fbpx

20 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

Stranger Things-ის მსახიობი მილი ბობი ბრაუნი MTV-ის დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგან რამდენიმე დღის წინ დაშავდა და მუხლი ამოუვარდა

თუმცა 14 წლის მსახიობი ცერემონიაზე ვიდეოთი ჩაერთო, მას შემდეგ, რაც ნომინაციაში – საუკეთესო სამსახიობო შესრულება სერიალში – გაიმარჯვა. მილიმ პრიზისთვის მადლობა გადაიხადა და ფანებს თბილი მესიჯი გაუგზავნა, შემდეგ კი იმ ბულერებს უპასუხა, რომელთა გამოც რამდენიმე დღის წინ მან Twitter გააუქმა: “ვიცი, რომ ამას ბევრი ახალგაზრდა ადამიანი უყურებს, თუმცა დიდებსაც მივმართავ. ისინი ალბათ იხსენებენ იმას, რაც მე მასწავლეს: თუ კარგი არაფერი გაქვს სათქმელი, საერთოდ არაფერი თქვა. აქ არაა ადგილი ბულინგისთვის, მე არ ვაპირებ ამას შევეგუო და არც თქვენ უნდა წაახალისოთ ეს. თუ გჭირდებათ იმის შეხსენება,  რამდენად იმსახურებთ უკეთესს და სიძულვილზე რამდენად მაღლა დგახართ, ინსტაგრამზე მომწერეთ”.
წყარო: https://twitter.com/MTVAwards/

 

ჰოლივუდში კრიპტოვალუტის შესახებ ფილმს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლებს კურტ რასელი, ალექსის ბლიდელი და ბოუ ნაპი შეასრულებენ

'Crypto': Kurt Russell, Alexis Bledel e mais vão estrelar thriller sobre criptomoedas

Crypto – ასე ერქმევა ფილმს, რომლის მთავარი გმირიც ფედერალური აგენტია და კორუფციასა და თაღლითობის საქმეს იძიებს. თუმცა საბოლოოდ მიწისქვეშა სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ყველაფერი კრიპტოვალუტის გარშემო ტრიალებს.

წყარო: http://cinepop.com.br/

 

 

სერიალი ლუთერი მეხუთე სეზონით BBC-ზე ბრუნდება

ცოტა ხნის წინ არხმა შოუს პირველი ტიზერი გაავრცელა. წყარო: https://www.youtube.com

 

Nobody’s Fool – ასე ჰქვია ტაილერ პერის ახალ კომედიურ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ვუპი გოლდბერგი და ტიფანი ჰადიში ასრულებენ

ცოტა ხნის წინ ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ კინოსურათი ძალიან, ძალიან სასაცილო იქნება.
წყარო: https://www.youtube.com

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოფენას Evidence. A New State of Art

Image may contain: text

გამოფენაში მონაწილეობს 18 იტალიელი მხატვარი: ნინო მილიორი, მიქელანჯელო პისტოლეტო, ჯულიო პაოლინი, მიმო პალადინო, ლუიჯი მაინოლფი, მარიზა ალბანეზე, ეუჯენიო ჯილიბერტი, პიერლუიჯი პუზოლე, ბოტო & ბრუნო, ალბერტო დი ფაბიო, ადრიან ტრანკვილი, პაოლო გრასინო, მარცია მილიორა, პერინო & ველე, ჯუზეპე სტამპონე, დომენიკო ანტონიო მანჩინი, ელიზა სტრინა და ფაბრიციო კოტონინი. გამოფენა გვაცნობს არტისტების განსხვავებულ სამყაროებს, მათ ხედვებსა და უჩვეულო ექსპერიმენტებს, ასევე თანამედროვე იტალიური ხელოვნების მოკლე ისტორიას, სადაც იკვეთება უამრავი სხვადასხვა გამომსახველობითი ენა, ტექნიკა, ხელწერა და სიმბოლო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი სხვადასხვა მედია − ნახატი, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია – თანამედროვე იტალიური ხელოვნების ჭრელი და მრავალსახოვანი სამყაროს სურათს ქმნის.
წყარო: https://www.facebook.com

 

თუშეთის სოფლებს: ფარსმას და კვავლოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Image result for ფარსმას და კვავლოს

ეს სტატუსი ასევე მიენიჭა თუშეთში მდებარე ნასოფლარებს: აგეურთას, გირევს, დაქიურთას, ძველ დიკლოს, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს.

 

სტივენ სპილბერგის კომპანია Amblin Partners  სემ მენდესის ახალი ფილმის, “1917-ის” ფინანსური მხარდამჭერი იქნება

Sam Mendes 1917

ფილმზე მუშაობა მომავალი წლის აპრილში დაიწყება, ხოლო გამოშვების თარიღად დეკემბერი სახელდება. მენდესი ასევე სცენარიტი იქნება და ეს მისი პირველი სასცენარო გამოცდილებაა.
წყარო: https://variety.com/


რეკომენდებული სტატიები
18 ივნისი  დილიდან 
Play Video

18 ივნისი დილიდან 

18 ივნისი  დილიდან 
საქართველოს ნაკრებისა და ვიტესის ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია კარიერას ამერიკაში, სან ხოსე ერსქვეიქსში გააგრძელებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.