fbpx

მსოფლიო თასი – რას უნდა ველოდოთ და რატომ


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ხაჩიძე

 

ამ მსოფლიოზე მაღალი დონის ფებურთს ვიხილავთ

თავიდანვე დავტკბებით და ბოლოსკენ გადასარევ  სანახაობას მივიღებთ,

და აი რატომ:

ყველა ტრადიციული გრანდი ოპტიმალურად არის დაკომპლექტებული. ვიღაცას ზე-ვარსკვლავი ჰყავს, ვიღაცას ბევრი მაღალი დონის ოსტატი.

ძლიერი და მოტივირებული მეორე ეშელონის გუნდები  – ევროპულ ტოპ-კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით, დაგროვილი გამოცდილებით და ამბიციით…

ამაღლებული და გათანაბრებული საერთო დონე და გაზრდილი და გამდიდრებული ბაზარი – ყველა და ყველაფერი ბოლომდე დაიხარჯება ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელების გასაყიდათ…

ამას ემატება ახალი და განახლებული სტადიონები და უშუალოდ ბელადის მოტივაცია…

 

რაც შეეხება შანსებს:

ოთხი ფავორიტია, რომელიც სხვადასხვა თვალსაზრისით, მაგრამ თანაბრად მზად არის მსოფლიო ჩემპიონობისთვის:

ყველაზე ტიტულოვანი და ნეიმარიანი ბრაზილია;

მოქმედი ჩემპიონი – გერმანია;

ჩემპიონობის ხიბლიდან გამოსული, კრიზისგადალახული და თავიდან მოტივირებული ესპანეთი;

დაღვინებული, შემადგენლობაზე და სტრატეგიაზე ჩამოყალიბებული საფრანგეთი.

ბრაზილიამ ბოლოს საუკუნის დასაწყისში, 2002 წელს მოიგო. უფრო ხანგრძლივი პაუზაც, 24 წელიც, ჰქონია, მაგრამ 16 წელიც საკმაოდ ბევრია და ჩემპიონობის დროა, მე-6 ჩემპიონობის.

გერმანია მოქმედი ჩემპიონია. პირველი იქნება, ვინც ზედიზედ მოიგებს მსოფლიოს, გადაფარავს ესპანეთის 2008-2012 წლების ტრიუმფს და მე-5 ტიტულით ბრაზილიას გაუთანაბრდება.


ესპანეთს დასამტკიცებელი აქვს, რომ  4-წლიანი დომინაცია (ორი ევროპა და შუაში მსოფლიო) ერთჯერადი მოვლენა არ იყო და ჩემპიონობით მუდმივ გრანდებში გადმოეწერება.

ესპანეთის მსგავსი და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია აქვს საფრანგეთს. 20 წლის წინ ზიდანმა მოიგო ყველაფერი. მანამდე – 80-იანების დასაწყისში – პლატინიმ. ჰოდა, შეეცდებიან მეორედ და გუნდურად მოიპოვონ მსოფლიო თასი.

 

ბრაზილიას სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავს. ყველა რგოლში მსოფლიოს საუკეთესოთა შორის მყოფი ფეხბურთელები არიან. სრული ბალანსია, კონკრეტული ტაქტიკა და სტრატეგია გააჩნია, რასაც ნეიმერი ემატება.  ჰოდა, ამ ბრაზილიას ყველას დამარცხება შეუძლია.

ყველას დამარცხება შეუძლია გერმანიასაც. გუნდში გამოცდილების და ახალგაზრდობის იდეალური შერწყმაა. არიან ჩემპიონები და ჩემპიონობისთვის მომზადებული ფეხბურთელები. ყველა რგოლში მრაფალფეროვნებაა და ყველა შესაძლებელი სცენარი გათვალისწინებულია.

ამ მხრივ გერმანიას ესპანეთიც ჰგავს. ერთი შეხედვით, მინუსი – რომ გუნდი სულ ვარსკვლავებით არ არის დაკომპლექტებული, დიდ უპირატესობად შეიძლება იქცეს. არის ინიესტა, რამდენიმე სხვა ჩემპიონი და ბევრი მაღალი კლასის მქონე ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებიც კლუბებში წინა პლანზე ვერ არიან და აქ გაფრინდებიან…

 

ყველაზე წინ, შემადგენლობის ვარსკვლავურობის მხრივ, საფრანგეთია. ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდი, გამოცდილ და სრულყოფილ ნაკრებად ჩამოყალიბდა. მკაფიოდ გამოიკვეთნენ ლიდერები და ყველამ იცის თავისი როლი და მნიშვნელობა.

ამ ოთხივეს ისევ ეს ოთხი ან მესი თუ მოუგებს…

მესი,
რომელიც ყველაზე დიდია, რომელსაც ვერავინ შეედრება კი არადა, ახლოსაც ვერ მივა, იმის მიუხედავად, რომ გუნდში მხოლოდ 3-4 აუცილებელი დონის მოთამაშე და არც ისე მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს, მაინც ფავორიტია და მაინც შეუძლია ჩემპიონობა.
უნდა, და ბოლომდე შეეცდება ამის გაკეთებას.

ნორმალურად უნდა  იასპარეზონ –
მძიმე, მაგრამ ძლიერმა პორტუგალიამ;
ბოლომდე ვერ გაიგებ, რის ხარჯზე, მაგრამ ინგლისმა;
პერსპექტიულმა, მაგრამ გაუთლელმა ბელგიამ;
მოდრიჩ-რაკიტიჩიანმა ხორვატიამ.

ჩემპიონატს მოუხდება და საინტერესო თამაშებს გამოიწვევენ სამხრეთამერიკული, ვარსკვლავებიანი, მაგრამ არასრულფასოვანი ნაკრებები – ურუგვაი, კოლუმბია, ჩილე და პერუცო, ამბობენ.

 

აფრიკელების არ მწამს და არც კი შევჩერდები.

ბოლოს, დააკლდება თუ არა მსოფლიოს იტალია ან ჰოლანდია? დააკლდება, მაგრამ არც ისე. ორივეს გულშემატკივარისთვის მხოლოდ დადებითი ამბავია მსოფლიოზე ვერ/არ გასვლა.

იტალია მიეჩვია საშუალო დონის ფეხბურთელებით და უსახო ფეხბურთით შედეგის მიღწევას. არ ათამაშებდნენ ბაჯოს და ტოტის. ახლა კეთილს ინებებენ და გადახედავენ სტრატეგიას. მიხვდებიან, რომ აღარ გამოდის ეგრე. დაიწყებენ საკლუბო ფეხბურთის განვითარებას და ფეხბურთელების გაზრდას.

ჰოლანდიის ამბავიც ნაწილობრივ მსგავსი შემთხვევაა. ეს ნოვატორი და ლაღი გუნდი, ყოველთვის გამორჩეული და მომხიბლავი ნაკრები, კაცმა არ იცის ბოლოს რას თამაშობდა. თუმცა აქ ერთი არასპორტული მხარეც არის, აშშ-ს მსგავსად, ნაკლებად სურდათ ჰოლანდიელი მოქალაქეების მკვლელ (მალაიზიის ავიახაზები) სახელმწიფოში გამგზავრება.

საინტერესო ამბავია ის, რომ თამაშის და ვარჯიშის პარალელურად გუნდებს ბევრი მგზავრობა უწევთ. ზოგი ნაკრები არანორმალურად დიდ დისტანციას გადის, რაც სავსებით შესაძლებელია უარყოფითად დაეტყოს თამაშის ხარისხს…


რეკომენდებული სტატიები
სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?
გთავაზობთ თბილისში არსებულ რამდენიმე სივრცეს, სადაც სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას
ზაზა ფაჩულია NBA ჩემპიონია - ზედიზედ მეორედ!
Play Video

ზაზა ფაჩულია NBA ჩემპიონია - ზედიზედ მეორედ!

ზაზა ფაჩულია NBA ჩემპიონია - ზედიზედ მეორედ!
დილას ასე 7 საათზე გაღვიძებულ ხალხს საინტერესო სურათი დახვდათ: ოკეანეთში საქართველომ ტონგა დაამარცხა 15:16 და ოჰაიოში კი ზაზას გოლდენ სტეიტმა დასკვნით საფინალო მატჩში კლივლენდ კავალიერსს ზედ გადაურბინა ანგარიშით 85-108.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.