სად ვუყუროთ ფეხბურთს?


გააზიარე სტატია

სად ვუყუროთ ფეხბურთს?

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი  განსაკუთრებული მოვლენაა სპორტის სამყაროში, რომელსაც გულშემატკივარი 4 წლის განმავლობაში სულმოუთქმელად ელის. ფეხბურთის მოყვარულთა უმრავლესობა  მატჩების ყურებას, მეგობრებისა და „თანამოაზრეების“ წრეში ანიჭებს უპირატესობას  და ამისათვის განსაკუთრებულად მყუდრო და კომფორტულ გარემოს ეძებს.

გთავაზობთ თბილისში არსებულ რამდენიმე სივრცეს, სადაც სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას:

 

ჰაინეკენის ბაღი (ვარდების ბაღი)

აღმაშენებლის გამზირი 73

ჰაინეკენის ბაღი იდეალური სივრცეა ფეხბურთის საყურებლად, რომელიც გთავაზობთ ღია და გადახურულ ტრიბუნებს; 100-მდე კომფორტულ დასაჯდომ და 100-მდე დასადგომ ადგილებს; 18 კვ.მ მონიტორს და მაღალი ხარისხის გახმოვანებას; ჰაინეკენის ლუდსა და გრილზე შემწვარი ხორცის ასორტიმენტს; ალკოჰოლურ სასმელებს.
დასაჯავშნად დაუკავშირდით facebook გვერდზე.

 

“ვიტამინი” კუს ტბაზე

კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბი “ვიტამინი”

ერთ-ერთი ყველაზე გრილი ადგილია თბილისში. ვიტამინი გთავაზობთ 200  დასაჯდომ ადგილს, 4 ეკრანს, (ეკრანის ზომები: 6-6-ზე/ 3-3-ზე / 1.8-1.8-ზე) ლუდს “აისსა” და “ჰაინეკენს”, ალკოჰოლურ სასმელებს,  გრილზე შემწვარ ავსტრიულ ხორცპროდუქტს და ასევე ვეგეტარიანულ კერძებს. ჩემპიონატის მსვლელობისას, პერიოდულობით, მატჩების დასრულების შემდგომ,  გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.
დასაჯავშნად დაუკავშირდით: 555 789041

 

ტერასა „პომოდორისიმო“

გრიბოედოვის 31ა

თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ფეხბურთის მოყვარულებს გთავაზობთ მაღალი ხარისხის ჩვენებას და გახმოვანებას (მონიტორის ზომა 3/2.5 მეტრი). გადახურულ ტერასას, უგემრიელეს იტალიურ სამზარეულოს, საუკეთესო ლუდის არჩევანს, ლუდთან წასახემსებელსა და სოსისების სხვადასხვა სახეობას, ასევე, ქვევრის ჩამოსასხმელ ქართულ ლუდს. ჩემპიონატის მსვლელობისას, ლუდთან ერთად, მომხმარებელი მიიღებს   სპეციალურ შემოთავაზებას.

დასაჯავშნად დაუკავშირდით:  591 113 114 / 591 051 606

 

FAN AREA (მუშტაიდის ბაღი)

აღმაშენებლის გამზირი 182

კომფორტული და განსაკუთრებული სივრცე ფეხბურთის მოყვარულთათვის  გთავაზობთ ღია, 800 კვ.მ ადგილს, რომელიც ერთდროულად 600 ადამიანს იტევს.  ტერიტორია დაყოფილია 3 სივრცედ: VIP არეა, FAN ზონა და თავისუფალი ზონა. ტერიტორიაზე დგას 30 კვ. მ-ის, საქართველოში ყველაზე დიდი, 2 მონიტორი მაღალი ხარისხის გახმოვანებით. FAN AREA გთავაზობთ  ლუდის ბრენდებს: “ჰაინეკენს”, “არაგველსა” და “აისს” და  ლუდზე მისაყოლებელ კერძებს. FAN AREA ასევე გთავაზობთ სხვადასხვა პრიზებსა და  გასართობ აქტივობას.
დასაჯავშნად დაუკავშირდით facebook გვერდზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.