fbpx

ფეხბურთი: პანაშვიდების სეზონი იხსნება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანდრანიკ კალანტაროვი


დღეიდან იწყება პანაშვიდების სერიალი, რომელსაც სავარაუდოდ გახსნიან ჩვენი საყვარელი არხენტინის ნაკრების გეორგიანელი ფანები, რომლებიც შეადგენენ გასაოცარ კონგლომერატს – პირადად ე.წ. მესსის (უფრო ასაკოვნები – პირადად არმანდო ჩიტოროს ძის), სეპარატისტ-კატალუნიელების და ლათინოსი იტალიელების ქომაგებს საერთო დევიზით სერხიორამოსისდედა$%^&*ან, რომელსაც, როგორც ერთდროულ ლოცვა-წყევლას აღავლენენ ხოლმე ნებისმიერ ვითარებაში და მეტადრე ისტორიის საბედისწერო მომენტებში და რომლებმაც ვერაფრით ისწავლეს, როგორ გამოითქმის ორიგინალში სიტყვა Mascherano.

ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია დავიწყოთ არა არხენტინის, არამედ გერმანიის შესახებ გავრცელებული ზოგადი მითით. მისი დამსხვრევა დაიწყო რამდენიმე დღის წინ პროტოიერეი მეძველიამ, რომლის მიხდვითაც: კროოსის გოლმა სიცოცხლე გაუხანგრძლივა „გერმანია მაინც მოიგებს“ მითს – ბოლო მატჩი, სადაც გერმანია პირველ ტაიმს აგებდა და საბოლოოდ მოიგო, იყო 1974 წელს… შვედეთთან (4:2). მას მერე და დღემდე 8 მატჩიდან, სადაც გერმანელებმა პირველი ტაიმი წააგეს, ვერცერთი ვერ მოიგეს (3 ფრე, 5 წაგება).  

მითის ქართულ ადეპტებს მაგალითად მოჰყავთ ხოლმე პრეისტორიული 1954 წლის ფინალი უნგრეთთან და ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოგება სპორტის ისტორიაში, სადაც მაგათმა მეკარემ კინაღამ მოკლა ფრანგი ფეხბურთელი ზედ მოედანზე, რისთვისაც დღევანდელი წესებით პირდაპირ სასამართლოში წაიყვანდნენ, მერე კი გამოვიდა გმირი რუმენიგე, რომელსაც 40.5 გრადუსი სიცხე ჰქონდა, წინ წარუძღვა თავისიანებს და მოაგებინა, მერე საწინააღმდეგო მაგალითად მოყავთ ხოლმე – აბა, ძმაო, საქართველოს ნაკრების ბოლო წუთზე მოგებული თამაში სად გინახავთო (არადა ხო მოვუგეთ ხორვატიას, იბ&^მატ) და ავიწყდებათ, რომ იმავე გერმანიას ბოლო 5-10 წუთში წაგებული აქვს მუნდიალის ორი ნახევარფინალი იტალიასთან (1970, 2006) და ფინალი არხენტინასთან (1986) და „კანეშნა“ მოუგიათ კიდეც ბოლო წუთებზე, მაგრამ დაახლოებით იმავე პროპორციით, რაც მაგათი კალიბრის გუნდებს – ბრაზილიას ან იტალიას ან არხენტინას, საქართველო ნაკრები რა შუაშია აქ საერთოდ  და რაც მთავარია. ყველაზე საზარელი წაგება ე.წ. სტოპიჯ თაიმში ასევე ეკუთვნის გერმანულ გუნდს და ახლა მაგის ვიდეო არ მომაძებნინოთ, ისედაც კარგად უნდა იცოდეთ.

ხოლო ყველა ლათინურამერიკული ქვეყნის ჰიმნი შედგება უვერტიურისა და სამღერი ნაწილისგან, მაგრამ არხენტინული მათ შორის ყველაზე ენერგოტევადია – ესენი ჯერ ნერვულად ცმუკავენ პირველ ნოტამდე, მერე კანკალებენ და უხმოდ იტანჯებიან, ნელ-ნელა ტირილს იწყებენ, მერე ღრიალებენ სამღერ ნაწილზე, თან ხელებს უფათურებენ ერთმანეთს და ფინალურ აკორდზე ეხუტებიან კიდეც, ამის მერე კიდევ რამე ენერგია თუ შერჩებათ, ხანდახან იგებენ ხოლმე და მესის, რომელსაც მარტო უვერტიურა დაუკრეს, ტირილიც უტყდება და სახეზე ხელებს იფარებს ხოლმე.

ხოდა რა უნდა უქნან დღეს ამათმა სრულად ჯანსაღ ნიგერიელებს, ვერ ვხვდები. თან ცუდი ხმები გამოდის, რო სასტავს მესსი (რომელსაც ჩემი ძმა ლეონიდს ეძახის შეცდომით) და მასკჰერანო აყენებენო და მერე მასკჰერანომ ბიგლია თუ ბანეგა გალახა ვარჯიშზეო, თუმცა მერე აპრავერჟენიე კი მისცეს, მარა ის საცოდავი ნაკოლკებიანი ტრენერი „ზალოჟნიკად“ რო ყავთ და რამე რო იყოს, „შეილება“ პირდაპირ ბენჩზე დაახრჩონ, ფაქტია, თორე მენოტი, ბერტონი, ოზი არდილესი, რომელსაც ლეგენდის თანახმად, ლიოტჩიკი ძმა მოუკლეს ინგლისელებმა ზედ მუნდიალის დროს, რედონდო და დაჟე ორტეგა მეც მევასებოდა ძმაო, და ვერონი „ვაფშე“ ჩემი საყვარელი იგროკი იყო, მაგრამ ამ ყლეების მხარეზე რატო უნდა ვიდგე, ბებიაჩემი ქნარიკა მთლად მარდელპლატელი სომეხიც რო ყოფილიყო…


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.