fbpx

50 ფოტო დაძირული ქალაქიდან


გააზიარე სტატია


 

ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობიდან სამი წელი გავიდა. სტიქიამ 19 ადამიანი იმსხვერპლა და რამდენიმე დღით თავდაყირა დააყენა მთელი ქალაქის ცხოვრება: გმირთა მოედანი, მზიურის პარკის ტერიტორია და ქალაქის სხვა დაზარალებული მონაკვეთები სამაშველო სამსახურების, შინაგანი ჯარების, სნაიპერების, მძიმე ტექნიკის, ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველების, გადამღები ჯგუფებისა და მოხალისეების არმიებმა დაფარეს.

მდინარე ვერეს წყალდიდობამ გამოაშკარავა მნიშვნელოვანი ხარვეზები ქალაქგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის უპასუხისმგებლო განვითარების, ასევე მთავრობისა და სამაშველო სამსახურების კვალიფიკაციის მხრივ. თუმცა, ამ კრიზისმა ასევე გვიჩვენა მოქალაქეების თვითორგანიზების, სოლიდარობისა და თავდადების ბევრი მაგალითი, რაც მთელი ამ დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

დღეს, გთავაზობთ ისტორიულ ფოტოდოკუმენტებს, რომლებიც სტიქიის ღამესა და მომდევნო დღეებში იანა ყორბეზაშვილმა, გურამ მურადოვმა და გიორგი ისაკაძემ გადაიღეს.

ფოტო: გურამ მურადოვი

 

ფოტო: გიორგი ისაკაძე

 

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი

ფოტოები თავდაპირველად გამოქვეყნდა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე civil.ge



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.