fbpx

დამოუკიდებლობის დღის ვიზუალური არქივი


გააზიარე სტატია

ინტერნეტის ქსელებისა და სხვადასხვა სახის ელექტრონული არქივების განვითარებასთან ერთად, ბოლო წლებში ბევრი ისტორიული დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც აქამდე ან უცნობი ან ნაკლებად ცნობილი იყო. ამ მასალებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა ვიზუალური დოკუმენტები – ფოტოები, სკანირებული ასლები, ნეგატივები თუ ვიდეოკადრები, მათ შორის ვიზუალური ინფორმაცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ.

ვნახოთ, რა ვიზუალურ ინფორმაციას გვაწვდის Google საძებნს ველში დამოუკიდებლობის თარიღის შეყვანისას – 1918 წლის 26 მაისი.

პირველ რიგში აღსანიშნავია უნიკალური ვიდეოკადრები, რომლებიც 1918 წლის 26 მაისი რუსთაველის (მაშინდელი გოლოვინის) პროსპექტზეა გადაღებული (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგ (1918 წ.) გოლოვინის პროსპექტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა).

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი — საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში.

 

ეს კი საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის ცნობილი ფოტოა:

Georgien Parlament Unabhängigkeit.jpg
By Boris Kozak – Museum.Ge, საზოგადოებრივი საკუთრება, Link

საქართველოს დამფუძნებელი კრება — წარმომადგენლობითი დაწესებულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე შეემუშავებინა სახელმწიფოს მმართველობის ფორმა და კონსტიტუცია. დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა 14-17 თებერვალს საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით.

კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს – დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.

„მეორე ინტერნაციონალის“ (სოციალისტური და მუშათა პარტიების საერთაშორისო ორგანიზაცია) ლიდერები დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, გოლოვინის (რუსთაველის) ქუჩის დასაწყისში:

International II leaders in Tiflis.jpg
Por en:KoberGeorgian Museum of Photography, Domínio público, Hiperligação

 

პირველი რესპუბლიკის ჯავშანმატარებელთა რაზმი:

დამფუძნებელი კრების სამი ფოტო დამოუკიდებლობის სამი წლის მანძილზე – მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენციის კიბეებზე:

კრების 145 წევრიდან 93 საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლი გახდა.

  • 51 ადამიანი დახვრიტეს.
  • 5 ციხესა და გადასახლებაში გარდაიცვალა.
  • 37 დეპუტატი დააპატიმრეს ან გადაასახლეს.
  • 31 დეპუტატი ემიგრაციაში წავიდა.

წყარო:
ვიკიპედია
„რადიო თავისუფლება“
ვებგვერდი „ბურუსი“
http://highlander-ge.blogspot.com
http://pirvelirespublika.blogspot.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.