fbpx

28 ივნისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა იტალია იქნება

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს მე-19 გამოშვებას სთავაზობს. ახალი ევროპული და აზიური ფილმები, ქართული პანორამა, ანიმაციის ლაბორატორია, მოწვეული სტუმრები და საინტერესო შეხვედრები, ინდუსტრიული დღეები უორქშოფებითა და მასტერკლასებით – ეს ყველაფერი 3-9 დეკემბრის ჩათვლით თბილისის კინოთეატრებში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა იტალია. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მე-19 კინოფესტივალზე მაყურებელი ბოლო პერიოდის იტალიური კინოს გამორჩეულ, აღიარებულ ნამუშევრებს ნახავს. გარდა ამისა, ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამა ამ ქვეყნების კინემატოგრაფს დაეთმობა. პროგრამაში “ბალტიისპირეთი-100” ნაჩვენები იქნება უახლესი ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური ფილმები.

წყარო: http://tbilisifilmfestival.ge/

 

Bojack Horseman-ის მეხუთე სეზონის პრემიერა 14 სექტემბერს შედგება. თარიღი ბოჯეკის Twitter გვერდიდან გახდა ცნობილი.

წყარო: https://twitter.com/

 

ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბიჭის მხარდასაჭერ კამპანიას არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესიც შეუერთდა და რვა წლის ბექა ფიფიას საჩუქრები გაუგზავნა

Image may contain: 2 people, people smiling

ისრაელის კლინიკაში, სადაც ბექა მკურნალობს, კლუბ “ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდის, FUNDACIÓ FC BARCELONA-ის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ბექას სხვადასხვა სახის სუვენირების გარდა, ბარსელონას ფორმა აჩუქეს, რომელსაც ლიონელ მესის ხელმოწერა აქვს. 

წყარო: https://www.facebook.com

 

ლეონარდო დიკაპრიომ ინსტაგრამზე კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

First look. #OnceUponATimeInHollywood

A post shared by Leonardo DiCaprio (@leonardodicaprio) on

წყარო: https://www.instagram.com

 

სტუდია Amazon-მა ახლახან ახალი ფილმის, Beautiful Boy-ის ტრეილერი გაავრცელა

ფილმში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და სტივ კარელი ასრულებენ. სიუჟეტი მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ბიჭი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, მამა კი მის დახმარებას ცდილობს.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=y23HyopQxEg

 

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა წიგნის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი - Georgia გამოსცა

გამოცემა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ავტორი ნიკოლოზ ალექსიძეა. წიგნის პრეზენტაციას ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევრები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: https://1tv.ge/

 

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ანდრო ერაძის გამოფენას “ოკეანე”

Image may contain: text and outdoor

გამოფენაზე წარმოდგენილია ვიდეო და ერთ-ერთი ხელნაკეთი ობიექტის ნიმუში, როგორც ვარაუდი, რომ ამ ინსტინქტური შემოქმედებისა და შეკოწიწებული კომფორტის ნიმუშები გაქრება და ალბათ მალე მხოლოდ მუზეუმების ვიტრინებში თუ შევძლებთ მათ პოვნას. გამოფენას თან ერთვის საფოსტო ბარათები, რომელზეც მოცემულია იმ რამდენიმე ადგილის მისაგნებად საჭირო მინიშნებები და ფოტოები, სადაც  ველურ ყოველდღიურობაში ჯერ კიდევ შეიძლება ამ ხალხური შემოქმედების ნიმუშების პოვნა.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
26 ივნისი - დილიდან 
Play Video

26 ივნისი - დილიდან 

26 ივნისი - დილიდან 
რუსეთის ფილმსაცავში დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება - საქართველოში „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.