fbpx

ბათუმი სეზონს მიღმა


გააზიარე სტატია

ორიოდე თვეში ბათუმში ტურისტული სეზონი დაიწყება. ქალაქი ხმაურსა და ქაოსში ჩაეფლობა და სტუმრების დიდი ნაკადის მიღება-გასტუმრებას შეუდგება.

ბათუმი თითქოს ორ სხვადასხვა განზომილებაში ცხოვრობს – სეზონსა და მის მიღმა დროებში. თუმცა ქალაქის მთავარი ხიბლი და მისი ნამდვილი სახე სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც ის თავისი მკვიდრების პირისპირ რჩება და სეზონის საპირისპირო მიმართულებითა და დინამიკით აგრძელებს ცხოვრებას.

როგორია “სეზონს მიღმა” ბათუმი, როგორ ცხოვრობენ ბათუმელები, სად ერთობიან, ანდა, როგორ გამოიყურება ბათუმი წელიწადის სხვა დროებში ფოტოგრაფმა ირაკლი ძნელაძემ ასახა და ადრე გაზაფხულის ბათუმში AT.ge-ს მეგზურობა გაუწია.

გართობა

სეზონს მიღმა ბათუმელები არ არიან განებივრებული კაფეებითა და ბარებით. სექტემბრის ბოლოს აქ გასართობი დაწესებულების უმრავლესობა იხურება. თუმცა, არის რამდენიმე ძალიან მყუდრო ადგილი, სადაც საღამოს ბათუმელი ახალგაზრდები იკრიბებიან. ბათუმში სეზონს მიღმა ერთადერთი ღამის კლუბია და “კარი” თვეში ერთხელ მართავს “ივენთებს”

 

კაფე “ვინილი”

 

 “შოკოლატე”

 

“ჭაჭის დრო”

 

ხელოვნების სივრცე,კაფე კონტე (Conte)

 

“პივზავოდის” ლუდის ბარები

ძირძველი ბათუმელების თავშეყრის ადგილი. ბათუმის ლუდის ქარხანა გასული საუკუნის 50-იან წლებში გაიხსნა და არც ერთი დღე არ შეუჩერებია ფუნქციონირება. ამ ლუდის ბარებში ახლად მოხარშულ ლუდსა და ლუდთან მისაყოლებელ შესაბამის კერძებს შემოგთავაზებენ. ახლად მოხარშული ერთი კათხა ლუდის ფასი 70 თეთრია.

 

“ვეტერანთა კლუბი”

ადგილი, სადაც მრავალი წელია ხანდაზმული ბათუმელები იკრიბებიან და სამაგიდო თამაშობებით ირთობენ თავს. რამდენიმე წლის წინ ეს ადგილი გადაიხურა, კეთილმოეწყო და საჭადრაკო კლუბ “ნონას” სახელწოდება მიიღო.

 

თევზის ბაზარი

თევზის ბაზარი ბათუმის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, რომელიც სეზონზე მეტად დატვირთულია, თუმცა მის მიღმაც აქტიურად მუშაობს. თევზის ბაზართან მდებარე ბარი, სადაც ახალ დაჭერილი თევზის დაჭაშნიკება ადგილზევეა შესაძლებელი, მთელი წელი მუშაობს.

 

მუსლიმური ბათუმი

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამბივალენტური გრძნობების აღმძვრელი მხარეა. მეჩეთის გარდა, მუსლიმების საყვარელი თავშეყრის ადგილი ე.წ “თურქული უბანი” და მის მიმდებარედ განლაგებული კაფე-რესტორნებია. სწორედ ამ უბნებში ვხვდებით ასევე ტაილანდური მასაჟის ცენტრებსაც.

 

ქუჩის ცხოვრება

ზაფხულის სეზონისგან რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება ტურისტებისგან დაცლილი ბათუმის ქუჩები. საკუთარი ქალაქის პირის- პირ დარჩენილი ბათუმელები და ცხოველები.

 

სანაპირო ზოლი

სეზონს მიღმა სევდიანი, თუმცა ძალიან ლამაზი და მიმზიდველია. წვიმიანი დღეების შემდგომ აღელვებული ზღვა ბათუმელების მშვიდ ცხოვრებას ხშირად აფორიაქებს. ამბობენ, რომ ბათუმელები სეზონზე ნაკლებად სტუმრობენ სანაპირო ზოლს და ისინი ზღვასთან სწორედ ტურისტებისგან თავისუფალ დროს ურთიერთობენ.

ბათუმელებს ასეთი ტრადიცია აქვთ – ისინი წელიწადში ერთხელ ბულვარში იკრიბებიან და ფოტოს იღებენ. ამ იდეის ავტორი, ჩვენი მეგზური, ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძეა.


რეკომენდებული სტატიები
პროექტი “ფოტოგრამა" - ფოტოგრაფია კამერის გარეშე

პროექტი “ფოტოგრამა" - ფოტოგრაფია კამერის გარეშე

პროექტი “ფოტოგრამა" - ფოტოგრაფია კამერის გარეშე
გიორგი ინდუაშვილი და საბა შენგელია ექსპერიმენტული ფოტონამუშევრებით ფოტოხელოვნების ისტორიის პროლოგსა და ეპილოგს წარმოგვიდგენენ
LadyBoy

LadyBoy

LadyBoy
ფოტოგრაფი დინა ოგანოვა თბილისის LGBT თემისა და „უჩინარი“ ადამიანების შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.