fbpx

25 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

მრავალწლიანი აკრძალვის შემდეგ საუდის არაბეთში ქალებმა მანქანის მართვის უფლება მიიღეს

 საუდის არაბეთი უკანასკნელი ქვეყანა იყო, რომელიც ქალებს მანქანის მართვის უფლებას არ აძლევდა.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=aRyu5NoT0WU

 

მსახიობის რასისტული ტვიტის გამო შეწყვეტილი სერიალი მთავარი როლის შემსრულებლის გარეშე გაგრძელდება

LECY GORANSON, SARA GILBERT

სერიალში მთავარი როლის შემსრულებელმა როუზენ ბარმა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველს ტვიტერზე მუსლიმთა საძმოს წევრი და მაიმუნების პლანეტის შვილი უწოდა. შოუს დახურვის შემდეგ კი ბოდიში მოუხადა. გამომდინარე იქიდან, რომ სერიალი წელს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუ იყო, არხმა გადაწყვიტა დახურვის ნაცვლად სერიალი გააგრძელოს, თუმცა მთავარი პერსონაჟის გარეშე. მსახიობისა და პერსონაჟის გაშვების გარდა, სერიალმა შეიცვალა სახელიც და მას The Conners ერქმევა.
წყარო: https://www.usatoday.com/

 

Rolling Stone-მა ჯონი დეპის შესახებ ვრცელი მასალა მოამზადა, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ გაღარიბდა ერთ დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობი

როგორც სტატიაში წერია, დეპის $650-მილიონიანი ქონებიდან თითქმის არაფერი დარჩა და მსახიობი საკუთარი მფლანგველი ბუნების, ნარკოტიკთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფინანსურ კრიზისშია. ჯონი დეპისთვის ფინანსურ ოპერაციებს ცნობილი კომპანია TMG ასრულებდა, თუმცა მსახიობმა მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ამის მიზეზი კი ის გახდა,  რომ კომპანიის მენეჯერებმა დეპს ვალების გასასტუმრებლად საფრანგეთში მდებარე უძრავი ქონების გაყიდვა მოსთხოვეს. თავის მხრივ, TMG ამბობს, რომ დეპის ხარჯები აღარ შეესაბამება იმ ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც მსახიობს გააჩნია და მას დამატებითი ვალების აღება უწევს. TMG-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი დეპი ყოველთვიურად დაახლოებით $2 მილიონს ხარჯავს, ყველაზე მეტს – $30 ათასს კი  ალკოჰოლისთვის.
წყარო: https://www.rollingstone.com

 

“სამეფო კარის თამაშების” მსახიობები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დაქორწინდნენ

ქორწილი შოტლანდიაში გაიმართა და მას ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარდა, “სამეფო კარის თამაშების” მსახიობებიც ესწრებოდნენ. დაათვალიერეთ ფოტოები ქორწილიდან:
წყარო: https://www.harpersbazaar.com

 

ოსკარის ნომინანტი Get Out შესაძლოა სულ მალე მეორე ნაწილით დაბრუნდეს

"Get Out"

ინფორმაცია ამის შესახებ ფილმის პროდიუსერმა ჯეისონ ბლუმმა გაავრცელა. ბლუმის თქმით, ჯერ ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა, თუმცა ამბობს, რომ რეჟისორი ჯორდან პილი ფილმის გაგრძელების იდეით შეპყრობილია და შესაძლოა მალე სიქუელიც ვიხილოთ.
წყარო: http://www.indiewire.com/

 

როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე –  ინდიგოს ახალი მულტიმედია პროექტის პრეზენტაცია და ღია შეხვედრა გაიმართება

Image may contain: sky and outdoor

თბილისში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მილიონობით კვადრატული მეტრის მწვანე საფარი განადგურდა. ნელ-ნელა ბეტონით ამოივსო მიწის ნაკვეთები პარკებში, ბაღებში – ტერიტორიებზე, სადაც მშენებლობა იქამდე აკრძალული იყო.

ინდიგოს ახალი მულტიმედია პროექტი ერთწლიან კვლევას ეყრდნობა და მერიის გაცემულ ნებართვებს აანალიზებს, რამაც ქალაქის იერსახე და მისი ყოველდღიურობა შეუქცევადად შეცვალა. ვისი ინტერესი მართავს დღეს ქალაქს? რისი შეცვლაა შეუძლებელი და რა არის გადაუდებელი გამოწვევები დღეს თბილისისთვის?
წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს მწერალი მიშელ უელბეკი მკითხველს შეხვდება

Image may contain: 1 person, text

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარია და სწორედ ამიტომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა” და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, თბილისს ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში 25 ივნისს, 20:00 საათზე, მწერალი მკითხველებს რუსთაველის თეატრში შეხვდება.
წყარო: https://www.facebook.com

 

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ტრიონში მდებარე სახლი, სადაც ამერიკელი მომღერალი ნინა სიმონე დაიბადა და გაიზარდა, აშშ-ის ეროვნულ განძად გამოაცხადეს

Simone was recently inducted into the Rock & Roll Hall of Fame, along with bands Bon Jovi and Dire Straits

შენობა ავარიულია, ინგრევა ჭერი, დამტვრეულია ხის კედლები და იატაკი, თუმცა ოთხმა ხელოვანმა და არაკომერციულმა ორგანიზაციამ გადაწყვიტეს, რომ ის აღადგინონ. სახლის აღსადგენად $100 ათასის დახარჯვა იგეგმება.
წყარო: https://www.independent.co.uk

 

Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონათან ფრიდლენდი სამსახურიდან რასისტული განცხადებების გამო დაითხოვეს

jonathan friedland october 2015

მიუხედავად იმისა, რომ ჯონათანმა აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა, ნეტფლიქსის სამეურვეო საბჭომ შვიდწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ის სამსახურიდან გაუშვა.
წყარო: http://money.cnn.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.