fbpx

“აჭარა ჯგუფი“ თბილისში კიდევ ერთ სასტუმროს ხსნის


გააზიარე სტატია

Rooms Hotel-ის არსებობის ექვსწლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ, კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს – Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ.

ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში განთავსდა.
პირველ ეტაპზე სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suite-ით (79 კვ.მ) . მშენებლობის მთლიანად დასრულების შემდგომ კი სასტუმრო სტამბაში 150 ნომერი იფუნქციონირებს.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ გასინჯონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო. სასტუმრო სტამბა სტუმრებს ასევე სთავაზობს საშოკოლადეს (Chocolaterie and Roastery) ადგილზე მოხალული ყავითა და იქვე დამზადებული შოკოლადით.

სასტუმროში ასევე განთავსებულია კაზინო “ავიატორი” (Aviator).

სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე – Jungle Lobby – უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებითაა დატვირთული. ამ სივრცის თავზე მოწყობილი აქვს საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით.

აღსანიშნავია, რომ აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. გამომცემლობის ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი უკვე გახდა.

„აჭარა ჯგუფი“ ლიდერია ინოვატორული ტენდენციების ჩამოყალიბების, სამეწარმეო პროექტების განხორციელებისა და ახალი ესთეტიკის სტანდარტების დანერგვაში. საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით, როგორიცაა Rooms Hotel – თბილისსა და ყაზბეგში, უმაღლესი კლასის Stamba Hotel და მოდური Fabrika Hostel.
თუკი ამ სასტუმროების პოპულარობას გავითვალისწინებთ, სტამბა დედაქალაქის Must See ადგილად იქცევა.

სასტუმრო „სტამბას“ მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N14; საფოსტო ინდექსი: 0108; ტელ.: +995 32 2021199


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.