ფეხბურთი: რა მოხდა და რა მოგვცა ჯგუფურმა ეტაპმა?


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი ხაჩიძე


ისტორიაში ყველაზე საინტერესო თამაშები იყო. არათუ ბოლო, მეორე ტურის თამაშებიც ფლეი-ოფივით საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

მთლიანობაში განსაკუთრებულად კარგი ჩემპიონატია. ტექნოლოგიები და ზოგადად FIFA განვითარდა და დაეტყო საქმეს…

ძირითად ფავორიტებს (ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი) თითქოს გაუჭირდათ,  მაგრამ ბოლო-ბოლო მშვიდად გავიდნენ და სტატუსიც სრულფასოვნად შეინარჩუნეს.

მხოლოდ გერმანია გავარდა. გავარდა და არა გამოეთიშა. ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიო თასის ზედიზედ მეორედ მოგებით დაეწერა ისტორია, საკუთარი წარუმატებლობის ახალ სიმაღლეს მიაღწია – 2 წაგება ჯგუფში, ეგეთი არ მომხდარა. ევროპას მოიგებენ…

ტანჯვა-წამებით გავიდა მესი! ეგრეც იყო დაწერილი და ღმერთის კაცს სხვა ვარიანტი არც ექნებოდა. გავიდა და კიდევ შორს წავა…

რიგითი  გუნდებიდან ისინი რჩებიან, ვისაც ეკუთვნოდა და უკეთესად დაგეგმეს…

აფრიკელების არ მწამს და შანსი არ იყო…

რა მოხდება ფლეი-ოფში

ადვილად მოიგებს 1/8 ფინალს ბრაზილია და ესპანეთი. შემდეგ ვნახოთ.

 

ბელგია გაფრინდება! კარგი გუნდია და ბრაზილია შარშია.


ხორვატია – არგენტინა და საფრანგეთი მაგალითს ამათგან უნდა იღებდნენ.
კარგია, რო ¼ ფინალში ესპანეთს ხვდება. თუ გაცდა, ჩემპიონობაზეც წავა…


იოლი გზის მიუხედავად, ინგლისი დაიმსხვრევა თავის გოიმური თამაშით და ოსტატობის არმქონე შემსრულებლებით (კეინი ვერ უშველის).


პორტუგალია – იგივე აზრზე ვრჩები, დიდხანს ვერ ათრევს რონალდო. ურუგვაისთანვე შეიძლება წააგონ.


რიგითი ევროპელები და ამერიკელები – ვინმეს ½ ვნახავთ. შვედებისკენ ვარ და შანსიც აქვთ.


რუსები გაფარჩაკდებიან. მოედანზე ტირილი და შიმშილი ელით. შეშინებულები გამოვლენ და ჩასვრილები გავლენ.

 

დროა ვარსკვლავებმა სრულფასოვნად გაიბრწყინონ. ახალი არავინ ჩანს და  დიდად არც არის საჭირო. ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა და აწი ყველა ბოლომდე დაიხარჯება.

მესი აღგვაფრთოვანებს და პლანეტას ბედნიერებას მოუტანს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.