აპლიკაციები ბავშვებისთვის – როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება


გააზიარე სტატია


ბავშვები, რომლებიც სმარტფონებთან ან პლანშეტებთან მარტო რჩებიან, ყველაზე ხშირად Youtube-ს აკითხავენ და უმეტეს შემთხვევაში ადვილად პოულობენ უხარისხო, მდარე შინაარსის მქონე ვიდეოებს. სათამაშოების ყუთების გახსნის, სხვადასხვა თამაშისა თუ აპლიკაციის ჩანაწერებს, ცნობილი მულტფილმების ცუდ რიმეიქებს Youtube-ზე ათობით მილიონი ნახვა აქვთ დაგროვილი და ცხადია, ბავშვების ხარჯზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი კონტენტის მოხმარება და გავხადოთ ბავშვების ეკრანებთან გატარებული დრო უფრო საინტერესო? – ამ თემაზე სხვადასხვა დროს არაერთი აპდეველოპერი დაფიქრებულა და დღეს უკვე შეგვიძლია ბავშვებს ბევრად უფრო სასარგებლო კონტენტი შევთავაზოთ, რაც მათ განვითარებაშიც დაეხმარებათ.

ილუსტრაცია ორიგინატორი


Originator Inc.-ის მხიარული მონსტრებით შექმნილი უსასრულო აპლიკაციები (უსასრულო ანბანი, უსასრულო ციფრები, უსასრულო საკითხავები) ბავშვებს დაეხმარება ასოებისა და ციფრების, ასევე ა ინგლისური სიტყვების მართლწერის შესწავლაში. აპლიკაციის დემოვერსიები უფასოა როგორც android-ის სისტემისთვის, ასევე IOS-ის მომხმარებლებისთვის, სრული ვერსიისთვის კი რამდენიმე დოლარის გადახდა მოგიწევთ.

 

ილუსტრაცია საბა


ანბანის სასწავლად კარგია ასევე ელექტრონული წიგნების სახლის, “საბას” მიერ შექმნილი ქართული ანბანის ინტერაქტიული აპლიკაცია, რომელიც ბავშვებს ნახაზის გამეორების საშუალებას აძლევს და ფორმების გამოკვეთაში ეხმარება.

 

ილუსტრაცია ბიბისი


BBC iPlayer Kids – საშუალებას იძლევა ბიბისის საბავშვო კონტენტი ერთ აპლიკაციაში თავმოყრილი მიაწოდოთ ბავშვებს. აქ არის როგორც ანიმაციები, ასევე საბავშვო შოუები და საგანმანათლებლო რესურსები.

 

ილუსტრაცია იუტუბ კიდს


Youtube Kids – საშუალებას გაძლევთ, ბავშვს მთლიანად კი არ აუკრძალოთ იუთუბზე ვიდეოების ნახვა, აკონტროლოთ ის კონტენტი, რასაც ის ნახავს, წვდომა ჰქონდეს მხოლოდ საბავშვო ვიდეოებზე და იცოდეთ, რა შედის იმ ფლეილისტებზე, რომელსაც შესაძლოა სხვადასხვა დროს უყუროს.

 

ილუსტრაცია დიზნი


Disney Junior Appisodes – კიდევ ერთი აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ მასალებზე იძლევა წვდომას და ამ შემთხვევაში ეს არის დისნეის პროდუქცია. აპლიკაცია საინტერესოა იმიტომ, რომ არ შეიცავს მხოლოდ ვიდეოებს და მასში ჭარბად არის ინტერაქტიული ელემენტები სხვადასხვა გმირებთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ, რაც ბავშვის ჩართულობას მოითხოვს და მისი სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს.


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.