fbpx

Georgian Fusion – ქართული რესტორნები


გააზიარე სტატია

თბილისში უამრავი ქართული რესტორანია; ზოგ მათგანს სასიამოვნო ინტერიერი აქვს, ზოგი მოსახერხებელ ადგილას არის, ზოგან სახელგანთქმული ხინკალი და ხელსაყრელი ფასებია. ბოლო დროს თბილისში მოიძებნება რამდენიმე ადგილი, სადაც ტრადიციული კერძების რეცეპტები მინიმალურად არის შეცვლილი და გათანამედროვებული, ასევე შეცვლილია კერძების მიწოდების ფორმაც.

ასეთი რესტორნები ტურისტებშიც ძალიან პოპულარულია. კერძები, რომლებსაც თანამედროვე ქართული რესტორნები გვთავაზობენ, ძალიან გემრიელი და განსხვავებულია. მათ უმრავლესებას ცნობილი შეფმზარეულები ჰყავთ. ასეთ ქართულ სამზარეულოს Georgian Fusion ეწოდება და ფასებიც სტანდარტულ რესტორნებთან შედარებით მაღალია.

At.ge რამდენიმე ასეთ ადგილს გაგაცნობთ.

“შავი ლომი”


ქვლივიძის 30
მუშაობს ყოველდღე 12:00-დან – 02:00-მდე

“შავი ლომი” ყოფილი საბჭოს ქუჩის ზემოთ, დიდი ეზოს მქონე ძველ სახლში გიმასპინძლებთ გემრიელი, ნაცნობი და ამავდროულად განსხვავებული კერძებით – ხაჭაპურიტო, მჭადუკები, მწვანე ღომის ელარჯი, მჭადის სენდვიჩი, გობი და ისპანახის ბლინები. “შავი ლომის” მზარეული მერიკო გუბელაძეა.
კარგი ადგილია საქმიანი, სამეგობრო თუ საოჯახო შეკრებებისთვის. თბილ ამინდში შეგიძლიათ ულამაზეს ეზოში დასხდეთ.

 

“ბარბარესთან”

აღმაშენებლის 132
მუშაობს ყოველდღე, 10:30-დან – 11:30-მდე

„ბარბარესთან“ მეცხრამეტე საუკუნის მწერლის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის 1914 წელს გამოცემული წიგნის -„სრული სამზარეულოს“ სრულიად ახლებურად გააზრების მშვენიერი შედეგია. სტუმრებს აქ მყუდრო გარემო, ქართულ ჰანგები, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული კერძები, ღვინის მრავალფეროვნება და ხარისხიანი მომსახურება დახვდება.

 

“კახელები”

დიღომი, ბელიაშვილის 41
მუშაობს ყოველდღე, 09:00-დან – 09:00-მდე

რესტორანი/საცხობი “კახელები” მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობს, რომელიც ჟანსაღი პროდუქტისგან მზადდება, რომელიც შექმნილია კახეთის ტრადიციული სამზარეულოს მიხედვით. რესტორანს აქვს თავისი ვენახი, ფერმა და ხეხილის ბაღი. პროდუქტის უმრავლესობა იგზავნება კახეთიდან. ასევე საინტერესოა საცხობი, სადაც პურის ნაირასახეობას შეხვდებით, საფუარის გარეშე.

 

“ხაშერია“


ორთაჭალა, აბანოს ქუჩა 23
მუშაობს ყოველდღე, 11:00-დან -01:00-მდე

რესტორანი “ხაშერია” ძველ თბილისში, ჭრელ აბანოებთან მდებარეობს. რესტორნის შეფი ცნობილი მზარეული თეკუნაა. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სპეციალური რეცეპტით მომზადებული ხინკლის სუპი.

 

“ქეთო და კოტე”

ვერა, თორაძის 3
მუშაობს ყოველდღე, 11:00-დან – 01:00-მდე

რესტორანი “ქეთო და კოტე” თბილისის ძველ სახლში არსებული რესტორანია, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ინტერიერით და გემრიელი კერძებით. თუ მას თბილ ამინდში ესტუმრებით, შესაძლებლობა გექნებათ გემრიელი კერძები ლამაზ ეზოში დააგემოვნოთ.

 

“ალუბალი”


ვერა, ახვლედიანის 6

ყოფილი პეროვსკაიას ქუჩაზე მდებარე კაფე “ალუბალი” მწვანე ეზოშია განთავსებული, სადაც სტუმრობა ცივ დღეებშიც შესაძლებელია, გარე გათბობის და სპეციალური შეფუთვის მეშვეობით. სამზარეულო ძალიან გემრიელია, გირჩევთ გასინჯოთ ახალი ამოყვანილი სულგუნი.

 

“თონე”

ნინოშვილის 8, ფაბრიკა
მუშაობს ყოველდღე, 12:00-დან – 00:00-მდე

“თონე” ფაბრიკაში არსებული პატარა რესტორანია, სადაც ძალიან გემრიელი თონის პური ცხვება. აქვთ ყველის დიდი არჩევანი და გემრიელი ღვინო. გირჩევთ გასინჯოთ საფირმო სენდვიჩი, რომელიც თონის პურით, სულგუნით, პესტოთი და სახლში დამზადებული მზეზე გამომშრალი პამიდვრით მზადდება. მსურველებს შეუძლიათ პურის გამოცხობა თავად სცადონ.

კაფე “გაბრიაძე”


შავთელის 13
მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 00:00-მდე

კაფე გაბრიაძე, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. კაფეში ნახავთ რეზო გაბრიაძის ნამუშევრებს, წიგნებს, საინტერესო ინტერიერს და მიირთმევთ გემრიელ ქართულ კერძებს. კაფეში სტუმრობამდე შეგიძლიათ გაბრიაძის თოჯინების თეატრს ესტუმროთ.


რეკომენდებული სტატიები
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
საჩუქრები საქართველოთი დაინტერესებული უცხოელებისთვის

საჩუქრები საქართველოთი დაინტერესებული უცხოელებისთვის

საჩუქრები საქართველოთი დაინტერესებული უცხოელებისთვის
უხარისხო სუვენირებითა და მოსაწყენი ფოტოალბომებით გაჯერებულ ბაზარზე პრაგმატული და საინტერესო საჩუქრის არჩევა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. AT.ge ამ საქმეს გაგიმარტივებთ.
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.