საცურაო აუზების ფასები


გააზიარე სტატია


ცხელი ზაფხულის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების მოძიება, სადაც გაგრილებას, გარუჯვასა და დასვენებას შევძლებთ. თბილისში არაერთი საცურაო აუზი ფუნქციონირებს,  ხოლო მათი ფასები და მომსახურების პირობები განსხვავებულია.

At.ge გთავაზობთ თბილისში მდებარე საცურაო აუზების ფასებს:  

ვაკის საცურაო აუზი

Image may contain: pool

ვაკის აუზზე ერთჯერადი საშვის ღირებულება 60 ლარია, ხოლო ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის – 400 ლარი.  თვეში 12 ვიზიტი (ვიზიტის ხანგრძლივობა 2 საათი – კვირის ნებისმიერ დღეებში, 13 საათიდან 17 საათამდე) 200 ლარით განისაზღვრება. თვეში 8 ულიმიტო ვიზიტი (მხოლოდ შაბათ-კვირას)  ასევე 200 ლარი დაგიჯდებათ.  

 

სასტუმრო  Holiday Inn-ის საცურაო აუზი

Image may contain: sky and outdoor

ამ აუზზე  სამუშაო დღეებში ერთი ვიზიტი 50 ლარი ღირს,  ხოლო შაბათ-კვირას – 75 ლარი. ერთთვიანი აბონემენტის ფასი კი  550 ლარია.

 

სასტუმრო “რედისონის” საცურაო აუზი

Image may contain: sky and outdoor

ღია აუზი “ოაზისი” “რედისონში” ერთჯერადად 50 ლარი ღირს; ხოლო დახურულ აუზზე,  ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით – 60 ლარი, პარასკევს – 75, ხოლო შაბათ-კვირას – 90 ლარი. თუ ერთთვიანი აბონემენტით სარგებლობას გადაწყვეტთ,  700 ლარის გადახდა მოგიწევთ.

 

საცურაო აუზი “ნეპტუნი”

Image may contain: one or more people, pool and outdoor

აქ ერთი ვიზიტის ფასი  50 ლარია. ულიმიტო ერთთვიანი აბონემენტი 350 ლარი ღირს, ხოლო თვეში 12-ჯერ შესვლა 300 ლარი დაგიჯდებათ.

 

“ჯინო ფერედაისის” აკვაპარკი

Image may contain: sky and outdoor

 

6 წლამდე ბავშვებისათვის “ჯინო ფერედაისის” აუზებით სარგებლობა უფასოა.  უფროსებისათვის სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტის ფასი 30 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას – 40 ლარი. სკოლის მოსწავლეთათვის აუზების სტუმრობა  30 ლარით განისაზღვრება. “ჯინო ფერედაისი” ასევე გთავაზობთ ოჯახურ პაკეტებს:

  • საოჯახო პაკეტი  2 + 1 75 ლარი
  • საოჯახო პაკეტი 2 + 2     90 ლარი
  • საოჯახო პაკეტი 2 + 3   105 ლარი
  • საოჯახო პაკეტი 2 + 4   120 ლარი

 

“კრწანისის რეზიდენციის” საცურაო აუზი

Image may contain: sky, outdoor and nature

საკუთარ მომხმარებლებს განსხვავებულ ფასებს სთავაზობს. სამუშაო დღეებში ერთჯერადი ვიზიტი 35 ლარი ღირს, ხოლო შაბათ-კვირას 45 ლარი. სამუშაო დღეებში აბონემენტით სარგებლობის ფასი 300 ლარია, შაბათ-კვირას კი  280 ლარი. ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტის ფასი 480 ლარია.

 

“ჯიქიას საცურაო აუზი”

Image may contain: one or more people, pool, table and outdoor

ამ აუზზე ერთჯერადი ვიზიტის ფასი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 16 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას – 19 ლარი. ერთთვიანი აბონემენტი, შაბათ-კვირის გამოკლებით, 145 ლარი დაგიჯდებათ.

 

სპორტ-თაიმი

Image may contain: one or more people, pool, swimming and outdoor

აქ ერთჯერადი ვიზიტის ფასი 20 ლარია. თვეში 8 ვიზიტი 120 ლარი ღირს, 12 ვიზიტი კი 150 ლარი. ყოველდღიური აბონიმენტის ფასი 200 ლარს შეადგენს.


ოლიმპიური აუზი

Image may contain: pool and outdoor

ოლიმპიურ აუზზე ერთჯერადი ვიზიტი – 30 ლარი ღირს, 12 წლამდე მოზარდებისთვის – 15 ლარი. აბონემენტით 8 ვიზიტი – 130 ლარი, 12 ვიზიტი – 160 ლარი, ერთთვიანი ულიმიტო 260 ლარი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.