fbpx

ამსტერდამის Red Light Radio თბილისიდან ერთვება


გააზიარე სტატია

Image may contain: one or more people and indoor

6 ივლისს თბილისში Red Light Radio-ს სტრიმინგ ღონისძიება გაიმართება, სადაც ადგილობრივი სცენის საინტერესო და ნიჭიერ არტისტებს უმასპინძლებს. Red Light Radio ამსტერდამში დაარსებული ონლაინ რადიო და ინტერნაციონალური პლატფორმაა, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით მუსიკალური არტისტების აღმოჩენა და ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ეს პლატფორმა სხვადასხვა ქალაქებში პერიოდულად მართავს ღონისძიებებს, რომლის ფარგლებსიც მუდმივად თანამშრომლობს ფესტივალებთან და კლუბებთან. ამჯერად თბილისურ ღონისძიებას Drama Bar უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორი თათა ჯანაშია იხსენებს, რომ იდეა რამდენიმე თვის წინ ბელგრადში დაიბადა. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო მედია ქართული საკლუბო სივრცის და რეივ კულტურის შესახებ ინფორმაციას საკმაოდ ხშირად აშუქებს, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი არტისტების პოპულარიზაციას დამატებითი რესურსი სჭირდება. თათა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ რესურსის მოძიების ფარგლებში გაჩნდა Red Light Radio-სთან თანამშრომლობის იდეა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ლაინ აფის მთავარ მიზანს გენდერული ბალანსის გათვალისწინება წარმოადგენდა. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ქართველი ქალი არტისტები ჩაგვერთო ღონისძიებაში, რადგანაც გვინდა, რომ მომავალში ქალი არტისტებისთვის ეს იყო სტიმული, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ ინდუსტრიის განვითარებაში.“

Zurkin, Spring, Ninasupsa, Masterknot, Sevda, Vo Ezn, Ash Scholem, JD J – ეს იმ არტისტების ჩამონათვალია, რომელთა სეტებიც 6 ივლისს რადიოთი გადაიცემა.  მუსიკალური შემადგენლობაზე დაკვირვებით ადვილად მივხვდებით, რომ გათვალისწინებულია ინკლუზიურობის პრინციპიც, ღონისძიებაზე სხვადასხვა კლუბების თუ არტისტული გაერთიანებების წარმომადგენლები გვერდიგვერდ უკრავენ.

ვინაიდან ამ კონკრეტული იდეის პრიორიტეტი თავას არტისტი და არა რეივის კონცეპტია, ღონისძიება საკლუბო გამოცდილებისგან ძალიან განსხვავებული იქნება. Zurkin დაკვრას შუადღეს დაიწყებს, ხოლო ბოლო აქტი საღამოს დაუკრავს.

Red Light Radio-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება 7 ივლისს, უცვლელი ლოკაციით. ამ ივენთზე ზურკინ და რადიო პლატფორმის დამფუძნებლბები, Max Abysmal  და DJ SOULSEEK დაუკრავენ.

„მაქსი არის უაღრესად საინტერსო არტისტი და მისი ჩამოყვანა ძალიან კარგად ჯდება ამ ღონისძიების კონცეფციაში.  ჩვენ გავურბივართ ე.წ. დიდი სახელის მქონე არტისტების მოცემულობას და მგონია, რომ მსოფლიოში არსებობს უამრავი ნიჭიერი არტისტი, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილები ქართული აუდიტორიისათვის. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მსმენელს შევაჩვევთ ნაკლევად ცნობილ, მაგრამ უაღრესად საინტერესო არტისტებს, რაც მრავალმხრივ განავითარებს ჩვენს სცენას.“ – თათას მიაჩნია, რომ ამ კონცეპტით მუშაობა სცენისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ASH და ნინა ბოჭორიშვილის (Ninasupsa) ჩართულობით,  იგეგმება მსგავსი ღონისძიებების პერიოდულად ჩატარება და Red Light Radio-ს ეთერში სხვადასხვა საინტერესო არტისტების სეტები გადაიცემა. „ეს იქნება ივენთების სერია, რომელიც მინიმუმ წელიწადში ორჯერ ჩატარდება თბილისის სხვადასხვა ლოკაციებში.“

ასევე აღსანიშნავია, რომ შაბათს, Vodkast Records-ში გაიმართება ღონისძიებისადმი მიძღვნილი სესია, სადაც ბევრი საინტერესო მუსიკის მოსმენა იქნება შესაძლებელი.


Audio: Max Abysmal Boiler Room x Dekmantel Festival DJ Set

https://soundcloud.com/platform/max-abysmal 

Video: Dekmantel Festival 2017 – Max Abysmal Interview


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.