fbpx

Canon-მა და Leica-მ ფირის ფოტოგრაფიის ეპოქა დაასრულეს


გააზიარე სტატია

ფოტოგრაფიაში ფირის ეპოქის დასრულებად შეფასდა მწარმოებელი გიგანტის – Canon-ის გადაწყვეტილება ამ ფირმის უკანასკნელი ფირის კამერის – EOS-1v-ს წარმოების შეჩერების შესახებ, რის შესახებაც კომპანიამ დღეს განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ მეორე ფოტოაპარატურის მწარმოებელმა – Leica-მ განაცხადა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფირის ფოტოკამერის – M7-ის გაყიდვების შეწყვეტის შესახებ.

 

Canon-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმარებაში არსებულ ფირის კამერების მომსახურებას 2025 წლამდე გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, კომპანიამ ფირის ფოტოაპარატების წარმოება 8 წლის წინ შეწყვიტა, თუმცა დღემდე აპარატების დარჩენილი მარაგის გაყიდვით იყო დაკავებული.

Canon ფირის ფოტოკამერებს 1936 წლიდან აწარმოებდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.