fbpx

18 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

Stranger Things-ის მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა ტვიტერის ანგარიში გააუქმა მას შემდეგ, რაც ის სიძულვილის გამავრცელებელი მიმის სამიზნე გახდა

მიმი, რომელშიც მილის ჰომოფობიას აბრალებენ, 2017 წლის ნოემბრიდან ტრიალებს ტვიტერზე, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში მან ინტენსიური სახე მიიღო. ჰეითერები პოსტებს ჰეშტეგით, #TakeDownMillieBobbyBrown, იყენებენ.
წყარო: https://mashable.com/

 

ელენ დეჯენერესი 2003 წლის შემდეგ პირველად იწყებს ტურნეს

Image result for Ellen DeGeneres Sets First Stand-Up Tour in 15 Years

აგვისტოს განმავლობაში კომიკოსი და თოქ-შოუს წამყვანი ამერიკის სამ ქალაქში სთენდაფ-შოუებს მოაწყობს. ტურნეს An Evening With Ellen DeGeneres  ერქმევა. ელენის სთენდაფ-შოუები სან-დიეგოში, სან-ფრანცისკოსა და სიეტლში გაიმართება. ტურნე 10 აგვისტოს სან-დიეგოში დაიწყება და 23 აგვისტოს სიეტლში დასრულდება. სიეტლში ჩატარებული შოუების ჩანაწერი ნეტფლიქსზე ელენის ახალი შოუს ნაწილი იქნება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

American Horror Story-ის მერვე სეზონში წინა ნაწილების პერსონაჟებიც გამოჩნდებიან

AHS Murder House, Coven

AHS-ის მერვე სეზონში მთავარ როლებს კეტი ბეიტსი, სარა პოლსონი, ევან პიტერსი და ჯოან კოლინზი შეასრულებენ. როგორც რაიან მერფი ამბობს, ამ მსახიობებს წინ ძალიან დიდი საქმეები ელოდებათ. გარდა ამისა, მერფიმ გაამხილა, რომ შოუს მერვე სეზონში ვიხილავთ წინა სეზონების – Murder House-ისა და Coven-ის პერსონაჟებს. როგორც სერიალის შემქმნელი გვარწმუნებს, ჯადოქრებს მერვე სეზონში დიდი ამბები ელით. მიუხედავად იმისა, რომ რაიან მერფის არ დაუსახელებია ის პერსონაჟები, რომლებიც შოუს ახალ ნაწილში გამოჩნდებიან, ფანები ამ ამბავს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მერფის ტვიტიდან ირკვევა ისიც, რომ სერიალი ეთერში სექტემბერში დაბრუნდება.
წყარო: https://variety.com

 

წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ სერიალი The Sinner მეორე ნაწილით პირველ აგვისტოს დაბრუნდება

ახლახან შოუს პირველი ტრეილერი გავრცელდა, სადაც უკვე გამოჩნდა სეზონის ახალი ვარსკვლავი – კერი კუნი. როგორც ტრეილერიდან ვიტყობთ, 11 წლის ბიჭი საკუთარ მშობლებს კლავს, ამის მიზეზი კი არავინ იცის. სწორედ ამ ისტორიის გარშემო იქნება აგებული შოუს მეორე სეზონი.
წყარო: https://www.youtube.com

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებულ რეგიონს სტუმრობს

მსახიობი გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსით მოსულში იმყოფება და ტერორისტების მიერ განადგურებული ქალაქი დაათვალიერა. ანჯელინა ჯოლი მოსულის მცხოვრებლებსაც შეხვდა, რომლებიც მოსულიდან ISIS-ის განდევნის შემდეგ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.
წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს ნაკრებისა და ვიტესის ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია კარიერას ამერიკაში, სან ხოსე ერსქვეიქსში გააგრძელებს

აღსანიშნავია, რომ სანხოსელთა რიგებს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იცავს. ვაკო და გურამი ვიტესშიც ერთად თამაშობდნენ და ახლა თანაგუნდელობას აშშ-შიც გააგრძელებენ.
წყარო: https://www.sjearthquakes.com

 

მიშელ უელბეკის შეხვედრა მკითხველთან

Image may contain: 1 person, text

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარია და სწორედ ამიტომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა” და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, თბილისს ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში 25 ივნისს, 20:00 საათზე, მწერალი მკითხველებს რუსთაველის თეატრში შეხვდება.
წყარო: https://www.facebook.com

 

ბიონსემ და ჯეი-ზიმ მუსიკალური ალბომი Everything Is Love გამოუშვეს

მართალია, ჯეი-ზისა და ბიონსეს აქამდეც ბევრჯერ ჰქონიათ მუსიკალური კოლაბორაცია, მაგრამ წყვილისთვის ეს პირველი საერთო ალბომია. ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი მუსიკალურ პლატფორმა ტიდალზეა ხელმისაწვდომი.
წყარო: https://www.youtube.com/

 

Echowaves  – ახალი მუსიკალური ფესტივალი სტარტს წელს ანაკლიაში აიღებს. ფესტივალი 23-26 აგვისტოს გაიმართება

Image may contain: cloud and text

ფესტივალში მონაწილეობას 150-ზე მეტი არტისტი მიიღებს. Echowaves ფესტივალი ცნობილი ევროპული ბრენდის, EXIT-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება, რომელიც 2014 წელს  ევროპის საუკეთესო ფესტივალად აღიარეს. ფესტივალის სტუმრებს შორის არიან JUAN ATHKINS FEAT DZIJAN EMIN AND TBILISI CONSERVATOIRE ORCHESTRA, TRICKY, ARIL BRIKHA, SOLOMUN, ANDREY PUSHKAREV, KOLLEKTIV TURMSTRASSE და სხვები.  ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. 4-დღიანი MULTI-PASS-ის საწყისი ფასია 120 ლარი. თუმცა მათთვის, ვინც დარეგისტრირებულია Super Early Bird-ზე, ფასი ფესტივალის დაწყებამდე იგივე რჩება. 4 დღის განმავლობაში ანაკლიის სანაპიროზე ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ კარგ მუსიკასაც მოუსმინონ და ანაკლიის სანაპირო მაქსიმალურად აითვისონ – აქ იქნება სახელოვნებო სივრცე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და იმუშავებს აკვა-პარკი. ორგანიზატორების თქმით, მაქსიმალურად იქნება დაცული საფესტივალო ცხოვრებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.
წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.