fbpx

თანამედროვე ცეკვისა და თეატრის პლატფორმა „კირკე“ პერფორმანსებსა და ვორკშოპს გამართავს


გააზიარე სტატია

ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა „კირკე“ 11 და 12 მაისს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამართავს პერფორმანსს სახელწოდებით „არაფრის გარეშე“.

თამაშის მიმართ გულწრფელი ტკბობითა და თვითირონიით აღჭურვილი ორი ხმა, ჯერ საკუთარ კონცეფციას წარადგენს და შემდეგ მათი სხეულებიც შემოგვიერთდება. ლუკ ბაიო და დომინიკ გრუნბუელი, თითქოს არაფრისგან, ქმნიან შთამბეჭდავ და მეგალომანიურ შოუს, რომელიც სხეულებს აგიზანზარებთ – თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან წარუმატებლობისთვისაც.

ის თემები რომელსაც ეს ორი მოცეკვავე ამ კომპაქტურ და შეთავსებულ პერფორმანსში ეხებიან, მათი ბიოგრაფიებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარეობს თანამედროვე ცეკვაში: წარმატების რეცეპტები, შიშველი კანი როგორც საპროექციო სივრცე ყველანაირი ფორმისათვის და ჭა – ეს თეატრის ის ნაცადი ელემენტებია რომლებიც ქორეოგრაფიულად არის გაერთიანებული და რომელიც შემოქმედებითი დარგების საზღვრებს და არტისტული ექსპრესიის ფორმებს სცდება.

თარიღი: 11, 12 მაისი
დრო: 20:00
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
19, შოთა რუსთაველის გამზირი

 

ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა „კირკე“ ასევე იწყებს აპლიკაციების მიღებას თანამედროვე ცეკვისა და პერფორმანსის ვორქშოფებში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის.

შერჩეული კანდიდატებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაესწრება „კირკეს“ ორგანიზებულ ყველა ვორქშოფსა და პერფორმანსს.

„კირკე“ – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა ორგანიზებას უწევს საერთაშორისო პერფორმანსების ჩვენებებსა და ვორქშოფებს.

ინფორმაცია ვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:

ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული პერფორმერებისთვის და არტისტებისთვის. ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ მოკლე ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ (სამოტივაციო წერილი, CV და ვიდეო მასალა) მისამართზე: [email protected]

ვორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა: 15
სამუშაო ენა : ინგლისური
ინფორმაცია პირველ ვორქშოფზე: Luke Baio & Dominik Grünbühel-ის ვორქშოფი.

თარიღი: 13 მაისი
დრო: 17:00
ხანგძლივობა: 3 საათი
ადგილი: კლუბი KHIDI

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.