fbpx

5 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის შემქმნელ ძმებ დაფერებს რეჟისორი ჩარლი კესლერი ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის

როგორც კესლერი ამბობს, დაფერებმა მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, Montauk, იდეა მოიპარეს და სერიალად აქციეს. როგორც კესლერი ყვება, ჯერ კიდევ 2014 წელს ტრიბეკას კინოფესტივალზე ის ძმებ დაფერებს შეხვდა და თავისი იდეის შესახებ უამბო. საინტერესოა ისიც, რომ სანამ სერიალი გამოვიდოდა, მისი სამუშაო სახელი სწორედ Montauk იყო. ნეტფლიქსსა და ძმებ დაფერებს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
წყარო: http://variety.com

 

ფეისბუქისა და კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ კომპანია ცდილობს მომხმარებლებში ნდობა აღიდგინოს და ამისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს

ბოლო პერიოდში კომპანიის იმიჯს ჩრდილი მიადგა. სწორედ ამიტომ, ფეისბუქმა მომხმარებლებში გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა. კითხვების ადრესატები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არის არჩეული და მათ თავად ფეისბუქი სთხოვს გამოკითხვაში მონაწილეობას. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ველში ჩნდება წარწერა We Would like to do better (ჩვენ გვსურს გავხდეთ უკეთესები), კვლევაში მონაწილეებს კი პასუხის დაფიქსირება შეუძლიათ. შესაბამისად, თუ თქვენს კედელზე მსგავსი შეკითხვა გამოჩნდება, იცოდეთ, რომ ფეისბუქის გამოკითხვაში მონაწილეობთ.
წყარო: https://www.popularmechanics.com/

 

სოციალურმა პროექტმა Charte.ge-მ სოფელ დვანში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა და ინტერნეტი ჩაურთო

პროექტის არსებობის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბენეფიციარები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეები გახდნენ. Charte.ge სოციალური პროექტია, რომელიც სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს კომპიუტერების შეძენასა და ინტერნეტის ჩართვაში ეხმარება. პროექტის დახმარებით, ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ და სპეციალური ონლაინ კურსებიც უფასოდ გაიარონ.
წყარო: https://charte.ge/

 

მსახიობი ბენისიო დელ ტორო წელს კანის კინოფესტივალზე სექცია “განსაკუთრებული ხედვის” ჟიურის თავმჯდომარე იქნება

Benicio del Toro Predator

2005 წლიდან მოყოლებული ამ სექციის გამარჯვებულს ჯილდოს სახით €30 ათასს გადასცემენ. სექციაში “განსაკუთრებული ხედვა” სულ ოცი ფილმი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ორიგინალური და განსხვავებული სტილით გადმოსცემენ ისტორიას. კანის ფესტივალის წელს 8 მაისს დაიწყება, ჟიურის თავმჯდომარე კი მსახიობი ქეით ბლანშეტია.
წყარო: http://variety.com/2018/

 

სტივენ სპილბერგის თქმით, ახალი ინდიანა ჯონსი შესაძლოა ქალი იყოს

2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის, The Post-ის, შემდეგ სპილბერგმა თქვა, რომ საკულტო პერსონაჟად ქცეული ინდიანა ჯონსის შესახებ მეხუთე ფილმი უკვე მზადების პროცესშია. როგორც ჩანს, რეჟისორს დიდი გეგმები აქვს, ამას მოსწმობს ისიც, რომ, შესაძლოა, ინდიანა ჯონსის პერსონაჟად ქალი მოგვევლინოს. “დადგა დრო ჯონსმა ახალი ფორმა მიიღოს და არაფერია იმაში ცუდი, თუ ფილმში მთავარი პერსონაჟი ქალი იქნება. ვნახოთ, რა გამოვა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია”, – ამბობს სპილბერგი. ინდიანა ჯონსის როლს აქამდე ჰარისონ ფორდი ასრულებდა, ცნობილია ისიც, რომ მომდევნო, მეხუთე ფილმშიც მას ვიხილავთ, შესაბამისად ამ ეტაპზე უცნობია, როდის იგეგმება ინდიანა ჯონსის პერსონაჟის როლი ქალმა მსახიობმა შეასრულოს.
წყარო: https://www.theguardian.com/

 

დღეს, 20:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა


მსახიობები – კახა კინწურაშვილი, ნატუკა კახიძე, თორნიკე გოგრიჭიანი და ქეთა შათირიშვილი თანამედროვეობის უდიდესი შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის შავი იუმორით სავსე დრამის პირველ ქართულ დადგმაში, “დემონები”, მიიღებენ მონაწილეობას. სპექტაკლის რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანია, პიესა კი დავით გაბუნიამ თარგმნა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ტანსაცმლის შვედური კომპანია H&M-ის მაღაზიებში სამეფო ოჯახის წევრის, ქეით მიდლტონის საქორწილო კაბის ასლების გაყიდვა დაიწყო

თეთრი კაბა მაქმანებით ბრენდის საქორწილო კოლექციაში შევიდა და მისი ფასი მხოლოდ 299 დოლარია.
წყარო: https://www.harpersbazaar.com/

 

დღეს გალერეა “ერთში” შეგიძლიათ მხატვარ ლევან სონღულაშვილის გამოფენას დაესწროთ

გამოფენა სახელწოდებით STYX მხატვრობას, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. გამოფენის კურატორი ბრიტანელი ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი მარკ გისბორნია. ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მხატვარია. მის შესახებ დაწერილა New York Times-ში, Guardian-სა და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებაში. გამოფენა 4 აპრილს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდება.
წყარო: https://www.facebook.com/

 

კანის კინოფესტივალს ასგარ ფარჰადის ფილმი გახსნის

კინოსურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ. ფილმს Everybody Knows ჰქვია და სიუჟეტი ცოლ-ქმრის ისტორიას მოგვითხრობს. კანის 71-ე კინოფესტივალი წელს 8 მაისს დაიწყება, კონკურსში მონაწილე ფილმების სრული სია კი 12 აპრილს გახდება ცნობილი.
წყარო: http://variety.com/

 

ფეისბუქმა დაადასტურა, რომ პოლიტიკურმა საკონსულტაციო კომპანია კემბრიჯ ანალიტიკამ, მისი 87 მილიონამდე მომხმარებლის ინფორმაცია უკანონოდ ჩაიგდო ხელში

კომპანია მიუთითებს იმაზეც, რომ ზოგიერთი მონაცემი აშშ-ს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტექნოლოგიის უფროსმა ოფიცერმა მაიკ შრუფნერმა გამოაქვეყნა. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ს კონგრესმა განაცხადა, რომ ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 11 აპრილამდე უნდა დაკითხონ.
წყარო: http://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
3 აპრილი - დილიდან

3 აპრილი - დილიდან

3 აპრილი - დილიდან
ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, მალალა იუსაფზაი, თავდასხმიდან 5 წლის შემდეგ პაკისტანში, საკუთარ სახლში დაბრუნდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.