fbpx

28 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი ფოფხაძე ფეისბუქის ლონდონის ოფისის სტაჟიორი გახდა.

Image may contain: 1 person, stripes

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ის ყველაზე დიდი სოციალური ქსელის ოფისში საზაფხულო სამთვიან სტაჟირებას გაივლის.
წყარო: https://www.facebook.com/

 

 კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილის თარიღი ცნობილია

“სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავებმა კიტ ჰარინგტონმა (ჯონ სნოუ) და როუზ ლესლიმ (იგრიტი) ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, წყვილმა ქორწილის თარიღად 23 ივნისი აირჩია, დიდი წვეულება და ცერემონია კი შოტლანდიაში გაიმართება.
წყარო: https://www.elle.com/

 

იტალიაში ვიზიტის დროს ელენ პომპეო გაძარცვეს

“გრეის ანატომიის” ვარსკვლავი ელენ პომპეო სერიალის მე-14 სეზონის შემდეგ დასასვენებლად იტალიაში გაემგზავრა, თუმცა ვარსკვლავს არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი გადახდა თავს. ფლორენციაში მსახიობს ჩანთა და ფული,  როგორც თავად ამბობს, პირდაპირ ცხვირწინ ააცალეს. საბედნიეროდ იტალიის პოლიციამ დამნაშავე მალევე დაიჭირა და მსახიობს მოპარული ნივთები დაუბრუნა.
წყარო: https://www.instagram.com/

 

სიმპსონების შემქმნელებმა ახალი ანიმაციური სერიალი “იმედგაცრუება”  გადაიღეს, რომელიც Netflix-ზე გავა

სიუჟეტის ცენტრში პრინცესა ბინია, რომელიც ალკოჰოლიზმით იტანჯება, ჰყავს ბოროტი ელფი მეგობარი და პირადი დემონი ლუსი. მულტფილმის პირველი სეზონი, რომელშიც 10 სერია იქნება, 17 აგვისტოს ჩაეშვება არხზე.
წყარო: https://www.independent.co.uk/

 

რაიან რეინოლდსი  ნეტფლიქსის ყველაზე ძვირად ღირებულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას

Actor Ryan Reynolds attends a special screening of "Deadpool 2" at AMC Loews Lincoln Square, in New YorkNY Special Screening of "Deadpool 2", New York, USA - 14 May 2018

ნეტფლიქსი სტუდია SKYDANCE-თან ერთად ახალ მასშტაბურ პროექტ Six Underground-ს გვიანონსებს.  პროექტზე “ტრასფორმერების” რეჟისორი მაიკლ ბეი იმუშავებს, მთავარ როლს კი რაიან რეინოლდსი მოირგებს. ახალი პროექტის სიუჟეტი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. Six Underground ნეტფლიქსის  ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი იქნება და მისი ბიუჯეტი 150 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
წყარო: http://www.indiewire.com

 

კინოს სახლში ალექსანდრე ქორიძის ახალი დოკუმენტური ფილმის, “დაწესებულება #16-ის” პრემიერა შედგება

ფილმზე მუშაობა რუსთავის #16 ციხეში ორი წელი მიმდინარეობდა.  ქართული დოკუმენტალისტიკის ისტორიაში ციხეში ამგვარი ფილმის გადაღების პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. ორი წლის განმავლობაში ავტორი თითქმის ყოველდღიურად “ცხოვრობდა” სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრებთან ერთად, გადაღებების პერიოდში ზოგი გათავისუფლდა, ზოგი დღემდე იხდის სასჯელს. ფსიქოლოგიურ დრამაში მაყურებელი დღევანდელ ქართულ ციხეს და მის ბინადრებს საინტერესო და არასტანდარტული რაკურსით გაიცნობს. ფილმის პრემიერა 28 მაისს, 19:30 საათზე შედგება.
წყარო: https://vimeo.com/254844449

 

ყველაზე პოპულარული ხიდის – ოქროს კარიბჭის გახსნიდან 80 წელი გავიდა

Image result for golden gate bridge

ოქროს კარიბჭე, იგივე Golden Gate Bridge დაკიდული ხიდია გოლდენ-გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრძე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდული კაბელების დიამეტრი — 0,91 მ. ოქროს კარიბჭე ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში მისი მშენებლობის დასრულებისას,  1937 წელს და მას შემდეგ სან-ფრანცისკოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. ამჟამად ხიდი სიდიდით მეორე დაკიდული ხიდია აშშ-ში ვერაძანო-ნეროუს ბრიჯის შემდეგ. ოქროს კარიბჭეზე დღეში 118 000 ადამიანი გადადის.

 

ერლენდ ლუს შეხვედრა მკითხველთან

Image may contain: 1 person, text and closeup

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარია და სწორედ ამიტომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა” და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, თბილისს ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში 28 მაისს, 19:00 საათზე, მწერალი მკითხველებს “წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსაში” შეხვდება.
წყარო: https://www.facebook.com

 

ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (ICFF) ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა

ICFF აზიაში ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. „ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ანიმაცია გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.
წყარო: https://www.facebook.com/

 

სულ მალე BBC-ის ეთერში უილიამ შექსპირის “მეფე ლირის” ეკრანიზაცია გავა, რომელშიც მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები ემა ტომფსონი და ენტონი ჰოპკინსი შეასრულებენ

სატელევიზიო ფილმის რეჟისორი რიჩარდ ეირია, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ფილმები, როგორიცაა – Iris, Stage Beauty, Notes on a Scandal და სხვა. ენტონი ჰოპკინსისა და ემა ტომფსონისთვის ეს პირველი ერთობლივი ფილმი არ იქნება, მათ უკვე უმუშავიათ ერთად რეჟისორ ჯეიმს აივორის ფილმებზე Howard’s End და The Reamins of the Day. BBC-ის ფილმში ასევე მონაწილეობენ სერიალ “შერლოკის” ვარსკვლავი ენდრიუ სკოტი და ემილი უოტსონი.
წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.