fbpx

„იპოდრომის ესტაკადა“ ვარდისფერი სათვალის გარეშე


გააზიარე სტატია

თბილისის ძველი იპოდრომის მიმდებარედ საავტომობილო ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო მოძრაობა SOS იპოდრომმა“ გაავრცელა (როგორც მოძრაობა ამტკიცებს) სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიდეოსიმულაცია, რომელიც ასახავს საავტომობილო ნაკადების მდგომარეობას ესტაკადის დასრულების შემდეგ.

ვიდეო-სიმულაციის მიხედვით, რამდენიმე მილიონ ლარად აშენებული ესტაკადა არანაირ დადებით ეფექტს არ ახდენს არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე.

საპროტესტო მოძრაობა „SOS იპოდრომის“ მტკიცებით, ე.წ. „იპოდრომის ესტაკადის“ დაგეგმვა და სატენდეროდ გაშვება მოხდა სათანადო შესწავლისა და სტანდარტების დაცვის გვერდის ავლით.

ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით მერიაში 13 მარტს შევიდა 2300-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნა სათანადო დასაბუთებისა და შესწავლისთვის ესტაკადის მშენებლობის მოცემულ ეტაპზე შეჩერების მოთხოვნით.

გუშინ, თბილისის მერიამ გაავრცელა ქვემოთ მოცემული ვიდეო, სადაც ესტაკადის შემდგომი მდგომარეობა, „SOS იპოდრომის“ ვიდეოსთან შედარებით, გაცილებით უფრო ოპტიმისტურადაა გადმოცემული. თუმცა, მერიის ვიდეორგოლი სარეკლამო ხასიათისაა და შესაბამისად, არ წარმოადგენს რეალურ, პროფესიონალურ ვიდეოსიმულაციას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.