fbpx

25 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დაგეგმეთ 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე

Image result for 26 მაისი 100 წელი

წელს 26 მაისი “ვეფხისტყაოსნის” თემატიკით იქნება დატვირთული. რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება

26 მაისს თბილისში გასამართი ღონისძიებების პროგრამა:

თავისუფლების მოედანი

  • ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია 12:00
  • სამხედრო ტექნიკის გამოფენა

რუსთაველის გამზირი

  • საბავშვო კონცერტები 11:00-11:40; 12:30-13:10; 13:30-14:10; 14:30-15:30
  • ვიქტორინა “ვეფხისტყაოსნიდან” 13:10–13:30; 14:10–14:30; 15:30–15:50; 17:40–18:00
  • ელექტრონული მუსიკა 15:50–17:40 და 18:00–00:00
  • მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00–16:00
  • სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და “ვეფხისტყაოსნის” თემატიკით აქსესუარების გაყიდვა.

რუსთაველის გამზირი 11 საათიდან 21 საათამდე:

  • ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა
  • საბავშვო არქეოლოგიური გათხრები
  • ქვიშაზე ხატვა – “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება
  • ქაჯეთის ციხის კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე
  • მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში
  • დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟების ვიზუალით
  • მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი
  • თავისუფალი გაკვეთილები ბავშვებისთვის – ზღაპრული სივრცე
  • სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა
  • 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • იშვიათი სახეობების მცენარეებით “ვეფხისტყაოსნის” თემატიკის წარმოდგენა
  • ვირტუალური რეალობის სათვალეებით მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
  • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა
  • 3 არტ-კაფე
  • კონცერტი “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე
  • ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის“ უცხოური გამოცემები და „ანბანი“
  • “ვეფხისტყაოსნის” გმირების ვირტუალური გაცოცხლება, პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები
  • ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტების გაცოცხლება
  • ქუჩის არტი “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე
  • სპორტული ღონისძიებები
  • ეროვნულ მუზეუმში გამოფენა – 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონი: ინტელექტუალური თამაში, ჩვენ ვკითხულობთ “ვეფხისტყაოსანს” – კამპანიის ფარგლებში მსურველების ჩაწერა, ლაივ სტუდიები რუსთაველის გამზირიდან, სპეციალური სტუდია, საიდანაც “მოამბე” პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ვარდების მოედანი, 21:00 საათი

  • გალა კონცერტი

 

კიმ კეტრელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ მთავარი როლით უბრუნდება ტელეეკრანს

Kim CattrallSky Women in Film and TV Awards, Arrivals, London, UK - 01 Dec 2017Prestigious awards ceremony where female talent in film and television are honoured, at London Hilton Park Lane, London

მსახიობი CBS-ის ახალ შოუში, Tell Me a Story-ში მიიღებს მონაწილეობას. ახალი შოუ ყველასათვის საყვარელი ზღაპრების ახლებურ ვერსიებს შემოგვთავაზებს, უფრო შავს, უფრო საშიშსა და ბევრი ინტრიგით სავსეს. Sex and the City-ის დასრულების შემდეგ კიმმა რამდენიმე სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც ერთ მათგანში არ შეუსრულებია მთავარი როლი. სწორედ ამიტომ, მისი გულშემატკივრები CBS-ის შოუს განსაკუთრებულად ელიან.

წყარო: http://variety.com/

 

ამერიკული Vogue-ს კრეატიული დირექტორი და ლეგენდარული სტილისტი გრეის კოდინგტონი მალე ტელეეკრანებზე წამყვანის როლში მოგვევლინება

ის 6-ეპიზოდიან თოქ-შოუს წაიყვანს, სახელად Face to Grace [გრეისის პირისპირ]. გადაცემა IMG-ის არხ M2M-ზე გავა და მასში იქნება ინტერვიუები მოდის სამყაროს ტოპ ფიგურებთან. გრეისის ერთ-ერთი პირველი სტუმარი ლუის ვიტონის კრეატიული დირექტორი ნიკოლას ჟესკერი იქნება. Face to Grace ტელეეკრანებზე სექტემბრიდან გამოჩნდება. არხზე არსებულ გადაცემებს შორის ის პირველია, რომელიც მთლიანად მოდას მიეძღვნება.

წყარო: https://en.vogue.fr

 

1 და 2 ივნისს მოძრაობის თეატრში ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ ვორქშოფს

ვორქშოფი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოძრაობებითა და კინესთეტიკური ცნობიერების ამაღლებით. ქრისტინა ციუპკე და აიშე ორონი ვორქშოფში წარმოაჩენენ ყველა იმ პრაქტიკისა და კომპოზიციის პრინციპებს, რომლებიც პერფორმანსის “ახლოს” შექმნის პროცესში ჩამოყალიბდა.
კონკრეტული მოძრაობების საშუალებით ვორქშოფი ფიზიკური სიახლოვისა და დისტანციის ინტენსიობას უღრმავდება.

წყარო: https://circeplatform.com/

 

6-17 ივნისს სიდნეის კინოფესტივალი 10 გამოჩენილ ევროპელ რეჟისორ ქალს უმასპინძლებს, რომელთა ფილმებიც უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

ღონიძიება “ქალების ხმა კინოში” European Film Promotion-ის მხარდაჭერით ტარდება. 10 გამოჩენილ ევროპელ ქალ რეჟისორს შორის, რომელთა ნამუშევრებსაც ავსტრალიური აუდიტორია, მედია და კინოინდუსტრიის წევრები იხილავენ, არის ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “საშიში დედა” უკვე არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. გასულ წელს სიდნეის კინოფესტივალი და ღონისძიება “ქალების ხმა კინოში” რუსუდან გლურჯიძეს და მის ფილმს “სხვისი სახლი” მასპინძლობდა.

წყარო: https://www.efp-online.com/

 

იდრის ელბა ნეტფლიქსის ახალ ფილმში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მთავარ როლს შეასრულებს

Idris Elba Hunchback of Notre Dame

გარდა ამისა, ის კინოსურათის რეჟისორი და პროდიუსერიც იქნება. ვიქტორ ჰიუგოს რომანში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მოქმედება სამი მთავარი  გმირის – კლოდ ფროლოს, ზართა მრეკველ კვაზიმოდოსა და ულამაზესი ბოშა ქალის, ესმერალდას გარშემო ვითარდება. 1996 წელს დისნეიმ ჰიუგოს რომანის საკუთარი ეკრანიზაციაც გადაიღო, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წყარო: http://variety.com

 

“სამეფო კარის თამაშების” შემქმნელი ჯორჯ მარტინი Warner Bros.-თან ერთად ახალ ანიმაციურ სერიალზე იწყებს მუშაობას

George RR Martin

The Ice Dragon მარტინის საბავშვო, ფენტეზის ჟანრის რომანია, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ადარა და მისტიკური დრაკონია. ისინი შეეცდებიან ბოროტი პერსონაჟები დახოცონ და მათი სამყარო განადგურებისგან დაიცვან.

წყარო: http://variety.com

 

ჯონ მალკოვიჩი ერკიულ პუაროს როლს შეასრულებს აგათა კრისტის რომანის, “მკვლელობა ანბანის მიხედვით” ეკრანიზაციაში

John Malkovich Valley of the Gods

სამეპიზოდიანი სერიალი BBC-ზე გავა და მალკოვიჩის გარდა ერთ-ერთ როლს რუპერტ გრინიც შეასრულებს. გადაღებები ივნისში დაიწყება.

წყარო: http://variety.com

 

ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა დამკვიდრდა

Image may contain: sky, text and outdoor

დღეიდან ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაცემული იქნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი. როგორც ლიტვის, ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს.


წყარო: https://www.facebook.com/

 

ოსკაროსან მსახიობს, მორგან ფრიმანს სექსუალურ შევიწროებასა და შეუფერებელ საქციელში ადანაშაულებენ

Women accuse Morgan Freeman of inappropriate behavior, harassment

ერთ-ერთი ქალი, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, ამბობს, რომ 2015 წელს ფრიმანთან ერთად ფილმ Going In Style-ზე მუშაობისას შევიწროების მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, ფრიმანი სურვილის წინააღმდეგ ეხებოდა მას. “კაბა წამომიწია და მითხრა – შევამოწმებ, გაცვია თუ არა საცვლები”, – იხსენებს დაზარალებული. CNN-ის სხვა წყაროების ინფორმაციით, ფრიმანის შეუფერებელი ქცევა მხოლოდ ამ ფილმის გადაღებებზე არ გამოჩენილა. 2012 წელს Now You See Me-ს გადაღებებზე ფრიმანი ქალებს ხშირად ესაუბრებოდა მათ სხეულზე. ერთ-ერთი მსახიობი ქალი ამბობს, რომ ისინი ცდილობდნენ დეკოლტე არ ჩაეცვათ იმისთვის, რომ ფრიმანის კომენტარები აერიდებინათ.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ამერიკელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდება

Harvey Weinstein pictured last year

ოფიციალური ინფორმაციით, ეს დღეს, 25 მაისს მოხდება. ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომ მიიღო ვაინშტეინმა ეს გადაწყვეტილება, არაა ცნობილი.

წყარო: http://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
23 მაისი - დილიდან

23 მაისი - დილიდან

23 მაისი - დილიდან
"გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში", - ამ მოთხოვნით კვირას, 27 მაისს, 18 საათზე კლუბ ბასიანის თანამშრომლები და მხარდამჭერები ევროპის მოედანზე აქციას გამართავენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.