ხვალ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება


გააზიარე სტატია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს მეოცედ გამართავს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პირველად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც საკუთარ სტენდსაც წარმოადგენს. ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს – ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი ექსპო ჯორჯიას ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ თბილისის წიგნის ფესტივალის სრული პროგრამა:
https://www.facebook.com/events/1936982879693

ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯია

AT.ge წარმოგიდგენთ იმ ახალი გამოცემების სიას, რომლებიც, ჩვენი აზრით, მკითხველის ყურადღებას იმსახურებენ:

  1. ვირჯინია ვულფი – ორლანდო (სულაკაური)
  2. იოსეფ როთი – რადეცკის მარში (სულაკაური)
  3. ფიოდორ დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები (რეპრინტი) (სულაკაური)
  4. იტალო კალვინო – თუ ზამთრით ღამის მოგზაური (სულაკაური)
  5. ჯეიმს ბალარდი – შეჯახება (სულაკაური)
  6. აკა მორჩილაძე – კუპიდონი კრემლის კედელთან (სულაკაური)
  7. მარგარეტ ეტვუდი – ორიქსი და კრეიკი (წიგნები ბათუმში)
  8. მიგელ ოტერო სილვა – როცა მეტირება, არ ვტირი (წიგნები ბათუმში)
  9. ურსულა ლე გუინი – განპყრობილები (წიგნები ბათუმში)
  10. რობერტ ჰაინლაინი – უცხო უცხოთა ქვეყანაში (წიგნები ბათუმში)
  11. დანიილ ხარმსი – შენ ფანჯარაში დამინახავ (წიგნები ბათუმში)
  12. ჯონათან საფრან ფოერი – უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს (დიოგენე)
  13. ნიკოს კაზანძაკისი – ალექსის ზორბასის ცხოვრება (დიოგენე)
  14. ნიკოლაი გოგოლი – მკვდარი სულები (რეპრინტი) (დიოგენე)
  15. ზიგმუნდ ფროიდი – რჩეული შრომები (დიოგენე)
  16. ანდრეი პლატონოვი – „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ (ინტელექტი)
  17. ნიკოს კაზანძაკისი – ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება (ინტელექტი
  18. ვიქტორ ეროფეევი – მამაჩემი. კარგი სტალინი (ინტელექტი)
  19. დავით წერედიანი – თემა და ვარიაციები (ინტელექტი)
  20. ერეკლე დეისაძე – ოთარაანთ ქვიარი (ინტელექტი)

ლევან ძნელაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.