რობერტ ინდიანა – სიყვარული პოპ არტში


გააზიარე სტატია

მე-20 საუკუნის ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, პოპ არტისტი – რობერტ ინდიანა იმ ხელოვანთა მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა ნამუშევრებიც – ავტორისგან დამოუკიდებელად აგრძელებენ არსებობას  და მსოფლიო მნიშვნელობას იძენენ ხელოვნების სამყაროსა თუ ისტორიაში.

ინდიანას მიერ 1964 წელს შექმნილი საკულტო სკულპტურა LOVE, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად ითვლება.  

თვითონ ავტორი კი ფიქრობდა, რომ მისი სკულპტურა მეოცე საუკუნის ყველაზე ხშირად გაყალბებული ხელოვნების ნიმუშია და საკუთარი აზრის დასამტკიცებლად ყალბი ნივთების დიდ კოლექციას  სახლში ინახავდა. ინდიანას დიზაინით შექმნილ წარწერას – LOVE-ს რომლის პირველი ორი ასო ზედა ხაზზეა, შემდეგი ორი – ქვედაზე, ასო O კი დაყირავებული, შეხვდებით მაისურებზე, პოსტერებზე, ბარათებზე და ა.შ.

გარდა ორიგინალური წითელი ვერსიისა,  ავტორმა შექმნა ასევე ლურჯი და მწვანე LOVE.  1973 წელს კი, ვალენტინობის დღესასწაულზე, ამერიკის ფოსტამ ინდიანას LOVE რვაცენტიანი შტამპისთვის გამოიყენა და  დღემდე ყველაზე პოპულარულ სადღესასწაულო შტამპად ითვლება ამერიკაში.

ბარბარა ჰასკელი (2013 წელს უიტნის მუზეუმში ჩატარებული რობერტ ინდიანას რეტროსპექტივის, “რობერტ ინდიანა – სიყვარულს მიღმა” კურატორი): “ეს არის კრიტიკის ახალი ტალღა – საზოგადოებამ მისი შემოქმედება თავიდან დააფასა და დაინახა ინდიანას წვლილი ამერიკული პოპ არტის განვითარებაში, განსაკუთრებით ინდიანას “ამერიკული ოცნების” შავი და ცუდი მხარის წარმოჩენით.


მაქსველ ანდერსონი, ინდიანაპოლისის მუზეუმის დირექტორი: რობერტ ინდიანას  LOVE არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უბრალოდ 1960-იანი წლების სკულპტურა ან ნამუშევარი, ეს არის უდიდესი კონცეპტუალური ხელოვნება, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად აღმატებულია სიყვარული ომთან შედარებით.

1963 წელს ენდი უორჰოლის   სტატიკური კამერით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტი, სადაც რობერტ ინდიანა ნელი ტემპით მიირთმევს სოკოს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.