევე „მაკდონალდსი საქართველოს” ფინანსური დახმარებით გამოიცა.

5. ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში მომუშავე ერთ-ერთი რედაქციაა სიტყვანისა და სალიტერატურო კონტროლის სამეცნიერო რედაქცია, რომელიც 9 წევრისგან შედგება.

6. ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

7. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტი 2017 წელს 4 მლნ ლარზე მეტი იყო. აქედან ყველაზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა (2 215 246 ლარი).

8. მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის მიხედვით, აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით ენიშნება. აკადემიკოსის სტატუსი სამუდამოა და ისინი ამ სტატუსის გამო ცხოვრების ბოლომდე იღებენ ხელფასს.

9. დღეს მეცნიერებათა აკადემიაში 59 აკადემიკოსი და 31 წევრ-კორესპონდენტია.

10. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს 22 წევრიდან მხოლოდ ერთია ქალი.

 


რეკომენდებული სტატიები
საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა

საერთაშორისო სასკოლო ტესტებში საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ტესტებში, მონაწილე 70 ქვეყნიდან საქართველო მე-60 ადგილზე გავიდა. გაგვასწრეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მონტენეგრო, კოსტა-რიკა, კოლუმბია, ტაილანდი და ტრინიდადი და ტობაგო.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.