fbpx

21 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

”სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავი ევა ლონგორია 42 წლის ასაკში პირველად გახდა დედა

მსახიობმა ბიჭს სანტიაგო დაარქვა. ლონგორიამ ბავშვი მესამე ქმრისგან, ხოსე ანტონიო ბასტონისგან გააჩინა. წყვილი სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2016 წლის მაისში დაქორწინდა.
წყარო: https://www.eonline.com

 

ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს აშშ-ს ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე საბჭოს “ვიწრო ინტერესების დამცველი” უწოდა

Image result for US quits 'biased' UN human rights council

უკვე დიდი ხანია ადამიანის უფლებათა საბჭო ადამიანის უფლებათა დამრღვევებს იცავს და პოლიტიკურად მიკერძოებულია”, – ამბობს ნიკი ჰეილი. მისივე თქმით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოში გაწევრიანება, ერთ-ერთი ბოლო იყო, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მისაღებად: “თუკი ეს შეიცვლება, აშშ მოხარული იქნება, რომ ისევ შეუერთდეს საბჭოს”. აშშ-ს განაცხადს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, რომელმაც საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბევრად უფრო სასურველია შტატები დარჩეს საბჭოს წევრად.

წყარო: https://www.bbc.com/news/44537372

 

ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი სანდრა ბულოკი საბოლოოდ ალაპარაკდა ჰარვი ვაინშტაინთან მის ურთიერთობაზე და თქვა, რომ მისი ყოველთვის ეშინოდა

Sandra Bullock'Ocean's 8' film premiere, Arrivals, London, UK - 13 Jun 2018

The Sunday Times-სთან ინტერვიუში ოსკარის მფლობელმა მსახიობმა აღნიშნა, რომ იმ გაბედული ადამიანების წინაშე, რომლებმაც  ვაინშტაინის საშინელი ქცევების შესახებ ხმამაღლა თქვეს, ქედს იხრის. “ჰარვიზე ყველას ის ესმოდა, რაც თავად ჰარვის სურდა, მათ შორის მეც და ეს ძალიან მაბრაზებდა. ხალხი საუბრობდა და ამბობდნენ – ოჰ, იცით ამ გოგომ ეს როლი როგორ მიიღო? ის ჰარვისთან იწვა. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვაჩუმებდი და ვეუბნებოდი – მოკეტეთ, ეს სიცრუეა და არავინ იცის რეალურად რა ხდებოდა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები კი არ იწვნენ ჰარვისთან, არამედ ჰარვის უნდოდა, რომ ყველას ასე ეფიქრა”, – ამბობს სანდრა ბულოკი.
წყარო: http://www.indiewire.com

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში “ფლირტის საღამო” გაიმართება

Image may contain: flower and text

საღამო თბილისის მუზეუმების გაერთიანების სალონური შეხვედრების ციკლის ფარგლებში მოეწყობა. ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი “ფლირტის საღამოზე” მისულ სტუმრებს 22 მაისს,  საღამოს 7 საათიდან მიიღებს.
წყარო: https://www.facebook.com/

 

რობერტ ზემეკისი როალდ დალის რომანზე “ჯადოქრები” ფილმს გადაიღებს ფილმი გილერმო დელ ტოროს უნდა გადაეღო, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ოსკარის მფლობელმა დელ ტორომ პროექტზე უარი თქვა

Robert Zemeckis

რომანი 1973 წელს გამოვიდა და ის 7 წლის ბიჭზეა, რომელიც ჯადოქრებთან ცხოვრობს.
წყარო: https://variety.com/

 

სან დიეგოს Comic-Con-ზე სტივენ კინგის და ჯეი ჯეი აბრამსის სერიალის, Castle Rock-ის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგება

Castle Rock Comic Con

პრემიერას აბრამსი ვერ დაესწრება, თუმცა იქ იქნებიან მსახიობები სისი სპეისეკი, ბილ სკარშგორდი, მელანი ლინკეი და სხვა. ფესტივალი 19-22 ივლისს გაიმართება.
წყარო: https://deadline.com/

 

Netflix და გამომცემლობა Dark Horse შეთანხმდნენ, რომ უცნაური ამბების მიხედვით კომიქსს გამოსცემენ

Will Byers in the Upside Down

პირველი გამოცემის ავტორები ჯოდი ჰეიზერი და სტეფანო მარტინო იქნებიან და უილის ისტორიას  მოგვითხრობენ. ოთხნაწილიანი სერიის პირველი ნაწილი 2018 წლის 26 სექტემბერს გამოვა.
წყარო: https://www.bbc.com

 

მიუზიკლი პოპის მეფის, მაიკლ ჯეკსონის ცხოვრების შესახებ შექმნის პროცესშია

Image result for Michael Jackson musical coming to Broadway in 2020

თეატრალური დადგმის პრემიერა ბროდვეის სცენაზე 2020 წელს გაიმართება. პულიცერის პრიზის ორგზის მფლობელის, ლინ ნოტეჯის მიერ დაწერილი წიგნი იქნება მიუზიკლის სცენარის მთავარი ნაწილი, რეჟისორად კი,Tony Award-ის მფლობელი კრისტოფერ უილდონია დამტკიცებული. პოპის ლეგენდა 2009 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: https://www.bbc.com

 

გაერთიანების შემდეგ ABBA-მ პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ამასთან ცნობილი ხდება, რომ შვედური მუსიკალური ჯგუფი წლის ბოლომდე ორ ახალ სიმღერას წარადგენს.
წყარო: https://www.instagram.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.