fbpx

18 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ბავშვობაში უიტნი ჰიუსტონზე მისი ბიძაშვილი ძალადობდა

Whitney Houston

ლეგენდარულ მომღერალზე დოკუმენტური ფილმის პრემიერა კანის 71-ე კინოფესტივალზე შედგა. ჰიუსტონის ძმამ გერი ჰიუსტონიმ რეჟისორს გაუმხილა, რომ ბიძაშვილი დი დი ვერვიკი ბავშვობაში მასზე ძალადობდა და დარწმუნებულია, რომ ის უიტნისაც იმავეს უკეთებდა. ბავშვობის ამ ტრავმამ მთლიანად შეცვალა მომღერლის ცხოვრება და უფრო გასაგები გახადა ის ფაქტი, თუ რატომ იყო მიდრეკილი ნარკოტიკული საშუალებების მიმართ. ამ ფაქტის შესახებ მან თავის დროზე დედასთანაც კი ვერ ისაუბრა, თუმცა მისი დეიდის, მერი ჯონსის თქმით, ყოველთვის სურდა ამაზე ხმამაღლა საუბარი.
წყარო: http://www.indiewire.com/

 

პრინცი ჰარის საცოლემ და სამეფო ოჯახის მომავალმა წევრმა მეგან მარკლმა, დაადასტურა, რომ მისი მამა ტომას მარკლი 19 მაისს გამართულ საქორწინო ცერემონიაზე მის გვერდით არ იქნება

Image result for Meghan Markle confirms her father won't attend royal wedding

“სამწუხაროდ, მამაჩემი ჩვენს ქორწილს არ დაესწრება. მე მასზე ყოველთვის ვზრუნავდი და იმედი მაქვს, რომ გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერი ექნება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. ჰარის და მე ერთი სული გვაქვს, როდის გაგიზიარებთ ჩვენს განსაკუთრებულ დღეს”, – ვკითხულობთ მეგანის წერილში. მეგანის მამა რამდენიმე დღის წინ განხილვის საგანი გახდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აპრილის დასაწყისში პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებშიც ის ბრიტანეთის ისტორიას ეცნობოდა, დადგმული იყო.
წყარო: https://edition.cnn.com/

 

კრისტენ სტიუარტი ყველაზე ძლიერი ქალი პერსონაჟის შექმნას აპირებს

კრისტენ სტიუარტმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ რამდენიმე წლის წინ განაცხადა და თქვა, რომ ბისექსუალია. მსახიობს ხშირად აღუნიშნავს, რომ ბისექსუალობა გარკვეულწილად ტაბუირებული თემაა როგორც საზოგადოებაში, ისე კინემატოგრაფში და სწორედ ამიტომ აპირებს თავად გადაიღოს ფილმი და მთავარი როლიც შეასრულოს. სტიუარტი ამბობს, რომ ის ლიდია იუკნავიჩის წიგნის, The Chronology of Water-ის მიხედვით სცენარს დაწერს. “ლიდიას რომანები ძალიან მიყვარს, მისი მოგონებები ძალიან ღრმა და საინტერესოა. ის, რასაც წერს, ყველაფერი საკუთარ თავზე განმიცდია და ახლა ვაპირებ დავწერო საუკეთესო როლი ქალი მსახიობისთვის, თუმცა ამ როლს სხვა ითამაშებს”, – ამბობს კრისტენ სტიუარტი.
წყარო: http://www.indiewire.com/

 

შავკანიანი ქალების პროტესტი კანში

Khadja Nin France Zobda Aissa Maiga Rachel Khan Nadege Beausson-Diagne Marie Philomene Nga Shirley Souagnon

მას შემდეგ, რაც კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ ქეით ბლანშეტმა ჟიურის სხვა წევრებმა და კინოს სფეროში მოღვაწე ქალებმა მთელი მსოფლიოდან კანის კინოფესტივალში ისტორიული, ქალების მარში მოაწყვეს და ამ ფორმით გენდერულ თანასწორობას დაუჭირეს მხარი, კანის წითელ ხალიჩას ქალების კიდევ ერთმა ტალღამ გადაუარა. კინოში მოღვაწე 16-მა ქალმა ამ ფორმით შავკანიანებისთვის თანასწორობა მოითხოვა და კინოინდუსტრიაში რასიზმი გააპროტესტა.
წყარო: http://variety.com/

 

მეცნიერებმა კოსმოსში ჟანგბადის უძველესი კვალი აღმოაჩინეს, რამაც შესაძლოა ჩვენი წარმოდგენა ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესის შესახებ თავდაყირა დააყენოს

Image result for Scientists detect oxygen legacy of first stars

ეს ყველაზე ძველი წარმოშობის ჟანგბადია, რომელიც ოდესმე ტელესკოპით დაგვიფიქსირებია. გალაქტიკა MACS1149-JD1, საიდანაც კვალი მოდიოდა, იმდენად შორსაა, რომ მისი დაკვირვებისას რეალურად “ახალგაზრდა”, სულ რაღაც 500 მილიონი წლის სამყაროს ვაკვირდებით. როგორც მსოფლიოს უმძლავრესმა ტელესკოპებმა დააფიქსირეს, წარმოქმნიდან 500 მილიონი წლის შემდეგ გალაქტიკა უკვე სავსე იყო ჩამოყალიბებული ვარსკვლავებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი აფეთქებიდან პირველი ვარსკვლავების გაჩენამდე იმაზე ნაკლები დრო გასულა, ვიდრე გვეგონა. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ აღმოჩენილი ჟანგბადი შეიძლებოდა მხოლოდ უფრო ძველი ვარსკვლავების აფეთქების შედეგად შექმნილიყო.
წყარო: http://www.bbc.com

 

კიანუ რივზისა და ვაინონა რაიდერის მონაწილეობით რომანტიკული კომედია გამოვა

Destination Wedding – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს სწორედ ეს ორი მსახიობი ასრულებს. ფილმის ორ გმირს ყველაფერი ეზიზღებათ, რაც ქორწილს და მასთან დაკავშირებულ ცერემონიალებს შეეხება. თუმცა მალევე აღმოაჩენენ, რომ ერთადერთი, რაც ამ ყველაფერში გულს არ ურევთ, ეს თავად არიან და გადაწყვეტენ ერთმანეთს შეხვდნენ.
წყარო: https://www.youtube.com

 

YouTube 22 მაისიდან მუსიკალურ სტრიმინგ-სერვისს აამოქმედებს

Image result for YouTube Music, a new music streaming service, is coming soon

კომპანიაში აცხადებენ, რომ მუსიკალური სერვისი მუსიკის სამყაროს უფრო პერსონიფიცირებულს და მარტივს გახდის. სერვისი თავის მხრივ წარმოადგენს წვდომას კონკრეტულ სიმღერებზე, მომღერლებზე, მათ ალბომებსა და რემქისების “უზარმაზარ” სიებზე, ცოცხალ გამოსვლებსა და ასევე კლიპებზე.
წყარო: https://youtube.googleblog.com

 

პარასკევს, 18 მაისს, საღამოს 20:30 საათზე მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში მილოშ ფორმანის ფილმის, “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” დროა

Image may contain: 1 person, stripes and closeup

ეს არის რეალური ამბავი პორნო გამოცემის ავტორის შესახებ, რომლის ქმედებებმაც საზოგადოება ორ ნაწილად გაყო.
საზოგადოების დიდი ნაწილისგან, განსხვავებული და არატრადიციულად მოქმედი ადამიანის დასჯის წყურვილი, აგრესიული განწყობა, ძალადობრივი მიდგომები თუ რადიკალური დამოკიდებულება თითქმის მთელ ამბავს გასდევს. როგორია თავად მთავარი გმირის საპასუხო ნაბიჯები და საღად მოაზროვნე ადამიანების როლი ამ ყველაფერში? რამდენად ფართოა ხოლმე ზღვარი ორ რადიკალურ ნაწილად დაყოფილ საზოგადოებას შორის. ვისგან რა სვლაა მოსალოდნელი და რა სიტყვა აუცილებელი?..
წყარო: https://www.facebook.com

 

ლეონარდო დიკაპრიო სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში ითამაშებს

Image result for Steven Spielberg, Leonardo DiCaprio in Early Talks to Reteam for Ulysses S. Grant Biopic

2002 წელს გადაღებული Catch Me If you Can-ის შემდეგ რეჟისორი და მსახიობი ულის გრანტის ბიოგრაფიაზე იმუშვებენ. ულის სიმპსონ გრანტი ამერიკელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ამერიკის შეერთებული შტატების მე-18 პრეზიდენტი იყო. 1884 წელს გრანტმა შეიტყო, რომ ყელის კიბო ჰქონდა. იგი მემუარების წერის დასრულებიდან ორი დღეში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შემწყნარებლობის გამო კორუფციის მიმართ, ისტორიკოსების მიერ იგი წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული. გრანტი 50-დოლარიან კუპიურაზეა გამოსახული.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com


რეკომენდებული სტატიები
16 მაისი დილიდან 

16 მაისი დილიდან 

16 მაისი დილიდან 
სერიალ მისტერ რობოტის ვარსკვლავი რემი მალეკი ფილმში “ბოჰემური რაფსოდია” ფრედი მერკურის განასახიერებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.