პროექტ ATTACAMA-ს პირველი ღონისძიება


გააზიარე სტატია

5 მაისს ყოფილი კინოსტუდიის სივრცეში (დ. აღმაშენებლის 164) პროექტ ATTACAMA-ს პირველი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც Aquarius Heaven, Nikakoi, Tomma,  HIRO და DAROSANA (Antidote) დაუკრავენ. პროექტის დამფუძნებლები  სწორედ Hiro, იგივე ლევან ჩხიკვაძე და თორნიკე მსხილაძე არიან. ისინი აცხადებენ, რომ ჩვენი ელექტრონული მუსიკის და ზოგადად ხელოვნების მიმართ დიდი ინტერესი და სიყვარული ახალი იდეის განხორციელების მთავარი მოტივატორი იყო.

„ბოლო წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკის სცენა ძალიან სწრაფად და ეფექტურად განვითარდა, მაგრამ ბაზარზე რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგად ვფიქრობდით, რომ ქალაქს რაღაც მაინც აკლდა; სწორედ ამიტომ გადავწყვიტეტთ შეგვექმნა ეს კომპანია, რომელიც მოემსახურება საქართველოში ვიზუალური ხელოვნების და მუსიკალური ჟანრების ორგანულ სინთეზს.“ – ორგანიზატორები მუსიკალურ ჟანრებზე საუბრისას აქცენტს ექსპერიმენტულ ჟღერადობაზე, მინიმალ და მიკრო ჰაუს მიმართულებაზე აკეთებენ. ეს ორიენტაცია შეძლებისდაგვარად აისახა პირველი ღონისძიების ლაინ აპზე, რომლის ჰედლაინერის ექსპეიმენტული მუსიკის არტისტი Aquarius Heaven იქნება. რეგის, დენსჰოლის და ჰიპ ჰოპის სივრციდან წამოსული არტისტი 2010 წლიდან ელექტრონული მუსიკის პროდუსერად და ლაივ შემსრულებლად იქცა. Panorama Bar, Rex, Space, Watergate და სხვა გამორჩეული ლოკაციების სტუმარი Attacama-ს ფარგლებში ჩვენი სცენის ვეტერანებთან, Nikakoi და Tomma-სთან ერთად დაუკრავს.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ Attacama ღონისძიებების ვიზუალურ ნაწილზე განსაკუთრებულ ყურადრებას გაამახვილებს. „პირველ ღონისძიებაზე ნიჭიერ  ვიზუალ არტისტს გიორგი შერვაშიძესთან ვითანამშრომლებთ, რომელიც 15 წლიდან ამ სფეროშო საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს“ – ლევანი განმარტავს, რომ მსმენელს მთელი ვენიუ სახეცვლილი დახვდება, რაც სივრცის არა უბრალო განათებებით დატვირთვას, არამედ ე.წ. მეფინგს მოიცავს, რომელიც მუსიკასთან ე რთად საინტერესო სინთეზს შექმნის. რაც შეეხება ლოკაციას, ის ყოველ ჯერზე შეიცვლება და Attamaca საქართველოს მასშტაბით ახალაი აუთვისებელ სივრცეებში შეღწევასაც გეგმავს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საორგანიზაციო ჯგუფი მიზნად თავიანთი საქმიანობის საქმიანობის სფეროს გაფართოებას გაფართოებას გეგმავს – „ ჩვენი მიზანია ვიზუალური ხელოვნების და მუსიკის გარდა, მხატვრობის, სახვითი ხელოვნების და სხვა მრავალი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შევიტანოთ  წვლილი.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.