26 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თბილისის ისტორიის მუზეუმი არქიტექტურულ გამოფენას უმასპინძლებს ეროვნული მუზეუმის ცნობით, ღონისძიება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების 200 წლის იუბილეს ეძღვნება

თემატური გამოფენა თავს უყრის თითქმის საუკუნოვან არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოსა და გერმანიაში ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოიფინება არქიტექტორების ორი განსხვავებული ოჯახის – ქურდიანებისა და ბიომების – საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო არქიტექტურის ნიმუშები.

ფოტო: http://www.ambioni.ge

 

შესაძლოა საქართველოში პირველი ჩინურ-ქართული ფილმი გადაიღონ

უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პირველი ჩინურ-ქართული კოპროდუქციის შესახებ. ფილმი რეალურ ისტორიაზე იქნება აგებული და იგი საქართველოში ჩაის კულტურის შემოსვლის შესახებ მოგვითხრობს.

კინოცენტრის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში კინოს მიმართულებით საქართველო ჩინეთთან წარმატებით თანამშრომლობს. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქართულმა კინომ ტრიუმფი მოახდინა და კინოფესტივალის ყველა მთავარი ჯილდო ქართველ კინემატოგრაფისტებს ერგოთ.

ფოტო: https://ge.cloudvod.imedi.ge

 

ახალი ადამიანი-ობობას სათაური Spider-Man: Far From Home იქნება. ამის შესახებ ტომ ჰოლანდმა ინსტაგრამზე დადებულ ვიდეოში განაცხადა.

Sorry for no announcements, but I love you guys ♥️

A post shared by ✌️ (@tomholland2013) on

წყარო: https://www.instagram.com/

 

ჯეიმი ბელი ელტონ ჯონის შესახებ გადაღებულ ფილმში ითამაშებს კინოსურათს Rocketman ჰქვია

elton john biopic

ბელი ფილმში კომპოზიტორ ბერნი ტაუპის როლს შეასრულებს, რომელთანაც მომღერალმა 30 ალბომზე იმუშავა. ელტონ ჯონის როლს კინგსმენის ვარსკვლავი ტარონ ეგერტონი მოირგებს.

წყარო: http://www.slashfilm.com/

 

ფელისიტი ჰოფმანი, ანჯელა ბასეტი და პატრიცია არკეტი კომედია Otherhood -ში ითამაშებენ

Image result for felicity Huffman, Angela Bassett, & Patricia Arquette to Star in Netflix Comedy 'Otherhood'

 მსახიობები დედების როლებს შეასრულებენ, რომლებიც გადაწყვეტენ მათი ზარმაცი ვაჟიშვილების ცხოვრება  თავად შეცვალონ.

წყარო: http://www.justjared.com

 

ოსკარის მფლობელი მსახიობი რასელ ქროუ შოუთაიმის ახალ სერიალში Fox News-ის ყოფილი უფროსის, როჯერ აილსის როლს შეასრულებს

russel crowe roger ailes

სერიალის ერთ-ერთი ხაზი პოპულარული ტელეწამყვანის, მეგინ კელის გარშემოც განვითარდება, რომელიც ამბობს, რომ როჯერმა ის სექსუალურად შეავიწროვა. აილსი წლების წინ აშშ-ის პრეზიდენტების – რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო მედია საკითხებში.

წყარო: http://money.cnn.com

 

ტონი კოლეტი სულ მალე ნეტფლიქსის ახალ სერიალში, Unbelievable-ში მთავარ როლს შეასრულებს

Toni Collette'Hereditary' premiere, Sundance Film Festival1 June 2018

სერიალის სიუჟეტი რეალურ ისტორიას ეფუძნება, რომელიც მოგვიანებით კრისტიან მილერიმ და კენ არმსტრონგმა მოთხრობად აქციეს. ისტორია თინეიჯერის გაუპატიურების გარშემო ვითარდება, რომლის გამოძიებასაც ორი ქალი დეტექტივი აიღებს საკუთარ თავზე.

წყარო: http://www.indiewire.com

 

არტ გალერეაში ნონა მუსხელიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება

Image may contain: text

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აბრეშუმის ქაღალდი. თითოეული ნამუშევარი არის ხელნაკეთი და განსაკუთრებული. გამოფენა/გაყიდვა გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით.

წყარო: https://www.facebook.com/

 

რუსეთის ფილმსაცავში დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – საქართველოში „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება

No automatic alt text available.

მესამე ეტაპზე ქართულ მხარეს 1960-დან 1985 წლამდე პერიოდში გადაღებული ფილმები დაუბრუნდება. მათ შორის, რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ (1975), გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ (1962) და „ფიროსმანი“ (1969), თენგიზ აბულაძის „ვედრება“ (1967), ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ“ (1961), ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და თამაზ მელიავასთან ერთად გადაღებული – „თეთრი ქარავანი“ (1963), რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975) და „ნეილონის ნაძვის ხე“ (1985), ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები“ (1978), ასევე, გუგული მგელაძის „ბურთი და მოედანი“ (1961). 

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.