პრინც ჰარის და მეგან მარკლის კოცნა vs პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის კოცნა
საქორწინო ცერემონია, პატარძლის კაბა, პრინცის მზერა, სტუმრების სამოსი, თაიგული, დედოფალი – სამეფო ქორწილის დროს პრესის ობიექტივში ყველა დეტალი ხვდება, თუმცა რა შეიძლება იყოს ყველაზე საინტერესო მომენტი მაყურებლისთვის? რა თქმა უნდა, კოცნა!
ჰარიმ და მეგანმა პირველად ოფიციალურად ერთმანეთს ეკლესიის დატოვების შემდეგ აკოცეს, თუმცა არა ერთხელ, არამედ ორჯერ. ისინი ეკლესიიდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ, როგორც ოფიციალური ცოლ-ქმარი და მედიის შეფასებით ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და შეყვარებული წყვილია, ვინ აქამდე უნახავთ.
მათი კოცნა განსხვავებული იყო სხვა სამეფო წყვილებისგან, რადგან მეგანმა და ჰარიმ ბუკინგემის სასახლის აივანზე ერთმანეთს არ აკოცეს, როგორც სამეფო წყვილების უმრავლესობამ – კეიტიმ და უილიამმა, ჩარლზიმ და დაიანამ.
თუმცა, კეიტის და უილიამის კოცნის მომენტში სასახლის აივანზე ალბათ ყველას ახსოვს სასაცილო ბავშვი, რომელიც ყურებზე ხელის აფარებით ცდილობს გამოხატოს თავისი ემოცია, საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდათ ბიძის და ბიცოლას კოცნაზე პატარა პრინცს და პრინცესას?