fbpx

29 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

29 მაისი გაეროს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღეა

Image result for gaero

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა და 2002 წლამდე გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნის დღეს ემთხვეოდა, თუმცა 2002 წლიდან ის დამოუკიდებელ თარიღად დაწესდა. გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღე ორ მიზანს ემსახურება — პატივი მიაგონ მშვიდობის საქმისთვის დაღუპულ მშვიდობისმყოფელთა ხსოვნას და პატივი სცენ ყველა ქალსა და მამაკაცს, რომლებიც მსახურობდნენ ან ახლა მსახურობენ გაეროს სამშვიდობო კონტინგენტებში, ამჟღავნებენ მაღალ პროფესიონალიზმს, თავგანწირვასა და სიმამაცეს.

 

ნატალი დორმერი, რომელიც მაყურებელმა “სამეფო კარის თამაშებიდან” გაიცნო, სულ მალე ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავის, ვივიენ ლის როლს მოირგებს

“ქარწაღებულნის” ვარსკვლავზე სერიალს დიდ ბრიტანეთში Mainstreet Pictures გადაიღებს. სერიალში აქცენტი ლის არა პირად ცხოვრებას, არამედ მის კარიერას დაეთმობა. ეს უკვე მეორე პროექტია, რომელიც ვივიენის შესახებ არის დაგეგმილი. სულ მალე ლეგენდარულ მსახიობზე ფილმს Feud: Bette and Joan-ის შემქმნელები გადაიღებენ. ვივიენ ლიმ საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ოსკარი ორჯერ მოიპოვა, პირველად 1939 წელს Gone With the Wind-ში შესრულებული სკარლეტ ოჰარას როლით, მეორედ კი 1951 წელს A Streetcar Named Desire-ში შესრულებული ბლანშ დიბუას როლით. მსახიობი 1967 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: http://ew.com/

 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დამთვალიერებელი საქართველოს პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს დამფუძნებელი დოკუმენტების დედნებს იხილავს

No automatic alt text available.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორისაა: 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის დედანი; 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომლითაც დადასტურდა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა; 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია, დადასტურებული დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით, დედანი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასთან დაკავშირებული საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტო და კინოდოკუმენტები. 1918-21 წლების ისტორია დამთვალიერებლისათვის წარმოდგენილი იქნება შემდეგ თემებად: პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი დოკუმენტები; დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები; საყოველთაო არჩევნები; საგარეო ურთიერთობები; სამხედრო თემატიკა; ეკონომიკა; კულტურა და განათლება; საზოგადოებრივი ცხოვრება. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი გამოფენას 14 ივნისამდე უმასპინძლებს. დათვალიერება თავისუფალია.
წყარო: https://www.facebook.com/

 

პოლ ფეიგის ფილმის, “მარტივი თხოვნა” პირველი ტიზერი გავრცელდა, რომელშიც მთავარ როლს ბლეიკ ლაივლი თამაშობს

სიუჟეტის ცენტრში ბლოგერი სტეფანი (ანა კენდრიკი) და მისი მეგობარი ემილია (ბლეიკ ლაივლი), რომელიც მოულოდნელად უჩინარდება.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ოფიციალურად განქორწინებას ვერ ახერხებენ

PHOTO: PINTEREST

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი 6 შვილის მეურვეობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ მორიგდა. როგორც ერთ-ერთი წყარო იუწყება, ანჯელინა რამდენიმე თვით ევროპაში აპირებს გადასვლას და უნდა, რომ ბავშვებიც თან წაიყვანოს. ბრედი, ზოგადად, მოგზაურობების წინააღმდეგი არაა, თუმცა ამ შემთხვევაში თვლის, რომ შვილების ნახვას ძალიან დიდხანს ვერ შეძლებს და ფიქრობს, რომ მათთვის უკეთესი იქნება, თუ კალიფორნიაში დარჩებიან.
წყარო: https://tribune.com.pk/

 

ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ამერიკულ სერიალ Billions-ის ეპიზოდურ როლში გადაიღეს

გადასაღები მოედნიდან ფოტო შარაპოვამ Instagram-ზე გამოაქვეყნა.
სერიალის მესამე სეზონის ეპიზოდებში ცნობილი მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და დემიენ ლუისიც თამაშობენ.
წყარო: https://www.instagram.com

 

მომღერალი ლეიდი გაგა ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას კაბით გამოჩნდა

Here we go: Having spent much of the evening with her blonde hair pulled into a tightly wound plait, the singer shook it loose while making her way onto the street alongside Carino

წყარო: http://www.dailymail.co.uk

 

გამოვიდა “ოუშენის რვა მეგობრის” ახალი ტრეილერი

სულ მალე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს Warner Bros.-ის ახალი ფილმი – “ოუშენის რვა მეგობარი”, რომელიც ოუშენის მეგობრების ახალი ვერსია იქნება ქალი მსახიობების მონაწილეობით. ფილმში თამაშობენ: ქეით ბლანშეტი, სანდრა ბულოკი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეთევეი, სარა პოლსონი, პოპ-ვარსკვლავი რიანა.
წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.