Christina Ciupke and Ayse Orhon-ის ვორქშოფი


გააზიარე სტატია

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:

Christina Ciupke and Ayse Orhon-ის ვორქშოფს

თარიღი: 31 მაისი
დრო: 10:00 – 13:00
ადგილი: კლუბი KHIDI

ვორქშოფი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოძრაობებითა და კინესთეტიური ცნობიერების ამაღლებით. ქრისტინა ციუპკე და აიშე ორონი ვორქშოფში წარმოაჩენენ ყველა იმ პრაქტიკისა და კომპოზიციის პრინციპებს, რომლებიც პერფორმანსის “ახლოს” შექმნის პროცესში ჩამოყალიბდა.

კონკრეტული მოძრაობების საშუალებით ვორქშოფი ფიზიკური სიახლოვისა და დისტანციის ინტენსიობას უღრმავდება.

ბიოგრაფია

ქრისტინა ციუპკე – პერფორმერი და ქორეოგრაფი ბერლინში მოღვაწეობს. მისი პროექტები ცეკვასა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, სადაც მთავარ თემებად მოიაზრება დისტანცია, სიახლოვე, ინტიმური ურთიერთობები, დროის შეგრძნება- და სადაც საზოგადოებისა და პერფორმერების მუდმივი კონტაქტი იგრძნობა.

მას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ქორეოგრაფთან Nik Haffner, Mart Kangro, რეჟისორთან Lucy Cash, ვიზუალურ არტისტთან Lars Ø Ramberg, კომპოზიტორებთან: Boris Hauf და dramaturge Igor Dobričić. 2003 წლიდან 2004 წლამდე ქრისტინა იყო მოწვეული არტისტი კარლსრუეს ხელოვნებისა და მედიის ცენტრში (Centre for Art and Media Karlsruhe (ZKM). 2013 წელს ამსტერდამის ხელოვნების სკოლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ქორეოგრაფიის მიმართულებით. მან Hoffnungsträgerin -ის ჯილდო მოიპოვა Tanz Yearbook 2014 -ის ფარგლებში. 2016 წლიდან ის Tanzfabrik Berlin-ში გაერთიანებული არტისტების გუნდის წევრი.

აიშე ორონი – როგორც პერფორმერი 2001 წლიდან მოღვაწეობს. მას უმუშავია Aydın Teker და Emmanuelle Huynh, ასევე ვიდეო არტისტთან Gülsün Orhon. აიშეს დამთავრებული აქვს Artez (HKA) 2001 წელს და Master of Choreography program in Amsterdam (AHK) 2013 წელს. აიშეს შემოქმედება, თავისი შესრულებით წარდგენილი იყო სხვადსხვა ევროპულ ფესტივალებზე, როგორებიცაა: Can You Repeat? (2007), hava (2009), ÇOK (2010), folk (2011).

1997 წლიდან იგი, ასევე, მოძრაობის თერაპიის განხრითაც მუშაობს. ის იყო მოწვეული ლექტორი CNDC Angers და two Dance Departments სტამბულში 2002 წლიდან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.