fbpx

1 ივნისი დილიდან


გააზიარე სტატია

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

Image result for children's

ეს დღე 1950 წლიდან   მრავალ ქვეყნაში აღინიშნება  იმის შესახსენებლად, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას. 

 

დღეს რუსთავი ორისა და მეორე არხის დაბადების დღეა

რუსთავი 2 24 წლის გახდა  ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ – ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა. რუსთავი 2 დღემდე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოსახლეობის მხრიდან ნდობით აღჭურვილი ტელეკომპანიაა. რაც შეეხება მეორე არხს, ტელეკომპანია უკვე 26 წლის არის. წლების წინ მეორე არხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ინოვაციური ტელევიზია იყო არაერთი საინტერესო გადაცემითა თუ ქართული შოუებით.

 

1980 წლის პირველ ივნისს მუშაობა დაიწყო  საინფორმაციო ტელეარხმა CNN-მა

Image result for 1980 cnn started

CNN ამერიკული ტელეკომპანიაა ახალი ამბების 24-საათიანი მაუწყებლობით.  მსოფლიოს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტსაიტს და 40-მდე საზღვარგარეთულ ბიუროს. ახალ ამბებს არხი გადასცემს 38 კოსმოსური თანამგზავრის სიგნალების საშუალებით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1,5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

 

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ციხის რეფორმა რეალითი შოუს ვარსკვლავ კიმ კარდაშიანთან განიხილა


30 მაისს დონალდ ტრამპი და კიმ კარდაშიანი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას ტვიტერიდან განუმარტა. მისი თქმით, თეთრ სახლში ვიზიტი 63 წლის პატიმარ ქალს, ელის მარია ჯონსონს ეძღვნებოდა, რომელსაც 30 მაისს დაბადების დღე ჰქონდა. ჯონსონს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ნარკოტიკების მოხმარების გამო და კარდაშიანმა ტრამპს მისი შეწყალება სთხოვა.
წყარო: https://twitter.com/

 

ანჯელინა ჯოლი ახალ ფილმში ითამაშებს

Angelina Jolie David Oyelowo

ამჯერად ის დევიდ ოიელოუოსთან ერთად ფანტასტიკურ დრამაში, Come Away-ში მიიღებს მონაწილეობას. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი პიქსარის პოპულარული ანიმაციის, Brave-ის ერთ-ერთი შემქმნელი ბრენდა ჩაპმანი იქნება. კინოსურათის სიუჟეტი ორი მშობლის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა სამი შვილიდანაც ერთი ტრაგიკულად იღუპება. სწორედ ამ დროს დარჩენილი ორი შვილი ცდილობს მშობლებს ცხოვრების ახალი მიზეზი მისცეს და ამისთვის ზღაპრულ სამყაროს იყენებენ. ფილმის გადაღებები დიდ ბრიტანეთსა და ლოს-ანჯელესში შემოდგომაზე დაიწყება.
წყარო: https://variety.com/

 

This Is Us 2017-2018 წლის რეიტინგების ლიდერია

Image result for This Is Us

გასული წლის და 2018-ის პირველი ნახევრის სატელევიზიო სეზონი უკვე დასრულდა. ამერიკის უმსხვილესმა რეიტინგების მთვლელმა კომპანიამ ამ სეზონის 11 ყველაზე რეიტინგული შოუ დაასახელა. თუმცა გაითვალისწინეთ, აქ მხოლოდ ის შოუები მოხვდნენ, რომლებსაც პირდაპირ ეთერში გასვლის დროს ჰქონდათ მაღალი რეიტინგი და არა ონლაინ გადმოწერისა თუ ყურების დროს. პირველი ადგილი პოპულარულმა სერიალმა “ეს ჩვენ ვართ” დაიკავა, გარდა ამისა რეიტინგში მოხვდნენ – “გრეის ანატომია”, “9-1-1”, “დიდი აფეთქების თეორია” და სხვ.
წყარო: https://www.sfgate.com/

 

BBC Earth-მა YouTube-ზე 10-საათიანი ვიდეო დადო, რომელზეც ოკეანე და მისი მობინადრეები არიან ასახულნი. თითოეული მონაკვეთი ოკეანის სხვადასხვა ნაწილს ეძღვნება.

 

1 ივნისს, 20:40 საათზე, მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სივრცეში  ლი ანკრიჩის ანიმაციას, “კოკოს” უჩვენებენ

Image may contain: 7 people, people smiling

Disney-ისა და Pixar-ის უახლესი ნამუშევარი, მართლაც რომ გასული წლის აღმოჩენაა. მან დამსახურებულად დაისაკუთრა ყველა პრესტიჟული ჯილდო და რაც მთავარია  შეძლო და დაიპყრო მაყურებელთა გულები, განურჩევლად ასაკისა და მისწრაფებისა. მართლაც, პატარა მიგელიტოს ისტორია, რომელიც მუსიკოსობაზე ოცნებობს და გარდაცვლილთა სამყაროში მოგზაურობს, გულგრილს ვერავის დატოვებს. ის არასდროს ნებდება და თავდაუზოგავად ისწრაფვის ოცნებების ასრულებისკენ. ჩვენ შევძლებთ ახლოდან დავათვალიეროთ მექსიკის მრავალფეროვანი კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების წესი.

ეს სიკეთით სავსე ანიმაცია კარგად გვიჩვენებს ოჯახის და სიყვარულის უზარმაზარ ძალას, ძალას, რომელიც ყველაფრის გასაღებია.
წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისში ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა

გუშინ, 31 მაისს, თბილისს ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი შეემატა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი პირველი მუზეუმია  ამიერკავკასიაში, რომელიც ქალი პროფესიონალების გუნდმა შექმნა. მუზეუმის საქმიანობა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით განვითარდება: ქართული ვიზუალური კულტურის მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია, ინსტიტუციონალიზაცია და შესწავლა; ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა; რეგიონში ქალი ფოტოგრაფების გაძლიერება და ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც მუზეუმი აპირებს. სწორედ ამ აქტივობების ერთიანობა  ისახავს მიზნად თვისობრივად ახალი ტიპის, ევროპული სტანდარტის მუზეუმის შექმნას. მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი. მედიათეკა გააერთიანებს ფოტო-წიგნებისა და მულტიმედიის უნიკალურ არქივს, რომელიც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმს საჩუქრად ცნობილი ფრანგი ფოტო კურატორის და პარიზის ისტორიის მუზეუმის ფოტო დეპარტამენტის დამაარსებლის, ფრანსუაზა რენოსგან გადმოეცემა. მულტიმედიური არქივი, რომელიც ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი, თბილისის ფოტო ფესტივალის არსებობის 10 წლის განმავლობაში დაგროვილი მულტიმედიური პროექტების უნიკალურ კოლექციას  გახდის ხელმისაწვდომს ფართო საზოგადოებისათვის.

 

ტეილორ სვიფტმა თავისი დიდი ხნის ბექ-მოცეკვავე გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან ინსტაგრამზე ძალადობის წამახალისებელი, სექსისტური და მიზოგინური მიმები გამოაქვეყნა


მიმების შინაარსის მიხედვით, ქალები გაუპატიურებაზე ოცნებობენ და მათი ადგილი სამზარეულოშია. ინციდენტის შემდეგ ტოშიმ თავისი ინსტაგრამი მხოლოდ გამომწერებისთვის ხილულ რეჟიმზე გადაიყვანა.
წყარო: https://twitter.com/PopCrave/

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.