ადრენალინი პეტერბურგში


გააზიარე სტატია

შაბათს, 5 მაისს, რუსეთში გამართული ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა პუტინის საწინააღმდეგო გამოსვლების ვიდეომასალა, რომელიც მაყურებლების უმრავლესობას გულგრილს არ ტოვებს.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეოა რუსი ოპერატორის – Konstantin Selin-ის გადაღებული კადრები, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს პეტერბურგში გამართული აქციის განწყობას.

 

აქციების მოწოდება იყო „ის ჩვენი მეფე არ არის!„ (“Он нам не Царь!„).

მოვლენები წინ უძღვოდა პრეზიდენტ პუტინის მეოთხე ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისს, მოსკოვში გაიმართა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.