fbpx

კარგი მცირე სასტუმროები საზაფხულო მოგზაურობებისთვის


გააზიარე სტატია

შიდა ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის ყოველთვის საინტერესოა, სად შეიძლება გაჩერდე კომფორტულად ღამის გასათევად, სად წახვიდე ახალი გამოცდილებების მისაღებად და ვინაიდან ხეტიალისთვის ყველაზე შესაფერისი დრო – ზაფხული დადგა, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

 

გარემო

ხის სახლი ცისფერი კარ-ფანჯრებით  ამბროლაურის რაიონში, სოფელ სადმელში გელოდებათ და გთავაზობთ, შეიქმნათ თქვენთვის სასურველი გარემო. სახლი, რომელიც სტუმრებს ოთხივე სეზონზე ეპატიჟება, დაახლოებით 15 ადამიანის მისაღებად არის განკუთვნილი და მისი შექმნის იდეა ტყუპ დებს, 25 წლის თამარს და მირანდას ეკუთვნით. “გარემოში” ორი 2-კაციანი და ორი 5-კაციანი ოთახი, ორი სველი წერილი, ერთი სამზარეულო და ერთიც ბუხრის ოთახია. ხალხის მოთხოვნიდან და ინტერესიდან გამომდინარე, სასტუმროს მეპატრონეები გაფართოებას აპირებენ და კიდევ ერთი სახლის მშენებლობა წამოიწყეს, რაც მომავალში მეტი სტუმრის მიღების საშუალებას მისცემთ.

 

ჰეშკილის ქოხები

მესტიიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ქოხამდე მიდის სამანქანე გზა და თუ გადაწყვეტთ სვანეთში ყოფნისას იქ დარჩეთ, საკვებსა და ცხელ წყალზე ზრუნვა არ დაგჭირდებათ, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ სველი წერტილები საზიაროა და ქოხების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე ადგილები ლიმიტირებულია, შესაბამისად, წინასწარ დაჯავშნას გირჩევდით.

 

Oasis Club 

დავით გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ უდაბნოში ჰოსტელს, რესტორანს და ხის კოტეჯებს აერთიანებს. პერიოდულად ოაზის-კლუბი საინტერესო მუსიკალურ ღონისძიებებსაც აწყობს, რაც შესაძლოა დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდეს იქ სტუმრობისთვის.

 

ბანაკი ყუროზე

სტეფანწმინდაში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზეა განთავსებული და მოიცავს როგორც გასაქირავებელ  კარვებს, ასევე ოთახებს ჰოსტელში, ბარს და რესტორანს. აქ შეგიძლიათ აღნიშნოთ განსაკუთრებული დღეებიც და მთელი სივრცე ერთიანად აითვისოთ.


საქართველოს დაცულ ტერიტორიებში მდებარე სასტუმროები, სახლები და ტურისტული თავშესაფრები
თხუთმეტამდე ნაკრძალში მდებარე ღამის გასათევი ადგილები ერთ ადგილას შეგიძლიათ ნახოთ და იმის მიხედვით, თუ სად აპირებთ მოგზაურობას და ლაშქრობას, აარჩიოთ თქვენთვის შესაბამისი ღამის გასათევი.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.