fbpx

საჩუქრები საქართველოთი დაინტერესებული უცხოელებისთვის


გააზიარე სტატია

უცხოელი სტუმრისთვის საინტერესო, შთამბეჭდავი, კომპაქტური და გამოსაყენებელი საჩუქრის მოფიქრება, რომელიც საქართველოს შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწოდებს, სამახსოვროდ დარჩება და მოხიბლავს, არც ისე მარტივი საქმეა.

უხარისხო სუვენირებითა და მოსაწყენი ფოტოალბომებით გაჯერებულ ბაზარზე პრაგმატული და საინტერესო საჩუქრის არჩევა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ვეცდებით, საქმე გაგიმარტივოთ და რამდენიმე კარგი საჩუქრის იდეა მოგაწოდოთ.

Geoposters 

“ქართული პოსტერები” ტურისტებისა და მოგზაურებისთვის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტს – საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ კურორტის შესახებ ილუსტრირებულ პოსტერებს და საფოსტო ბარათებს ქმნის. თითოეული ადგილის შესახებ ვიზუალს სხვადასხვა არტისტი ქმნის. მოგზაურობისას ყოველთვის გვინდა ნანახი ადგილიდან რაიმე ისეთის წამოღება, რაც შემდეგ იქ გატარებულ დღეებს გაგვახსენებს. სწორედ ამ სურვილის დაკმაყოფილების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა პოსტერები და ბარათები, რომლებიც ტრანსპორტირებისთვის მოხერხებულია და ვიზუალურად მიმზიდველი.

Zango studio-ს 2018 წლის კალენდარი

რომელიც Black dog shop-ში შეგიძლიათ შეიძინოთ, 9 ქართველი მხატვრის ნამუშევრებს აერთიანებს და ვინაიდან ჩინური ჰოროსკოპით 2018 ძაღლის წელიწადია, კალენდრის ილუსტრაციების მთავარი გმირები ძაღლები არიან.

 

თბილისის ქანდაკებების გზამკვლევი

კარგი საჩუქარია თბილისში ჩამოსული და ფეხით სიარულის მოყვარული ადამიანებისთვის. გზამკვლევი, მცირე მოცულობის მიუხედავად, საკმაოდ ბევრ ინფორმაციას იტევს. მასში 144 ძეგლია აღნუსხული. გზამკვლევის ერთ მხარეს განთავსებული ინფორმაცია აერთიანებს ძეგლების გრაფიკულ გამოსახულებებს, ცნობებს მათი ავტორებისა და ქალაქში განთავსების შესახებ, მეორე მხარეს კი რუკაა, რაც სასურველი სკულპტურის მოძებნას ამარტივებს.

 

ქართველი მხატვრებისა და ილუსტატორების წიგნაკები

ქართველი არტისტების ნამუშევრებით გაფორმებული წიგნაკები თბილისში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და მათ სხვადასხვა მწარმოებელი ჰყავთ. გემოვნების მიხედვით შესაბამისი წიგნაკი შეგიძლიათ აარჩიოთ როგორც Black dog shop-ში, ასევე სტუდია-სახელოსნო “ილუსტრატორში”.

 

სახლის ფეხსაცმელი-წინდა ფუნდუკისგან

ქართული ტრადიციული “ჩუსტი-წინდა”, რომელიც უაღრესად პრაქტიკული ფუნქციის მატარებელია;

 

მფრინავი მღებავის ტანსაცმელი

ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებული ტანსაცმლის მაღაზიის სივრცეში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ძველი, საბჭოთა პერიოდის უკვე ვინტაჟად ქცეული ტანსაცმელი, ასევე თანამედროვე არტისტების შექმნილი ყოველდღიური სამოსი და აქსესუარები, რომელთა უმეტესობაც საქართველოს უახლეს ისტორიასთან ესა თუ ის კავშირი აქვს.


რეკომენდებული სტატიები
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან
აქსესუარები თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოგონასთვის მარგალიტის საყურე, გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც საინტერესო ხელნაკეთ სამკაულს ამზადებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.