fbpx

14 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

აფრიკაში ბაობაბის უძველესი გიგანტური ხეები ბოლო წლებია ხმება

ხეების ასაკი 1100-დან 2500 წლამდეა და ზოგ შემთხვევაში მათი სიგანე ავტობუსის სიგრძეს აღემატება. მეცნიერები ხეების მოულოდნელი ხმობის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ფაქტს კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ. “13 უძველესი ბაობაბიდან ცხრა უკვე აღარ არის. ისინი ნაწილობრივ ან სრულიად გახმნენ და წაიქცნენ ბოლო 12 წლის განმავლობაში”, – აცხადებენ მეცნიერები და დასძენენ, რომ მოვლენას უპრეცედენტო მნიშვნელობა აქვს.
წყარო: https://www.theguardian.com

 

კურტ კობეინის ნამუშევრები, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ ვაშინგტონის შტატის ქალაქ აბერდინის მუზეუმში ინახებოდა, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა

Kurt Cobain exhibition destroyed by fire

მუზეუმში, ქალაქის სხვა ისტორიულ ნივთებთან ერთად, გამოფენილი იყო ნირვანას სოლისტის ხელნაწერები და სხვა პერსონალური ნამუშევრები. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
წყარო: http://www.nme.com/

 

 

ტიმ ბარტონმა 1941 წლის ანიმაციური ფილმი “დამბო” მხატვრულ ფილმად აქცია და დღეს დისნეიმ მისი პირველი ტრეილერი გამოუშვა

დამბო” უამრავი ადამიანის საყვარელი მულტფილმია, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას სპლიყვზე, ვეება ყურებით. მას ამის გამო ბევრი დამცირების ატანა უწევს, თუმცა საბოლოოდ სწორედ ეს ყურები გახდება მისი მთავარი ძალა, რისი დახმარებითაც პატარა სპილო ფრენასა და გათავისუფლებას შეძლებს. ფილმში მონაწილეობენ ევა გრინი, კოლინ ფარელი, მაიკლ კიტონი და დენი დევიტო. სიუჟეტის მიხედვით, კოლინ ფარელის პერსონაჟი ცირკის ყოფილი ვარსკვლავია, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ სცენას უბრუნდება.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ანტონიო ბანდერასი და ალეკ ბოლდუინი ახალ ფილმში  Lamborghini ენცო ფერარისა და ფერუჩო ლამბორგინის როლს შეასრულებენ

ფილმის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი მაიკლ რედფორდია. ფილმში ბანდერასი ლამბორგინის როლს შეასრულებს, ხოლო ბოლდუინი მის მეტოქეს, ენცო ფერარის განასახიერებს. ლამბორგინი და ფერარი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიებია.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

Conjuring-ის რეჟისორი ჯეიმს ვანი ახალი ჰორორის პრემიერისთვის ემზადება

The Nun ასე ჰქვია ფილმს, რომლის მთავარი პერსონაჟიც პირველად სწორედ წყევლის მეორე ნაწილში გამოჩნდა. ფილმის პრემიერა 2018 წლის 7 სექტემბერს შედგება.
წყარო: https://www.youtube.com

 

29 ივნისს ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსს: რატომ არ მოგწონს სევდა?

Image may contain: one or more people and text

ეს შეიძლება იყოს შეუმჩნეველი მოგზაურობა ემოციური მდგომარეობის ლაბირინთში და მოგზაურობა – როგორც ოთახებში გადანაცვლება. თითოეული ოთახი სხვადასხვა ჩრდილებით არის სავსე. დროდადრო, როგორც კი რომელიმე ოთახში აღმოვჩნდებით, ვხვდებით, თუ როგორ საშინელ სევდას ვგრძნობთ. ეს სევდა თითქოს მთლიანად გვფარავს და სულაც არ გვინდა მისგან თავის დაღწევა. მელანქოლია ისე გვანელებს, რომ საშუალება გვაქვს გარშემო ყველაფერს ყურადღებით მოვავლოთ თვალი, თუმცა, ამავდროულად, გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ვცდილობთ, რათა ახალი ენერგიით სხვა კარის გაღება შევძლოთ.
წყარო: https://www.facebook.com/

 

14 ივნისს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართული კინოს ლეგენდის – ნატო ვაჩნაძის 114 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება მუზეუმის “უკვდავთა ბაღში” ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის ბარელიეფები გაიხსნება

Image may contain: 1 person, text

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია ახალი, ილუსტრირებული კატალოგისა – “ნატო ვაჩნაძე”. აღსანიშნავია, რომ მაღალპოლიგრაფიული წიგნი ხელოვნების სასახლეში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საზოგადოებას დიდი მსახიობის მოღვაწეობისა და ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებზე უყვება. ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ტანდემმა ქართულ კინოში წარუშლელი კვალი დატოვა. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი ფილმები, როგორებიცაა: “გიული”, “ნათელა”, “ნარინჯის ველი”, “სამშობლო” და მრავალი სხვა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

დარეჯანის ისტორიულ სასახლეში სარეაბილიტაციო აღდგენითი სამუშაოები იწყება

სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დაიწყება,  კომპლექსს საფრთხე ემუქრება და შესაძლოა გალავნის კედლები დაინგრეს. ნაგებობას და მის გალავანს ყველაზე მეტად გრუნტის ჩამომდინარე წყლები აზიანებს, კედლები ნესტიანი და დაბზარულია.

 

ბორჯომში, სოფელ ბალანთაში მე-19 საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Image may contain: cloud, sky and outdoor

ბალანთის ეკლესია  დარბაზული ნაგებობაა და აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია წითელი ფერის დამუშავებული ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია, ფასადზე პროფილირებული საპირეთი და კაპიტელებით გაფორმებული. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის ნაწილში სახურავზე დადგმულია ოთხ სვეტზე გახსნილი ფანჩატურიანი სამრეკლო. ტაძარი გადახურულია თუნუქით. ბალანთის ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, დეტალები, ეკლესიაში დაცული ქვაჯვარი, იკონოსტასი.
წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
13 ივნისი დილიდან

13 ივნისი დილიდან

13 ივნისი დილიდან
ოშკის ტაძარში აქამდე უცნობი წარწერა და სავარაუდოდ, მე-10 საუკუნეზე უფრო ადრინდელი ნაგებობის კვალი აღმოჩნდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.