4 ივლისი – დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა

Related image

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ამერიკელებისათვის შობის შემდეგ ყველაზე საყვარელი და ძვირფასი დღესასწაულია. 1776 წლის ამ დღეს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა, დამოუკიდებლობის დეკლარაციით, მსოფლიო დემოკრატიის მომავალი ბურჯი დიდი ბრიტანეთის ბატონობისაგან გათავისუფლებულად გამოაცხადა და ჩრდილოეთ ამერიკის 13 ყოფილი კოლონიისაგან ახალი სახელმწიფო, შეერთებული შტატები დაიბადა.  

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძირითადი ავტორი თომას ჯეფერსონია, დეკლარაციაზე ასევე მუშაობდნენ ჯონ ადამსი და ბენჯამენ ფრანკლინი, ისტორიის გამორჩეული ფიგურები, რომლებიც, ზოგადად, თავისუფლების სიმბოლოდ იქცნენ, და არა მხოლოდ ამერიკელებისათვის.

 

ბათუმის დელფინარიუმში, ერთი კვირის შუალედში, სხვადასხვა აუზში ორი დელფინი დაიბადა

მშობიარობის მოლოდინში თანამშრომლები სრულ მზადყოფნაში იყვნენ, დედა დელფინი კი დაკვირვების ქვეშ იყო. ვიდეო ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com

 

AMC-ის სერიალი Better Call Saul-ის მეოთხე სეზონით ეთერში 6 აგვისტოს დაბრუნდება. არხმა ახლახან შოუს ახალი სეზონის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

წყარო: https://www.youtube.com

 

მსახიობი ჯონ მალკოვიჩი პაულო სორენტინოს სერიალში “ახალი პაპი” ჯუდ ლოუსთან ერთად ითამაშებს

სერიალი ერთგვარად სორენტინოს წინა სერიალის – “ახალგაზრდა პაპის” გაგრძელებაა, რომელსაც HBO და Sky იღებდნენ.

წყარო: https://deadline.com/

 

რეჟისორი და მსახიობი ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად პოპულარული ამერიკული ტელესერიალისა და ფილმის, “ჩარლის ანგელოზების” ახალ ვერსიას გადაიღებს

Charlie's Angels Reboot Details 2018

ელიზაბეტ ბენკსის მხატვრული ფილმი, როგორც ცნობილია, 2019 წლის 7 ივნისს გამოვა, ახალი აგენტების როლზე კი უკვე დამტკიცებულია სამივე მსახიობი. პირველები, რომლებიც “ჩარლის ახალი ანგელოზების” პროდიუსერებმა ამ როლზე დაამტკიცეს, კრისტენ სტიუარტი და ლუპიტა ნიონგო იყვნენ. ლუპიტასა და კრისტენ სტიუარტის მესამე პარტნიორად, არც მეტი, არც ნაკლები, ზოე კრავიცი გინიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ კინოსტუდიამ არჩევანი ნაომი სკოტზე შეაჩერა, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია სერიალიდან Terra Nova.

წყარო: https://www.popsugar.com/

 

Google-მა დაადასტურა, რომ Gmail-ს პრობლემები აქვს

Gmail logo

საუბარია იმაზე, რომ მომხმარებლის მიერ გაგზავნილ და მიღებულ წერილს შესაძლოა ზოგჯერ მესამე პირი კითხულობდეს და არა რობოტი.  გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებლებმა მათი ანგარიშები სხვადასხვა აპლიკაციებს მიაბეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული აპლიკაციის დეველოპერს შეუძლია რიგითი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა წაიკითხოს.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“  26 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

საიუბილეო ფესტივალი 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს  საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.