fbpx

7 ივნისი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

Universal-მა პიტერ ჯეკსონის სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი  ფილმის, Mortal Engines-ის ტრეილერი გამოაქვეყნა

 ფილმის სცენარისტი და რეჟისორი პიტერ ჯეკსონია და მასთან ერთად გადამღებ ჯგუფში ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც Lord of the Rings-სა და The Hobbit-ზე მუშაობდნენ.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ბორჯომის ცენტრალურ პარკში ქართული ანბანის პოპულარიზაციის მიზნით ანბანის ინსტალაციები განთავსდა

 

თანამედროვე კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი ალბერტ სერა საქართველოშია

Image result for Albert Serra

ესპანელმა რეჟისორმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულებისთვის პრესკონფერენცია გამართა. ის თბილისს ახალი პროექტის – „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ – ფარგლებში ეწვია. ალბერტ სერამ მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოიპოვა ფილმებისთვის  „ჩემი გარდაცვალების ამბავი“ და „ლუი მე-14-ს გარდაცვალება“.

 

 

Instagram-ის მომხმარებლებს მალე სოციალურ ქსელში 1 საათის ხანგრძლივობის ვიდეოების გამოქვეყნების საშუალება ექნებათ

Image result for instagram

სიახლის თანახმად, შესაძლებელი ხდება ერთი საათის ხანგრძლივობის ისეთი ვიდეოს გამოქვეყნება, რომელიც ვერტიკალურ ფორმატში იქნება გადაღებული. ეს იმ ფორმატის ვიდეოებია, რომლის დადებაც მომხმარებლებს “ისტორიებში” უკვე დიდი ხანია შეუძლიათ. დღეს Instagram-ზე მაქსიმუმ 1-წუთიანი, “ისტორიაში” კი 15-წამიანი ვიდეოების განთავსებაა შესაძლებელი.
წყარო: https://www.wsj.com/

 

ტრეილერი: HBO-ს ახალი სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს

ოსკარის ნომინანტი მსახიობი ემი ადამსი HBO-ს ახალ სერიალში Sharp Objects მთავარ როლს ასრულებს. ადამსი სერიალში რეპორტიორის როლს მოირგებს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ორი თინეიჯერი გოგონას სასტიკი მკვლელობის გასაშუქებლად ჩადის.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=asX53aeBPJE

 

ჯარედ ლეტო ჯოკერი კიდევ ერთხელ გახდება

2016 წელს გამოსულმა Suicide Squad-მა კრიტიკოსებისა და მაყურებლების დიდი აღფრთოვანება ვერ დაიმსახურა, თუმცა ჯარედ ლეტოს კინოკომპანია Warner Bros. მეორე შანსს აძლევს. ლეტო კიდევ ერთხელ მოგვევლინება ჯოკერის როლში. ეს იქნება დამოუკიდებელი ისტორია ჯოკერის შესახებ, სადაც მსახიობი პროდიუსერის ამპლუასაც მოირგებს. ამ ეტაპზე ფილმის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
წყარო: https://www.theverge.com

 

7 ივნისს, 14.00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტში მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზენტაცია

Related image

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. პრეზენტაციაზე წარმოადგენენ ინფორმაციას BIAFF კინოფესტივალის 2018 წლის პროგრამის ძირითადი სექციების, მასტერკლასების, კინოჩვენებების ლოკაციების, BIAFF 2018-ის კინოფესტივალზე კინოფილმების წარდგენისა და აკრედიტაციის, ასევე BIAFF 2018-ის ინდუსტრიული პლატფორმის, “ალტერნატიული ტალღას” ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ ლედი გაგას ახალი ფილმის, A Star is Born-ის პირველი ტრეილერი

A Star is Born – ასე ჰქვია ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ერთობლივ ფილმს, რომელიც უილიამ ველმანის 1937 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია. სიუჟეტის მიხედვით კინოვარსკვლავი ცდილობს ახალგაზრდა მომღერალს წარმატების და დიდების მოპოვებაში დაეხმაროს, იმ დროს როდესაც თავად მისი კარიერა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, უფსკრულისკენ მიექანება.
წყარო: https://www.youtube.com

 

“მისტერ რობოტის” ვარსკვლავი რემი მალეკი ახალ ფილმში FBI-ს აგენტის როლს შეასრულებს

Rami Malek

American Radical – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კინოსტუდია Universal გადაიღებს. სიუჟეტი კევინ მაურერისა და ტამერ ილნორის მემუარებს ეფუძნება და ის ალ ქაიდას ტერორისტული ორგანიზაციის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის რეჟისორი მისტერ რობოტის შემქმნელი სემ ისმაილია.
წყარო: https://variety.com/


რეკომენდებული სტატიები
5 ივნისი დილიდან 
Play Video

5 ივნისი დილიდან 

5 ივნისი დილიდან 
ქართული ანიმაციური ფილმის, "ჯინოს" ჩვენების უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.