fbpx

განსაკუთრებული სასტუმროები წყალქვეშ, ალპებში, უღრან ტყეებსა და კონფლიქტურ რეგიონებში


გააზიარე სტატია


მოგზაურობისას ადამიანების ერთი ნაწილი იაფფასიანი ღამის გასათევებს ეძებს, მეორე ნაწილი კი განსაკუთრებულ სასტუმროებს, რომლებიც თავისთავად უკვე ახალ-ახალი გამოცდილების და თავგადასავლების მისაღებად შეიძლება გამოდგეს.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე განსაკუთრებული კონცეფციის სასტუმროს, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს სხვადასხვა გემოვნებისა და მისწრაფების ადამიანებისთვის.

უფასო კოტეჯი იტალიის ალბებში

ზვავის დროს დაღუპული ალპინისტის, ლუკა ვუერიკის სახელობის კოტეჯს მისი ოჯახის წევრები შემდეგი პრინციპით ამუშავებენ: თუ აქამდე მოხვალთ, ღამეს უფასოდ გაათევთ. კოტეჯი ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 2012 წლიდან იღებს სტუმრებს. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს, საუკეთესო დრო აქ დასასვენებლად ივლისიდან სექტემბრამდეა.

მასალა სახლის ასაშენებლად ვერტმფრენით მიიტანეს, რომელსაც 18-ჯერ მოუწია საჰაერო გზის გავლა. ქოხის აშენებას კი 12 პროფესიონალი მუშა, სამთო მაშველები, მოხალისეები და სულ რაღაც ერთი დღე დასჭირდა.

საძინებელი წყალქვეშ 

ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ პემბას სანაპიროზეა განთავსებული წყალზე მოტივტივე სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც შვედი ხელოვანის, მიქაელ გენბერგის მიერ არის შექმნილი. სასტუმრო საშუალებას გაძლევთ სახურავზე მზის გულზე არხეინად წამოწოლილებმა ილივლივოთ, ღამით კი თქვენი საძინებლიდან ოკეანის ბინადრებს უყუროთ.

ღამღამობით წყლის ქვეშ განთავსებული ოთახის ფანჯრები განათებულია, რაც იშვიათი ჯიშის თევზებს, მათ შორის კალმარებსა და რვაფეხასაც კი იზიდავს. ამ ნომერში 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან და ერთი ღამის გათევა 1500$ დაგიჯდებათ.

ბენქსის სასტუმრო პალესტინაში

კი, ნამდვილად ის არის, რაც იფიქრეთ. ცნობილი ბრიტანელი ქუჩის არტისტის მიერ გაკეთებული სასტუმრო, რომლის შიდა სივრცეც და გარე პერიმეტრიც უხვად არის გაფორმებული მისი ნამუშევრებით. სასტუმროს იაფფასიან ნომრებში დარჩენის შემთხვევაში სტუმარს ექნება ხედი ისრაელის სამხედრო ბარაკებზე, საპრეზიდენტო აპარტამენტი კი ფუფუნების ნივთებით არის გაფორმებული. ბენქსი მის გუნდთან ერთად ამ სივრცის მოსაწყობად 14 თვის განმავლობაში მუშაობდა. სასტუმრო მის სივრცეში მოიცავს გალერეას, მუზეუმს, პიანო ბარს და სუვენირების მაღაზიასაც. სასტუმროში ღამის გათევის ფასი 30$-დან იწყება და ნომრების მიხედვით განსხვავებულია.

შუშის კაფსულები უღრან ტყეში

ფინეთის ეროვნულ პარკში მდებარე სასტუმრო Kakslauttanen-ის სტუმრებს გარდა ველურ ბუნებაში დასვენების და ზამთრის სპორტით დაკავებისა (ზამთარში აქ ტემპერატურა ხშირად -22-დან -30-მდე მერყეობს), საშუალება ეძლევათ საკუთარი ნომერში კომფორტულად მოწყობილებმა ადევნონ თვალი ჩრდილოეთის ციალს.

Ett Hem – სახლი სასტუმრო სტოკჰოლმში 

1910 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც წლების შემდეგ მისი მესაკუთრეების ინიციატივით სასტუმროდ გადაკეთდა, შვედური არქიტექტურის კლასიკური ნიმუშია და მთავარი ღირსება, რაც აქ დარჩენას აქვს, არის ის, რომ თავს არა ტურისტად, არამედ ამ სახლის ბინადრად ან მეპატრონეების სტუმრად გრძნობ.

არანაირი პლასტიკური ბარათი ოთახის გასაღებად, არც საუზმისთვის განსაზღვრული კონკრეტული დრო. 5 ძირითადი აპარტამენტი და ულამაზესი ბაღი ის ადგილებია, სადაც სასურველ დროს შეგიძლია კომფორტულად მოკალათდე, ხოლო სასტუმროს მზარეულები კერძებს აბსოლუტურად ჯანსაღი და ახალი საკვებისგან მოგიმზადებენ.


რეკომენდებული სტატიები
ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის
პორტუგალია ტურიზმისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია: იქნება ეს არქიტექტურა, გართობა, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, ის ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს
ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები
ამ სტატიიდან შეგიძლიათ სამოგზაურო ხრიკების გაგება პირდაპირ ქართველი მოგზაური ბლოგერებისგან, რომლებიც სასარგებლო რჩევებს გვიზიარებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.