fbpx

„კირკეს“ პერფორმანსი: „რატომ არ მოგწონს სევდა?“


გააზიარე სტატია

თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის სინთეზი

კირკეცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა  – პლატფორმის მიზანია თანამედროვე ექსპერიმენტული ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარება საქართველოში. პროექტი ქართველ საზოგადოებას გააცნობს საერთაშორისო თანამედროვე პერფორმერებს და მათ ნამუშევრებს. ასევე შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს შემეცნებით შეხვედრებსა და საერთაშორისო კოლაბორაციებს.

დაგეგმილი ღონისძიებები:

კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსს: “რატომ არ მოგწონს სევდა?”

Katarzyna Chmielewska / Teatr Dada von Bzdülöw, Teatr Wybrzeże in Gdańsk

ეს შეიძლება იყოს შეუჩნეველი მოგზაურობა ემოციური მდგომარეობის ლაბირინთში და მოგზაურობა – როგორც ოთახებში გადანაცვლება. თითოეული ოთახი სხვადასხვა ჩრდილებით არის სავსე, დროდადრო, როგორც კი რომელიმე ოთახში აღმოვჩნდებით, ვხვდებით, თუ როგორ საშინელ სევდას ვგრძნობთ. ეს სევდა, თითქოს მთლიანად გვფარავს და სულაც არ გვინდა მისგან თავის დაღწევა. მელანქოლია ისე გვანელებს, რომ საშუალება გვაქვს გარშემო ყველაფერს ყურადღებით მოვავლოთ თვალი, თუმცა, ამავდროულად, გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ვცდილობთ, რათა ახალი ენერგიით სხვა კარების გაღება შევძლოთ.

თარიღი: 29 ივნისი
დრო: 20:00
https://www.facebook.com/events/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.